მოგზაურობა

ბევრისთვის უცნობი ლეგენდა უფლისციხეზე

ლეგენდის მიხედვით უფლისციხე მონების მიერაა აგებული. მონას წერაქვს აძლევდნენ, რომლის ნახევარი რკინით იყო დაფარული რითაც გამოქვაბულებს გამოკვეთდნენ და მეორე ნახევარი კი ოქროთი. მონას ისე უნდა ემუშავა, რომ უბრალო ლითონი გაეცვითა, რის შემდეგაც საჩუქრად თავისუფლებას და ძვირფას ლითონს ანუ ოქროს იღებდა.

აქედან გამომდინარე ორი რამ ნათლად იკვეთება ერთი ის თუ რამხელა შრომა ჩაიდო ქალაქის გამოსაკვეთად და მეორე ის, რომ საქართველოში ოქროს მართლაც მოიპოვებდნენ და ოქროს საწმისის ლეგენდა უკვე განყენებული აღარაა.

საიდან მომდინარეობს სახელი “უფლისციხე”?

უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის უფლის სადარის რეზიდენციას წარმოადგენდა ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ ტომის ბელადს დიდი ძალაუფლება ჰქონდა. სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. უფლის სადარის ციხე, ანუ შემოკლებით უფლისციხე.

სახელი უფლისციხე ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლობის დროს ეწოდა, ამიტომ ტომის ბელადის უფლის სადარობა, ძალაუფლების აღმნიშვნელი ტერმინია და არა რელიგიურის.

Source
https://feedc.com/user/id/45763

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button