სიზმრის ახსნა

სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით – Sizmris axsna anbanis mixedvit

ასევე იხილეთ : სიზმრის ახსნა თვის რიცხვების მიხედვითსიზმრის ახსნა კვირის დღეების მიხედვით

სასურველი სიზმრის ახსნის სანახავად, გთხოვთ აირჩიოთ შესაბამისი ასო ან გამოიყენეთ ძებნის ფუნქცია.

სიზმრის ახსნა ანბანის მიხედვით - sizmris axsna anbanis mixedvit

There are currently 326 names in this directory beginning with the letter Ს.

საავადმყოფო
ნათლობა.

საავადმყოფოში სანახავად მიხვიდე ან ვინმე წამოიყვანო
დაუჯერებელი ამბები.

საათი
სიზმარში საათის ნახვა ბირჟაზე წარმატებულ თამაშს მოასწავებს. თუ ხშირად უყურებთ საათს დროის გასაგებად, თქვენი მოწინააღმდეგენი ყველანაირად შეეცდებიან ხელი შეგიშალონ ყველა წამოწყებაში. გატეხილი საათი უბედურების ნიშანია; გატეხილშუშიანი საათი იმას მოასწავებს, რომ, შესაძლოა, თქვენთვის უსიამოვნო საზოგადოებაში მოხვდეთ, სადაც ძალზე ქარაფშუტულად მოიქცევით. თუ ქალმა სიზმარში საათი დაკარგა, ცხადში ოჯახური პრობლემები ცხოვრებას გაუმწარებენ.

საათი კედლის
დასაფლავება.

საათი( გამართული)
საქმეში წარმატება და ჯანმრთელობა.

საათი( გამორთული)
დანგრეული ცხოვრება და წარუმატებლობა.

საათის ნახვა ან ყიდვა
მეტად კარგია და სარგებლობის ნიშანია.

საამქრო, სახელოსნო
თუ თქვენი თავი სახელოსნოში დაგესიზმრათ, ცხადში მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლებთ საკუთარი რეპუტაციის დაცვას

საბანი
ავადმყოფობა.

საბაჟო
თუ დაგესიზმრათ საბაჟო–ცხადში სამუშაო თქვენგან სრულ დატვირთვას მოითხოვს, სხვა შემთხვევაში კონკურენტები შეგავიწროვებენ. თუ სიზმარში საბაჟოს შენობაში შედიხართ, ცხადში იმ სოციალური სტატუსისათვის მოგიწევთ ბრძოლა, რომლისკენაც თქვენ დიდი ხანია მიისწრაფვით; მაგრამ თუ სიზმარში გამოდიხართ საბაჟოდან, თქვენი საზოგადოებრივი მდგომარეობა გაუარესდება და სავაჭრო საქმეებში წარუმატებლობა მოგელით

საბრძოლო მასალები
საბრძოლო მასალები თუ ნახეთ, ე.ი. წარმატებით დაამთავრებთ დაწყებულ საქმეს. თუ ბრძოლისას უეცრად გაგითავდათ საბრძოლო მასალები–რაღაცის მცდელობა და ბრძოლა შედეგს ვერ მოგიტანთ

სადავე
თუ სიზმარში სადავეები გიჭირავთ–გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას ბედნიერებისა და წარმატების გზაზე. თუ თავისით გაწყდა ან თქვენ გაწყვიტეთ მოულოდნელად, მოგიწევთ მტრებთან დათმობა

სადგური
გზა,საქმეები.

სადილი
თუ სიზმარში მარტო სადილობთ–უნდა გადახედოთ ცხოვრებისეულ პოზიციებს. თუ გოგონა სადილობს შეყვარებულთან ერთად–სიზმარი უქადის ჩხუბსა და ურთიერთბის გაწყვეტას; მაგრამ თუ სადილი სასიამოვნოდ ჩაივლის, ურთიერთობა პირიქით, კარგად წარიმართება; თუ მიიღეთ მიწვევა სადილზე, ისიამოვნებთ თქვენდამი კეთილგანწყობილი ადამიანების სტუმართმოყვარეობით

სადილის მომზადება
ახალი საქმიანობის დაწყება.

სადღეგრძელოს( თქმა ან მოსმენა)
კეთილი ჩანაფიქრისათვის ხელის შეწყობა.

სადღვებელი
სიზმარში თუ ხედავთ სადღვებელს–თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნება ახდება

სავარცხელი
ცუდია და საზიანო საქმეა.

საზამთრო
ქორწილი და მხიარულებაა.

საზამთროს ნახვა
საქმის დაბრკოლებაა. ჭამა ცუდია.

საზიდარი
უნდო, სათუო საქმეა.

საზღვარი გადალახო
საქმე უკეთესად წავიდეს.

სათამაშოები
არასაჭირო საქმით უაზრო გართობა და ფულის დაკარგვა.

სათბური
მძიმე და უღირსი პიროვნებაა.

სათბური, ორანჟერია
სათბურის დასიზმრება იმის ნიშანია, რომ ცხადში მოგიხდებათ ფარისევლური სიტყვების მოსმენა, რომლებიც, მათი მოკრძალული ფორმის მიუხედავად, თქვენთვის აშკარა გახდება. თუ გოგონას ესიზმრება, რომ სათბურში ცხოვრობს–რაღაც უსიამოვნო მოვლენამ შეიძლება ავნოს მის რეპუტაციას

სათვალეები
სათვალეები უსიამოვნო ცვლილებებს მოასწავებენ; მლიქვნელები შეეცდებიან თქვენი ნდობის ბოროტად გამოყენებას. გატეხილი სათვალეები–საყვარელ ადამიანთან დაშორება გიბიძგებთ აკრძალული სიამოვნებისაკენ; დამცავი სათვალეები–ე.ი. თქვენ გვერდით იმყოფებიან გავლენიანი, მაგრამ ცუდი რეპუტაციის ადამიანები. თუ გოგონას ესიზმრება ასეთი სიზმარი–ცრურწმენები მას სწორი გზიდან ააცდენენ; თუ ცხვირზე ჩამოვარდნილი სათვალეები გესიზმრათ–ჩხუბი ან ურთიერთობის გაწყვეტა გარდაუვალია

სათვალთვალო კოშკი
სახიფათო მოგზაურობას ელოდე.

სათითე
თუ სიზმარში კერვისას ხმარობთ სათითეს, უეჭველად კეთილშობილურად მოიქცევით, რითაც სიხარულს მიანიჭებთ გარშემომყოფთ. თუ სათითეთი კერავს სხვა ადამიანი, რაღაც მოვლენა სერიოზულ ზემოქმედებას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე.

სათლი( სავსე)
წარმატება და დიდი მოგება.

სათლი( ცარიელი)
ცუდია,იმედის გაცრუება,მოტყუება,დანაკარგი,

საიდუმლო საზოგადოება (ორდენი)
სიზმარში, რომელშიც მოვლენები დაკავშირებულია რაღაც საიდუმლო საზოგადოებასთან, ნიშნავს, რომ თქვენ მგრძნობიარე პიროვნება ბრძანდებით და მზად ხართ, უანგაროდ ემსახუროთ სათნოებისა და სიკეთის იდეებს, ამ გზაზე თქვენ შეიცნობთ ჭეშმარიტ ბედნიერებას და სახელს მოიხვეჭთ. ქალიშვილმა, რომელსაც რომელიმე ორდენის დამფუძნებელთა საბჭო ესიზმრება, დროულად უნდა მოიცილოს მავნე ჩვევები, რომელთაც მისი კომპრომენტირება შეუძლიათ.

საიდუმლოება
თუ სიზმარში ზოგიერთმა საიდუმლო მოვლენამ დაბნეულობაში ჩაგაგდოთ, ცხადში თქვენთვის უცხო ხალხი თხოვნით შეგაწუხებენ. ეს სიზმარი გაფრთხილებთ, რომ არ უგულებელყოთ მოვალეობანი და არ იყოთ გულგრილი გარშემომყოფთათვის. არ გამოირიცხება საწყენი გართულებები საქმეში. თუ სიზმარში რატომღაც დაინტერესდით სამყაროს შექმნის საიდუმლოებით, მაშინ თქვენს ცხოვრებაში ისეთი ცვლილებები მოხდება, რომლებიც თქვენს სულიერ ზრდას შეუწყობენ ხელს.

საიუველირო ნაწარმი
გატეხილი ან ჩამოტეხილი საიუველირო ნაწარმი იმის მაუწყებელია, რომ დასახული მიზნის მიღწევის შემდეგ დიდი იმედგაცრუება გელით. ეს სიზმარი იმასაც ნიშნავს, რომ მეგობრები ზურგს შეგაქცევენ და თქვენ დიდი ტვირთი დაგაწვებათ მხრებზე.

საკერებელი
თუ სიზმარში თქვენს ტანსაცმელზე დაინახავთ საკერებელს–მალე თქვენ მთელი სიამაყით მოიხსნით ვალდებულებას, რომელიც თქვენ არ გეკუთვნოდათ. თუ სიზმარში საკერებლით დადიან სხვები–ე.ი. გიახლოვდებათ სიღარიბე და გაჭირვება.

საკვამდე მილი
გაღატაკება.

საკვამურების მწმენდავი ნახო
თვალთმაქც მეგობრებს ნიშნავს.

საკვოიაჟი
კეთილი მგზავრობის ნიშანია.

საკლასო დაფა
თუ ნახეთ, რომ თეთრი ცარცით წერთ დაფაზე, ნიშანია თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ცუდი ცნობისა ან დიდი კატასტროფისა; შესაძლებლია, თქვენი ფინანსური დამოუკიდებლობა შეირყეს კომერციულ წრეებში პანიკის შედეგად

საკონდიტრო
ცრუ საზოგადოებაა.

საკონდიტრო ნაწარმი
თუ სიზმარში ხედავთ არეულ საკონდიტროს, ნიშნავს, რომ მტრები მეგობრის ნიღბით მოიპოვებენ თქვენს ნდობას და გახსნიან თქვენს საიდუმლოს

საკუთარი თავის ნახვა საწოლში
უცხო ოთახში–მეგობრების მოულოდნელი ვიზიტია. თუ ავადმყოფი ადამიანი ნახავს თავის თავს საწოლში, მოელის ჯანმრთელობის გაუარესება ან სიკვდილი. თუ თქვენს თავს ნახავთ ღია ფანჯარასთან საწოლზე მჯდომს, ცხადში გექნებათ მშვენიერი შესაძლებლობა თქვენი ბედის უკეთესობისაკენ შესაცვლელად. თქვენი საწოლის ახლოს მიმავალი შავკანიანი ხალხის ნახვა ნიშნავს ახალი გარემოების წარმოქმნას, რომელიც ხელს შეუშლია თქვენს გეგმებს.

საკუთრების შეძენა
დანაკარგია.

საკუჭნაო
სარფი და დოვლათი შეგემატოს.

სალათა
კამათია.

სალათი
თუ გესიზმრათ, რომ სალათს მიირთმევთ, ეს ახლობლის ავადმყოფობას ნიშნავს. ზოგჯერ ეს სიზმარი ჩხუბსაც მოასწავებს. ხორცის სალათი იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენი ზედმეტი მომთხოვნელობა საკუთარი თავის მიმართ ნერვიულ დაძაბულობამდე მიგიყვანთ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ სალათს ამზადებს, ცხადში შეყვარებულისაგან იმედგაცრუება ელის და იგი უინტერესო და ცარიელი ადამიანი აღმოჩნდება.

სალათი( ნახო ან ჭამო)
ჩხუბი ან მხიარულებაა.

სალამური, ფლეიტა
თუ სიზმარში იგებთ სალამურის ხმას–თქვენი მეგობარი მალე დაბრუნდება შორიდან. ქალს ასეთი სიზმარი ჰპირდება ძლიერ სიყვარულს, რადგან მის შეყვარებულს ექნება მომნუსხველი მანერები

სალბი (შალფეი)
სალბი სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენ მეურნეობას გონივრულად უძღვებით. თუ ქალს დაესიზმრა, რომ მის აფთიაქში დიდი რაოდენობით სალბია, იგი მწარედ ინანებს ადრე ჩადენილი საქციელის გამო, ეს განსაკუთრებით

სალესი ქვა
სიზმარში სალესი ქვა ნიშნავს მწვავე მღელვარებას და შეგახსენებთ იმაზე, რომ საჭიროა ყურადღებით მოეკიდოთ საქმეებს, თუ გინდათ, რომ თავიდან აიცილოთ გართულებები, ამასთან, შესაძლოა, თქვენ მოგიწიოთ არასასურველმა მგზავრობამ

სამალავი, თავშესაფარი
სიზმარში სამალავის აშენება–თქვენ ეცდებით თავი დაიცვათ მტრების ბოროტი ხრიკებისაგან. სიზმარში თავშესაფრის ძებნა–გრძნობთ რა საკუთარ დანაშაულს, ცდილობთ თავი საკუთარ თავთან მაინც გაიმართლოთ

სამართებელი
სევდას და ხიფათს ნიშნავს.

სამართლებრივი დაწესებულება
საკუთარი თავის ნახვა სამართლებრივი დაწესებულების წევრად–ნიშნავს, რომ იტრაბახებთ თქვენი სიმდიდრით და ცუდად განეწყობით ოჯახის წევრებისადმი. ასეთი სიზმარი არავითარ წინსვლას არ გიქადით სამსახურში

სამართლიანობა
თუ სიზმარში სამართლიანობას ითხოვთ, ცხადში თქვენი კეთილი სახელის დაცვა მოგიწევთ. თუ სამართლიანობას თქვენგან ითხოვენ, თქვენი ქცევა განსჯის საგანი გახდება, რის გამოც ძალზე გაგიჭირდებათ, ან, შესაძლოა, ვერც მოახერხოთ თქვენი სიმართლის დამტკიცება

სამაჯური
თუ სიზმარში თქვენ ტკბებით თქვენს ხელზე მეგობრის ნაჩუქარი სამაჯურის ყურებით–გელით ნაადრევი ბედნიერი ქორწინება. თუ ახალგაზრდა ქალი კარგავს სამაჯურს, ელის ნაირგვარი უსიმოვნებანი. სიზმარში სამაჯურის პოვნა–გამდიდრებაა

სამგზავრო ეტლი
ყოველმხრივ ხელი მოგემართოს.

სამგლოვიარო ეტლი
ქორწილია.

სამგლოვიარო კრეპი
სიზმარში სამგლოვიარო ტანსაცმლის ტარება ნიშნავს გაუმართლებლობას, წარუმატებლობას. თუ სხვებს ხედავთ სამგლოვიარო ტანსაცმელში–იგრძნობთ რაღაც აფორიაქებას, რომელიც მომდინარეობს თქვენი მეგობრებიდან და მოულოდნელად გაბრაზდებით და დაიბნევით. შეყვარებულებს ასეთი სიზმარი მიანიშნებს ურთიერთგაუგებრობასა და შესაძლო დაშორებაზე

სამელნე
ამომშრალი სამელნე იმის ნიშანია, რომ თქვენ შეძელით წარმატებით არიდებოდით საზოგადოების მხრიდან ისეთ გაკიცხვას, რომელსაც არ იმსახურებდით. მელნით სავსე სამელნე გაფრთხილებაა: თუ შესაბამის ზომებს არ მიიღებთ, მტრები ყველანაირად შეეცდებიან, ჩირქი მოგცხონ

სამეფო ტახტი
თუ დაგესიზმრათ, რომ სამეფო ტახტზე ხართ დაბრძანებული, ცხადში გელით საზოგადოებრივი მდგომარეობის სწრაფი ამაღლება, მაგრამ თუ ჩამოდიხართ სამეფო ტახტიდან–მოემზადეთ დიდი გულგატეხილობისათვის. თუ სამეფო ტახტზე ხედავთ სხვა ვინმეს, მიაღწევთ წარმატებას ვიღაცის მფარველობით

სამზარეულო
სამზარეულოს ნახვა ნიშნავს კრიტიკულ სიტუაციას, რომელიც მიგიყვანთ მსუბუქ დეპრესიამდე. თუ ქალი ხედავს, რომ მისი სამზარეულო ბრწყინავს სისუფთავისა და წესრიგისაგან, ე.ი. ის სიყვარულში წარმმართველი იქნება

სამზარეულო (სუფთა)
შემოსავალი.

სამზარეულო( ჭუჭყიანი)
წყენა.

სამი ტყუპი
თუ თქვენ დაგესიზმრათ სამი ტყუპი, მაშინ ტყუილად შიშობთ დაწყებული საქმის წარმატებაში. თუ მამაკაცს ესიზმრება, რომ მისმა ცოლმა გააჩინა სამი ტყუპი, ე.ი. მის მიერ მიწოდებული ინიციატივა, გაჭიანურებული განხილვის შემდეგ, უფროსისათვის მისაღები გახდება.

სამკაულები
თუ სიზმარში თქვენ სამკაულებს იკეთებთ, ცხადში ზედმეტად აზვიადებთ თქვენს ღირსებებს. თუ გჩუქნიან სამკაულებს, გელით იღბალი საქმეში. თქვენ მიერ ვინმესთვის ნაჩუქარი სამკაული მიგანიშნებთ, რომ ცხოვრებაში ხშირად ფულს უაზროდ ხარჯავთ.

სამკაული( იხილო)
სიყალბეა,სხვისი ქვეშევდრომი გახდე.

სამკაულის დაკარგვა გაფრთხილებთ
რომ თქვენ დაკარგავთ საყვარელ ადამიანს ან ხელიდან გაუშვებთ ბედნიერ შემთხვევას, რომელიც ბედმა გარგუნათ

სამკლავური
ეჭვიანობის ნიადაგზე ოჯახური უსიამოვნება.

სამკუთხედი
სამკუთხედი მოასწავებს მეგობრებთან განხეთქილებას და სიყვარულში გულგატეხილობას

სამლოცველო
დიდი სიხარულია.

სამოთხე
თუ თქვენი თავი სამოთხეში ნახეთ–კარგი ნიშანია. თუ სიზმარი დედამ ნახა, შეუძლია თავისი შვილების გამო მშვიდად შეიძება იყოს. თუ თქვენ შეყვარებული ხართ–ასეთი სიზმრის შემთხვევაში თქვენს ურთიერთბას ცუდი არაფერი ემუქრება. მძიმე ავადმყოფს ეს სიზმარი გამოჯანმრთელების შანსს აძლევს; ძალზე სასიკეთოა ეს სიზმარი მეზღვაურებისა და მოგზაურებისთვისაც; მაგრამ თუ სამოთხეში ყოფნისას თქვენ უხერხულობას გრძნობთ–ერთი შეხედვით იოლი საქმე გართულდება. თუ ამ სიზმრის შემდეგ თქვენ ენერგიულად იმოქმედებთ, შესაძლებელია ეს საქმე გადაარჩინოთ და სიტუაცია გამოასწოროთ.

სამორინე
თუ დაგესიზმრათ, რომ მოიგეთ სამორინეში, ცხადში მოხვდებით საეჭვო საზოგადოებაში და სხვების გამწარების ხარჯზე მიიღებთ კმაყოფილებას. თუ წააგეთ–თქვენი თავქარიანობა გახდება თქვენი ახლობელი ადამიანის სიკვდილის მიზეზი

სამრეკლო
ეკლესიის გვერდით სამრეკლოს ნახვა ნიშნავს ავადმყოფობასა და ცხოვრებისეულ უთანხმოებას. დანგრეული სამრეკლოს ნახვა ნიშნავს ახლობელი მეგობრის სიკვდილს. სიზმარში სამრეკლოზე აღწევა მიგითითებთ, რომ წინ სერიოზული წინააღმდეგობა გელოდებათ, მაგრამ თქვენ მას გადალახავთ

სამრეკლო ნახო სიზმარში
სიმდიდრეა.

სამრეკლოს გუმბათი
კარგია და სარგებლობის ნიშანია.

სამრეკლოს გუმბათის ნახვა
კარგია და სარგებლობის ნიშანია.

სამტვრევი( თხილის)
მწარე სიყვარული.

სამუშაო
თუ სიზმარში მძიმე სამუშაოს ასრულებთ, ცხადში დამსახურებულ წარმატებას მიაღწევთ. თუ დაგესიზმრათ, რომ სამუშაო დაკარგეთ, ცხადში საკუთარ შესაძლებლობებში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით

სამუშაო (შეასრულო)
წარმატებას ნიშნავს,სხვა იხილო მუშაობისას სიმდიდრეა.

სამუშაო სახლი
დიდი მემკვიდრეობა მიიღო.

სამღვდელოება
ზეიმია.

სამჭედლო
სიმდიდრე და ჯანი შეგემატოს.

სამჭედლო და მჭედელი ნახო
კარგი ჯანი,სარგებელი.

სამხეცე
სიზმარში სამხეცეს მონახულება მოასწავებს უსიამოვნებას უახლოეს მომავალში

სანაპირო
საყვარელ ადამიანთან სასიყვარულო პაემანი.

სანაპირო, ნავსადგური
ნავსადგური ხანგრძლივი მოგზაურობის ნიშანია; თუ იქ გემებიც დგანან, ე.ი. თქვენი ჩანაფიქრი წარმატებით ასრულდება.

სანელებელი, სუნელი
სანელებლები–თქვენ გართობისაკენ დაუოკებელი სწრაფვაა. გოგონა, რომელიც საჭმელში დიდი რაოდენობით სუნელს ყრის, ლამაზ, მაგრამ უსინდისო ადამიანთან ურთიერთობით ბევრ ტკივილს ნახავს

სანთელი
სანთელი მეგობრებთან შეხვედრას ნიშნავს. რამდენიმე სანთელი სუფთა ალით თქვენსა და ნათესავებს შორის სრულ ჰარმონიას მოასწავებს. თუ სანთელი უცებ ქარისგან ჩაქრა, თქვენ კეთილ სახელს შებღალვა ელის, ხოლო თუ თქვენ თავად ჩააქრეთ სანთელი–უსიამოვნო მოვლენებისათვის მოემზადეთ

სანთელი აანთო
გეყოლება და გაიხარებ.

სანთელი ანთებული
რელიგიის საკითხით გატაცება.

სანთელი ჩამქრალი
მძიმე დანაკლისია.

საპარიკმახერო ( იყო მასში)
დაკარგვები,სიძნელეები.

საპარსი
დარდი და საშიშროებაა.

საპონი
განახლება და უკეთესობისაკენ ლტოლვა.

საპყრობილე ნახო
მეტად ცუდია და გაჭირვებას ნიშნავს.

სარაფანი
მდაბალი ვნებიანი გატაცება.

სარდალი ნახო ან შეჭამო
მაინც და მაინც ცუდი საქმეა.

სარდაფი
მემკვიდრეობა.

სარდინი (თევზი)
თუ დაგესიზმრათ, რომ სარდინს მიირთმევთ, რაღაც დრამატული მოვლენა ცხოვრებას გაგიმწარებთ. თუ სარდინებს გოგონა ამზადებს სადილისათვის, ისეთი თაყვანისმცემელი მოაბეზრებს თავს, რომელიც მას არ მოსწონს

სარეცხი ( გაფენა)
მოგება,ქონების მიღება მემკვიდრეობით.

სარეცხი ფიცარი
სარეცხი ფიცარი სიზმარში მოსალოდნელ სიძნელეებს მოასწავებს. თუ მამაკაცს დაესიზმრა სველი სარეცხი ფიცარი, ცხადში ქალები მასზე იუფროსებენ. გატეხილი სარეცხი ფიცარი ნიშნავს, რომ დაუფიქრებელი საქციელი და უზრუნველი ცხოვრება უბედურებამდე მიგიყვანთ

სარეცხი( ჭუჭყიანის რეცხვა)
ავადმგოფობა,უსიამოვნება.

სართავი ჯარა
სიზმარში სართავი ჯარა ოჯახში ბარაქას ნიშნავს, რომელიც თქვენი ძალისხმევითა და მომჭირნეობით გახდება შესაძლებელი

სარკეს ხმარობდე
ქორწინების ნიშანია და აგრეთვე სიხარულის.

საროსკიპო
თუ სიზმარში საროსკიპოში იყავით–ცხადში შერცხვენა გელით

სარწეველა სავარძელი
სარწეველა სავარძლის დასიზმრება ნიშნავს მეგობრულ ურთიერთობას და ნებისმიერ გარემოებაში თავდაჯერების განცდას. თუ გესიზმრებათ დედა, ცოლი ან შეყვარებული სარწეველა სავარძელძი, ე.ი. გელით ყველაზე დიდი სიხარული. ცარიელი სავარძელი ნიშნავს დანაკარგსა და სიმარტოვეს.

სასაკლაო
კარგი ჯანი,დიდი ხნის სიცოცხლე,საქმის კეთილობას ნიშნავს.

სასამართლო
თუ თქვენ სასამართლოს წინაშე მოგიწიათ გამოსვლამ და ამ დროს სიმორცხვესა და მორჩილებას განიცდით, თქვენ მიერ დაწყებული საქმე წარმატებით დასრულდება. თუ სასამართლოს წინაშე გამომწვევად იქცევით–კატასტროფა გემუქრებათ. თუ გოგონა ისმენს სასამართლოს განაჩენს–”დამნაშავეა”, მას მოუწევს საკუთარი ეგოიზმის გამო ნერვიულობა. თუ მას მკვდრები ახვევია გარშემო, ხოლო მეგობრებმა კი ზურგი აქციეს, ძალზე არასასიამოვნო მოვლენების გადატანა მოუწევს

სასამართლო პროცესი
თუ სასამართლო პროცესში მონაწილეობთ, მტრები შეეცდებიან თქვენ წინაშე განაწყონ საზოგადოებრივი აზრი. თუ სასამართლომ მიიღო არასამართლიანი გადაწყვეტილება, რთულ სიტუაციაში უღირსად მოიქცევით. თუ დაგესიზმრათ, რომ სასამართლოში მიდიხართ, ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ქცევას და უარი თქვათ წარმატების მიღწევის საეჭვო გზებზე. თუ სასამართლო შენობის წინ დგახართ, თქვენი საქმიანი აქტიურობა ამაღლდება

სასაპნე
ხმაურიანი ლაპარაკი.

სასაუზმე
ცუდი მადა.

სასაფლაო
სიზმარი, რომელშიც თქვენს თავს ხედავთ კარგად მოვლილ, ლამაზ სასაფლაოზე, მოასწავებს მოულოდნელი ცნობის მიღებას იმ ადამიანზე, რომელიც თქვენ დიდი ხნის წინ გამოიტირეთ როგორც მკვდარი; აღიარებული იქნება თქვენი უფლება წართმეულ მიწაზე. ძველი, მიტოვებული სასაფლაოს ნახვა ნიშანია კეთილი, თბილი ურთიერთობისა ამხანაგებთან, რომლებსაც, მიუხედავად ყველაფრისა, არ ძალუძთ თქვენი დამშვიდება. პატარძალი, რომელსაც ესიზმრება, რომ საქორწინო პროცესია მიდის საფლავის გავლით, დაკარგავს მეუღლეს მოგზაურობისას უბედური შემთხვევის გამო.

სასახლე
გაცნობა და მეგობრობა მაღალი საზოგადოების განათლებულ მანდილოსანთან.

სასახლე დანგრეული
სიღარიბე და ავადმყოფობა.

სასიძო
სასიყვარულო თავგადასავალი.

სასმელი
თუ სასმელს ყიდულობთ, შეეცდებით სხვისი საკუთრების უკანონოდ მითვისებას. თუ ყიდით სასმელს–აუცილებლად განგსჯიან საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობისას თქვენი სიძუნწის გამო.

სასმელი( ღვინის ან რაიმეს სმა)
კარგია,ჯანმრთელობა არის.

სასმელისა ან ღვინის სმა
კარგია, ჯანმრთელობა არის.

სასტუმრო
თუ გესიზმრებათ, რომ ცხოვრობთ სასტუმროში, ცხადში ეს გპირდებათ სიმშვიდესა და სარგებელს. ქალის მონახულება სასტუმროში ნიშანია საკმაოდ უზნეო ცხოვრებისა. ლამაზი სასტუმროს ნახვა–კეთილდღეობა და მოგზაურობაა.

სასწავლებელი
კარგია და ბედნიერების ნიშანია.

სასწორი
თუ თქვენ სიზმარში რაიმეს წონით, ე.ი. სამართლიანობისათვის თქვენ შეარბილებთ თქვენს ჩვევებს და საქმე ცუდად წავა. თუ გოგონა სიზმარში თავის შეყვარებულს წონის სასწორზე, მაშინ ის მასში აღმოაჩენს სერიოზულ ღირსებას, მისი ერთგულება კი სიყვარულის ტოლფასი იქნება

სატაცური
სატაცურის ფოთლები კეთილდღეობის ნიშანია. იგი სიყვარულსა და ოჯახში სიმშვიდეს მოასწავებს. თუ სიზმარში სატაცურს მიირთმევთ, საქმეში მცირეოდენი უსიამოვნებები გელით.

სატრფო, შეყვარებული
თუ მამაკაცი თავის შეყვარებულს ხედავს მოალერსეს და ლამაზს–ე.ი. ის დაინიშნება. სატრფო კი მას მოუტანს ბევრ სიყვარულსა და კარგ მზითევს. თუ მამაკაცი თავის სატრფოს ხედავს ულაზათოს და მოღუშულს, რეალურ ცხოვრებაში მას ქორწილის პირას ელის იმედგაცრუება. ავადმყოფი და უბედური შეყვარებული უქადის ისეთ ცოლ–ქმრულ ცხოვრებას, რომელშიც უბედურება ბედნიერების მონაცვლე იქნება

საუბარი (მიცვალებულთან)
ხიფათი და სნეულება.

საუბარი(უცხოსთან)
მეგობრის უეცარი დაკარგვა.

საუზმე
ეს სიზმარი კეთილის მომასწავებელია მათთვის, ვინც დაკავებულია გონებრივი სამუშაოთი. თუ საუზმედ გაქვთ ახალი რძე, კვერცხი და საჭმელი მწიფე ხილით, ეს სიზმარი ნიშნავს სწრაფ, მაგრამ სასიკეთო ცვლილებებს. თუ მარტო საუზმობთ, ე.ი. მალე მოხვდებით მტრების მიერ დაგებულ მახეში, მაგრამ თუ საუზმობთ მეგობრების წრეში–ეს ძალიან კარგის მომასწავებელია

საუზმობა
დღესასწაული.

საფარი
სიზმარში, რომელშიც თავს გესხმიან საფარიდან, ნიშნავს, რომ თქვენ გვერდით იმალება ხიფათი, რომელიც თავის დროს უცდის და თუ არ მიიღებთ უსაფრთხოების ზომებს–პრობლემები შეგექმნებათ. როცა საათობით წევხართ საფარში და ცდილობთ შურისძიებას, ე.ი. მზად ხართ, თქვენი მეგობრების მოტყუებით, ყოველგვარი მერყეობის გარეშე, ჩაიდინოთ უღირსი საქციელი

საფეხურები
ახალი სასიყვარულო რომანი.

საფეხურები( ადიოდე)
დაწინაურდე და წარმატებას ეწიო.,

საფეხურეი(დაეშვა )
ზარალი და დამცირებაა.

საფირონი
საფირონი–სოლიდურ მოგებას მოასწავებს. თუ ქალს საფირონი დაესიზმრა, მას შეუძლია თავისი შეყვარებულის მიმართ მეტი მომთხოვნელობა გამოიჩინოს.

საფლავი
მძიმე ბრალდებას,სასამრთლოს,განსაცდელს კეთილად განერიდო.

საფოსტო მარკები
საფოსტო მარკები საქმეების მოწესრიგებას და სამსახურში დაწინაურებას მოასწავებენ. თუ სიზმარში იყენებთ გაცრეცილ მარკებს–ცხოვრებაში წინდაუხედავი საქციელით საფრთხის ქვეშ დააყენებთ თქვენს რეპუტაციას. მარკების შეგროვება–მალე თქვენ საქვეყნოდ ცნობილი გახდებით. დახეული მარკები–რთულ ცხოვრებისეულ გზას მოასწავებენ

საფრთხე
თუ სიზმარში სახიფათო სიტუაციაში მოხვდით–მდგომარეობიდან გამოხვალთ და საპატიო მდგომარეობას დაიკავებთ; მაგრამ თუ ვერ შეძელით ხიფათიდან თავის დაღწევა და დაგჭრეს ან მოგკლეს–მოასწავებს ხარჯსა და წვრილმან ოჯახურ უსიამოვნებებს; მას, ვინც შეყვარებულია, ასეთი სიზმარი მიანიშნებს, რომ მისი სამომავლო გეგმები ვერ გაუძლებენ დროის გამოცდას და მასზე უარის თქმა მოუწევს

საფულე
თუ დაგესიზმრათ, რომ თქვენი საფულე სავსეა ძვირფასეულობითა და ახალი კუპიურებით, ცხადში მოულოდნელად მოხვდებით ისეთი ადამიანების წრეში, რომლებსაც ყოველთვის გაუხარდებათ თქვენი ნახვა და თქვენთვის არ დაიშურებენ კეთილ სიტყვებს. სიყვარული და ჰარმონია კი სიცოცხლეს სამოთხედ გიქცევენ

საფურთხებელი
ეს სიზმარი ნიშნავს, რომ თქვენ გვერდით გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც გაიძულებთ საქმეებზე უარის თქმას. საფურთხებელში გადაფურთხება–ცხადში თქვენი რეპუტაციის შელახვას ნიშნავს.

საქანელა
ოჯახური ბედნიერება.

საქმრო
სასიყვარულო ინტრიგა.

საქონლის ხორცი
დანაკარგი.

საქორწინო კაბა
საქორწინო კაბა ახალ საზოგადოებასა და ახალი მეგობრების შეძენას მოასწავებს

საქსოვი დაზგა
თუ თქვენ სიზმარში საქსოვი დაზგის მუშაობას ადევნებთ თვალყურს, მაშინ, რეალურ ცხოვრებაში, თქვენი თავის მიმართ გაღიზიანება და წყენა გელით. არ არის გამორიცხული აგრეთვე, რომ თქვენ დაზარალდებით უაზრო ჭორების გამო. თუ გესიზმრებათ, რომ დაზგასთან ლამაზი ქალი ზის, მაშინ სიყვარულში სრული წარმატება გელით.

საღამო
სარფიანი საქმე.

საღებავები
ახალშეღებილი სახლის ნახვა გიწინასწარმეტყველებთ ჩანაფიქრის წარმატებით შესრულებას. თუ თქვენი კაბა საღებავებითაა გასვრილი–ცხადში გელით სხვა ადამიანთა დაუფიქრებელი განსჯით გამოწვეული უსიამოვნებანი. თუ თქვენ ღებავთ რაიმეს ფუნჯით, ე.ი. სავსებით კმაყოფილი იქნებით თქვენი ახლანდელი საქმიანობით.

საყდარი ააშენო და ილოცო
ძალიან კარგია,შემატებაა რამესი.

საყდარი ააშენო, ან ილოცო
ნიშნავს რაიმეს შემატებას.

საყელური
ხიფათს ნიშნავს.

საყვირი
სიხარული და წარმატება.

საყურე
საყურე სიზმარში სასიამოვნო ამბები და საინტერესო სამუშაოა. გატეხილი საყურე–ჭორებია, რომლებიც ცხოვრებას გაგირთულებენ

საყურეები
მხიარულება და ლოთობა.

საშინელება
მოულოდნელი უსიამოვნება.

საშრობი ქაღალდი
საშრობი ქაღალდი ნიშნავს, რომ ვიღაც შეეცდება მოტყუების გზით მეგობრის საიდუმლო გამოგძალოთ. გამოყენებული და დახეული საშრობი ქაღალდი–ოჯახში ხანგრძლივი უთანხმოებაა

საჩუქარი
სიზმარში მიღებული საჩუქარი ცხადში ბედნიერებას და საკუთარ თავში დარწმუნებას ნიშნავს. თუ ვინმეს ჩუქნით საჩუქარს, ე.ი. საქმეების გამოსწორების შენსი გეძლევათ ან შეიძლება რაღაცის გამო გაგკიცხონ და ეს გულს გატკენთ.

საჩუქრები ( მიღება)
მოგებაა.

საჩუქრების( ჩუქება)
უსიამოვნებაა.

საცეცხლური ნახო
ახლობლის სიკვდილი შეიტყო.

საცობი
მხიარული მეგობრების სტუმრობა.

საცობი, ტივტივა
სიზმარში საცობის მოხსნა–ცხადში სწრაფად მიაღწევთ კეთილდღეობას; ბოთლის დახურვა თქვენი ცხოვრების მოწესრიგებასა და საქმეების კარგ ორგანიზებას ნიშნავს. სამედიცინო საცობი–ავადმყოფობისა და ტყუილი ძალისხმევის ნიშანია.

საცოლე ნახო( სხვისი)
დარდიანობას ნიშნავს.

საცოლე ნახო( შენი)
ხიფათს ელოდე.

საცხობი
საცხობი სიზმარში–მაქსიმალური სიფრთხილისაკენ მოგიწოდებთ და ეს თქვენს სამახურსა და კარიერას ეხება–უსიამოვნებები ყველა ნაბიჯზე გელოდებათ. თუ ქალს ესიზმრება, რომ საცხობში მუშაობს, იგი ცხადში შეიძლება ძლიერ დაზარალდეს და ამიტომ ფრთხილად უნდა იყოს.

საძინებელი
ახალთახალი საძინებელი ნიშნავს შორეულ ქვეყნებში სასიამოვნო ადამიანებთან ერთად მოგზაურობას

საწამლავი
თუ დაგესიზმრათ, რომ მოწამლული ხართ, ცუდ ზეგავლენას ერიდეთ. თუ სხვა პიროვნებას ხედავთ მოწამლულს, ცხადში ვიღაც პიროვნებას სწორი გზიდან ააცდენთ. თუ გოგონა საწამლავის მეშვეობით ცდილობს მეტოქის მოშორებას, ცხადში მას გაუჭირდება საყვარელი ადამიანის შენარჩუნება.

საწერი მაგიდა გაფრთხილებთ
რომ საქმიანი პარტნიორების შერჩევისას წინდახედულად მოიქცეთ. მაგიდაზე დადებული ფული ყველა წინააღმდეგობების გადალახვას ნიშნავს

საწოლი
ლამაზი, თეთრი საწოლი მოასწავებს ყველა უსიამოვნების მშვიდობიან დასასრულს. ქალს, რომელიც ალაგებს ლოგინს, სიზმარი ჰპირდება ახალ შეყვარებულს და სასიამოვნო დროსტარებას.

საწოლი( ცარიელი)
ნაცნობის სიკვდილი.

საწოლი(იწვე)
წარმატება,გამართლება.

საჭმლის მომზადება
თუ თქვენ სიზმარში რაიმეს საჭმელს ამზადებთ–სტუმრები გეწვევიან. თუ სიზმარში სადილის მომზადებისას რაიმე გიშლით ხელს, ცხადში იმედგაცრუება გელითსახე თქვენ ირგვლივ ნათელი, ბედნიერი სახეების ნახვა ძალიან კარგია, მაგრამ თუ მოღუშული, ულამაზო სახეებია–მოსალოდნელია საშიშროება. სარკეში საშიში სახის ნახვა ახალგაზრდა ადამიანებს მოასწავებთ ჩხუბს. შეყვარებული თუ თავის მიჯნურს ნახავს მოხუცად–დაცილების მაუწყებელია.

საჭურისი
გარყვნილი და წამხდარი ცხოვრების ნიშანია.

სახარება ნახო
სულიერი კმაყოფილება,მშვიდობა და სიყვარული მოიპოვო.

სახატე( ხატი ნახო)
მშვიდობა და კეთილდღეობა გქონდეს.

სახელოსნო( სხვადასხვა ნივთებით)
წარმატება და შეძლება.

სახლი
თუ სიზმარში მიხვედით თქვენს ძველ სახლში–ცხადში გელით კარგი ახალი ამბავი. მიტოვებული სახლი გაფრთხილებთ ავადმყოფობის ან ახლობლის სიკვდილის შესახებ. ახალგაზრდა ქალისათვის ასეთი სიზმარი სამწუხაროა: ის დაკარგავს ძვირფას მეგობარს. თუ მიხვედი შენს ძველ სახლში, რომელიც დაგხვდა მყუდრო და სასიამოვნო მდგომარეობაში–ნიშანია ჰარმონიისა და ბარაქიანობისა ახლანდელ ოჯახურ ცხოვრებაში, ასევე ბიზნესში კარგი რეზულტატისა

სახლი ცეცხლში
დაუჯერებელი ამბები,თვითონ ცეცხლში დაუწველად –

სახლის გატეხვა
ავადმყოფობა.

სახლის დახურვა
კარგია,წამხდარი საქმე გამოკეთდება.

სახლის მონატრება
სევდა სახლზე, რომელსაც თქვენ გრძნობთ სიზმარში, ნიშნავს, რომ გარემოებები ხელს შეგიშლიან სამოგზაუროდ წასვლაში, რომელზეც თქვენ დიდი ხანია ოცნებობდითსახრჩობელა თუ ხედავთ, რომ თქვენს მეგობარს ახრჩობენ სახრჩობელაზე–გაფრთხილებაა: თუ გინდათ უბედურება, სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება რაღაც უჩვეულოდ ძნელ საქმეზე. თუ თქვენს თავს ნახავთ სახრჩობელაზე–დაზარალდებით პირფერი მეგობრებისაგან.

სახლის მშენებლობა ( ავადმყოფისათვის)
სიკვდილია.

სახლის მშენებლობა( ჯანმრთელისათვის)
მძიმე შრომა.

სახლის ყიდვა
ცუდის ნიშანია.

სახლის ყიდვა, ან ახალის აშენება
ერთიანად ცუდი ნიშანია.

სახლს ცეცხლი მოეკიდოს
დიდი სარგებელი ნახო.

სახრჩობელა
დარდი და საშიშროებაა.

სახურავი
სიზმარში თუ აღმოჩნდებით სახურავზე–ნიშანია უზარმაზარი წარმატებისა. თუ შეშინდით და ეცემით–რეალურ ცხოვრებაში წარმატების გზაზე ვერ შეძლებთ თქვნი პოზიციების გამყარებას. თუ გესიზმრებათ დანგრეული სახურავი–გელით მოულოდნელი უბედურება.

საჯინიბო
საჯინიბოს დასიზმრება გპირდებათ წარმატებასა და სასიამოვნო საზოგადოებას. თუ გესიზმრებათ ცეცხლმოკიდებული საჯინიბო–ელოდეთ ან სასიამოვნო ცვლილებებს ან სასიხარულო მოვლენას ცხოვრებაში

საჰაერო ბურთი
ეს სიზმარი მოასწავებს უბედურებასა და იმედების მოსპობას. თქვენი საქმიანობა გაცამტვერდება. საჰაერო ბურთით ასვლა მოასწავებს უიღბლო მოგზაურობას

საჰაერო ბუშტი
აუხდენელი ოცნება.

სეირნობა მინდვრად
ქვეშერდომისაგან თავი დაიხსნა,კმაყოფილი და ბედნიერი იყო.

სეიფი
თქვენს ცხოვრებაში სტაბილურობისა და იმედის სიმბოლოა, მაგრამ თუ სიზმარში მის გახსნას შეეცდებით, იმედგაცრუება გელით–თქვენ მიერ ჩაფიქრებული საქმე არ ასრულდება; თუ მაინც გახსენით სეიფი და იგი ცარიელი აღმოჩნდა, მოსალოდნელია უბედურება

სელაპი
თუ სელაპი დაგესიზმრათ, ე.ი. ცდილობთ საზოგადოებაში ისეთი მდგომარეობის დაკავებას, რომელიც სინამდვილეში არ შეესატყვისება თქვენს შესაძლებლობებს–ეცადეთ თავი დააღწიოთ ზედმეტ პატივმოყვარეობას

სელი
სიზმარში სელის ნახვა ნიშანია წარმატებული მეწარმეობისა და აწყობილი საქმეებისა

სენაკი
სიმშვიდე, კეთილდღეობა.

სერენადა
თუ სიზმარში სერენადა ჩაგესმათ, თქვენი მეგობრის შესახებ დიდი ხნის ნანატრ ამბავს შეიტყობთ. თუ თავად მღერით სერენადას სიზმარში–თქვენს წინაშე ბრწყინვალე პერსპექტივები გაიშლება

სესხება
თუ ვინმეს სესხს აძლევთ–ფინანსური პრობლემები და წვრილმანი უსიამოვნებები შეგაწუხებთ; თუ ნივთებს ანათხოვრებთ–ხალხს უანგაროდ დაეხმარებით და ეს დაგაფიქრებთ თვითსრულყოფის აუცილებლობაზე: თუ ნივთს გთხოვენ, თქვენ კი უარს ეუბნებით–ცხოვრებაში აქტიურობის პერიოდი დაგიდგებათ და საქმეებს ენთუზიაზმით მოჰკიდებთ ხელს, რითაც მოჩვენებით პატივისცემას დაიმსახურებთ გარშემომყოფთაგან; თუ ნივთს ან ფულს გთავაზობენ სესხად–ეს ახალი, მტკიცე მეგობრის ნიშანია, რომელიც გაამდიდრებს თქვენს ცხოვრებას

სეტყვა
სიზმარში სეტყვაში მოხვედრა უმნიშვნელო წარუმატებლობაა. თუ სეტყვა მზიან ამინდშია, ეს მიუთითებს დროებით წარუმატებლობაზე, მაგრამ ბედი კვლავ შემოგიბრუნდებათ. თუ ამ სიზმარს ქალი ხედავს, ე.ი. ის, რიგი წარუმატებლობის შემდეგ მოიპოვებს სიყვარულს. სეტყვის ხმა სახლის სახურავზე ძალიან ცუდი ნიშანია

სექტა
თუ სიზმარში სექტანტები დაგესიზმრათ, საქმეში წინდაუხედაობას გამოიჩენთ და შეყვარებულის მიმართაც გული გაგიცივდებათ. თუ თავად ხართ სექტის წევრი, ცხადში უარს იტყვით ძველ ნაცობებზე და ბედნიერების საძიებლად შორეულ ქვეყნებში მოგიწევთ წასვლა

სვირინგი
თუ გესიზმრებათ, რომ ტანი მოსვირინგებული გაქვთ, რაღაც უსიამოვნება გაიძულებთ, დიდი ხნით დატოვოთ საკუთარი სახლი. თუ სიზმარში სვირინგს სხვა ადამიანების კანზე ხედავთ, მალე ვიღაცის ეჭვიანობის მსხვერპლი გახდებით. თუ სიზმარში ვინმეს უკეთებთ სვირინგს–ზედმეტად ექსცენტრიული ქცევის გამო მეგობრების დაკარგვას ნიშნავს

სვლა
მოგზაურობა.

სიამოვნება, ტკბობა
სიზმარში საყვარელ ადამიანთან შეხვედრით ან სასიამოვნო სამუშაოთი გამოწვეული სიამოვნება, ლამაზი პეიზაჟით ტკბობა–გპირდებათ ასეთსავე სიხარულს ცხოვრებაში

სიარული ფეხსაცმლით
კარგია.

სიარული ფეხშიშველი
ცუდია.

სიარული( ფეხსაცმლით)
კარგია.

სიარული( ფეხშიშველი)
ცუდია.

სიასამური
წარმატება,პარივი,სიმდიდრე.

სიბეცე, ახლომხედველობა
თუ გოგონა ხედავს, რომ ახლომხედველია, ე.ი. მას მალე გამოუჩნდება ახალი კონკურენტი. ეს, ამავე დროს, შეიძლება ნიშნავდეს არასასურველი სტუმრის ვიზიტს

სიბნელე
სიმშვიდე და ბედნიერება.

სიბნელი
სიძნელეები,გაურკვევლობა.

სიბნელიდან სინათლეში გახვიდე
დიდი წარმატება.

სიბრმავე
იშვიათი განსაცვიფრებელი სანახაობა.

სიგარა
დროსტარება და ლოთობა.

სიგიჟე
თუ სიზმარში თქვენს თავს ხედავთ შეშლილად, ელოდეთ უსიამოვნებებს. შესაძლოა, ავად გახდეთ, რის გამოც ქონებას დაკარგავთ. თუ სხვებს ხედავთ ამ ავადმყოფობით, მაშინ ეს მიუთითებს მეგობრებისა და მომავლის იმედების ცვალებადობაზე. სიგიჟე სიზმარში ახალგაზრდა ქალისათვის ნიშნავს იმედგაცრუებას გათხოვებაზე

სიდრი
სიდრის დალევა ცხადში წარმატების ნიშანია. თუ სხვები სვამენ სიდრს, მეგობრები თქვენ მიმართ არაგულწრფელნი იქნებიან

სიზარმაცე
თუ სიზმარში თქვენ ზარმაცობთ და არაფერს აკეთებთ, გაფრთხილდით: შეიძლება მწარედ ინანოთ რაღაც საჭირო საქმეში დაშვებული შეცდომის გამო. თუ ახალგაზრდა გოგონა ასკვნის, რომ მისი რჩეული ზარმაცია, ძლიერ სქესთა წარმომადგენლებში წარმატება არ ექნება. თავისი საქციელით ის დააფრთხობს საქმროებს

სიზმარი
თუ გძინავთ სუფთა საწოლში, თქვენს ახლობლებთან სრული ჰარმონია შეგექმნებათ. თუ სიზმარში დაგეძინათ თქვენთვის მიუღებელ ადგილას, ცხადში ავადმყოფობა გელოდებათ. თუ დაგესიზმრათ, რომ პატარა ბავშვთან ერთად გძინავთ, თქვენი სიყვარული გაზიარებული იქნება და შექმნით შესანიშნავ ოჯახს.

სიზმარში არასასიამოვნო სიმღერები
მფლანგველობას ნიშნავს. სახუმარო სიმღერები მიანიშნებს, რომ მხიარულ საზოგადოებაში გართობა საქმეს დაგავიწყებთ. თუ თავად მღერით სახუმარო სიმღერას–გართობას მალე ჩაენაცვლებიან სირთულეები, რომელთა გადალახვაც თქვენ მოგიწევთ.

სიზმარში დაქორწინება
ღალატი.

სიზმარში თუ გაიგებთ ამბავს საიდუმლო საზოგადოების ხელმძღვანელის სიკვდილის შესახებ
საშინელი განცდები, რომელიც გელოდებათ, უახლოეს მომავალში მშვიდობიანად დასრულდება; მაგრამ თუ ხედავთ რომელიმე საიდუმლო საზოგადოების წევრებს ან თქვენ თვითონ შედიხართ მასში, ცხადში უბედურების აცილებაში მეგობრების ერთგულება დაგეხმარებათ.

სიზმარში თუ სახურავზე გძინავთ
სინამდვილეში მოგიწევთ თავდაცვა მტრებისა და ცრუ მეგობრების ხრიკებისაგან; ასევე, იქნებით ჯანმრთელი. სახურავის აშენება ან შეკეთება ასევე უდიდესი წარმატების საწინდარია

სიზმარში იმის განცდა, რომ თქვენმა სულმა სხვაში გადაინაცვლა
იმის მაუწყებელია, რომ მიიღებძთ ნუგეშსა და მხარდაჭერას უცნობისაგან, რომელიც ჯერ თქვენს ცხოვრბაში არ შემოსულა. თუ ახალგაზრდა მუსიკოსი ქალი ხედავს მეორე ქალს სცენაზე გამჭვირვალე ტანსაცმელში და მოეჩვენება, რომ ეს მისი სულია, ცხადში ის დაძლევს მისთვის ყვლაზე მნიშვნელოვან საქმეს. სიზმარში, რომელშიც თქვენ მსჯელობთ თქვენი სულის უკვდავების შესახებ, მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ გამოიყენებთ მდგომარეობას, რომელიც დაგეხმარებათ მიაღწიოთ სასურველ განათლებას და ინტელექტუალურ ადამიანთა საზოგადოებას.

სიზმარში სათითეს დაკარგვა ნიშნავს გასაჭირსა და სევდას
თუ დაგესიზმრათ ძველი დაჟანგული სათითე, გაფრთხილებაა–დაუფიქრებლად ნუ იმოქმედებთ. თუ სიზმარში იყიდეთ ახალი სათითე–მოულოდნელი შეხვედრა გაგახარებთ. თუ სათითე ვერ მოირგეთ თითზე, უბედურება გელით, მაგრამ მასთან გამკლავებაში დაგეხმარებიან.

სიზმარში სიზმარს ამბობდე
კარგია და სიხარული.

სიზმარში უცნობი, იდუმალი სახის ნახვა ნიშნავს
რომ თქვენ უბედურებისა და მტრების ტყვეობაში ხართ. თუ თქვენი სახის ანარეკლს ხედავთ სარკეში ე.ი. თქვენი დაუდევრობითა და მოუქნელობით კიდევ ერთხელ ვერ შეძლებთ დაწყებულის დამთავრებას და დაკარგავთ მეგობართა პატივისცემას

სიზმრები ხშირად იმაზე მეტყველებენ
თუ რა გამოცდა ელის ადამიანს და რითი დამთავრდება ყველაფერი. მაგრამ, ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს: ყველა თავად ქმნის თავის წარმოსახვაში სიკეთესა და ბოროტებაზე წარმოდგენას. ამიტომაც, სიზმარში აისახება ის, რასაც ჩვენ თავად საკუთარ "მე”–ზე ვფიქრობთ. სიზმარი თქვენი სულისა და სხეულის ასახვაა და მას ვერავინ გაექცევა, რადგან ყოველივე ეს, ჩვენი აზროვნების ნაყოფია.

სიკვდილი
თუ სიზმარში მომაკვდავს ხედავთ, განშორებასა და მწუხარებას ნიშნავს. სიზმარში თქვენი მეგობრის ან ნათესავის სიკვდილის ცნობა მასზე ცუდი ამბის გაგებას ნიშნავს. ასეთ სიზმრებს ადამიანები ხშირად შეცდომაში შეყავს. აქტიურად მოაზროვნე ადამიანები თავის აურაში ხშირად სუბიექტურ შთაბეჭდლებებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუმცა, მათი შთაბეჭდილებები ხშირად სხვა მნიშვნელობას იძენენ. შეიძლება დაგესიზმროთ რაღაც წარმოსახვები გარდაცვლილის სახით, ადამიანმა მათში შეიძება ახლობლებისა და საკუთარი თავის ნიშან–თვისებები ამოიცნოს.

სიკვდილი( დასჯილი იყო)
დიდი ბედნიერებაა.

სიკვდილი( დასჯის ყურება)
წყენა და უსიამოვნება,უსამრათლობა.

სიკვდილით დასჯა
სიზმარში სიკვდილით დასჯის ნახვა ნინავს, რომ თქვენ დაზარალდებით ვიღაცის გაუფრთხილებლობის გამო. თუ ნახეთ, რომ თქვენ თვითონ მიჰყავხართ დასასჯელად და მხოლოდ სასწაულმა გიხსნათ სიკვდილისაგან–იმის მაუწყებელია, რომ გაიმარჯვებთ იმ ადამიანზე, ვისაც თქვენთვის ბოროტება სურდა

სიკვდილის ემბლემა
თუ სიკვდილის ემბლემა დაგესიზმრათ, ცხადში კარგად უნდა აკონტროლოთ თქვენი ემოციები, ან თქვენი მტრები შეეცდებიან სულიერი წონასწორობა დაგაკარგვინონ. თუ ამ ნიშანს ხედავთ ანონიმურად გამოგზავნილ სამგლოვიარო შეტყობინებაზე, მოვლენები, რომლებიც საწყენი გეგონათ, თქვენთვის და თქვენი ახლობლებისათვის სასიკეთოდ შემობრუნდება

სილა
სიმდიდრე.

სილამაზე
სილამაზის ნახვა ნებისმიერი ფორმით–ძალიან კარგი სიზმარია. ლამაზი ქალი სიზმარში გპირდებათ კმაყოფილებასა და მატერიალურ უზრუნველყოფას. თუ გესიზმრებათ საყვარელი, ლამაზი ბავშვი, გექნებათ ორმხრივი სიყვარული და ბედნიერი კავშირი.

სილიოდკა
ვალის დაბრუნება.

სიმდიდრე, ფუფუნება
სიმდიდრე სიზმარში მოასწავებს წარმატებულ, თუმცა სარისკო შემობრუნებას თქვენს ცხოვრებაში. სიმდიდრის დასიზმრება ცხოვრებაშიც იგივეს ნიშნავს, მაგრამ, თუ თქვენს საქციელს არ დაუფიქრდებით, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების არასწორი წესი და ეგოიზმი ყველაფრის დაკარგვის მიზეზი გახდეს. თუ ღარიბი ქალი თავის თავს უსაზღვრო ფუფუნებაში ხედავს, ე.ი. მისი ცხოვრების პირობები უახლოეს პერიოდში შეიცვლება

სიმდიდრის ძებნა
მოტყუებული დარჩე.

სიმინდი
სიზმარში სიმინდის ტაროს გარჩევა ნიშნავს, რომ გელით წარმატება და კმაყოფილება. თუ ხედავთ, რომ სხვები არჩევენ სიმინდს–ნათესავების ან მეგობრების წარმატებით გამოწვეული სიხარულის მაუწყებელია

სიმსუქნე
თუ დაგესიზმრათ, რომ გასუქდით, თქვენ სასიამოვნო ცვლილებები გელით. მსუქანი ადამიანი სიზმარში გალაღებას გპირდებათ.

სიმუნჯე
უძლურება და მორჩილება.

სიმღერა, სიმღერები
თუ სიზმარში სიმღერა გესმით, ცხადში ნანატრი მეგობრისაგან ამბავს გაიგებთ ან ახალ ადამიანს გაიცნობთ. თუ თავად მღერიხართ, ხოლი გარშემო ნათელი და მხიარული ატმოსფეროა, ცხადში ეჭვიანობა შეგაწუხებთ და ფარისევლურად მოიქცევით. თუ სიზმარში სიმღერის დროს სევდიანი ნოტები ისმის, თქვენ მოვლენების მოულოდნელი ცვლილებებით გაკვირვებული დარჩებით.

სიმღერის მოსმენა
ინტიმური მეგობრობაა.

სიმშვიდე
სიმშვიდის შეგრძნება–ხანგრძლივ, მშვიდ ცხოვრებასა და ბედნიერ სიბერეს გიქადით

სინაგოგა
თუ თქვენ სინაგოგა დაგესიზმრათ, ე.ი. წარმატების გზაზე გავლენიანი მტრები გადაგეღობებიან. თუ სინაგოგის კედლებზე ადიხართ, ცხადში ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ. თუ სიზმარში ძველებურად ხელნაწერებს კითხულობთ, თქვენ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით, მაგრამ მისგან თავდაღწევას მოახერხებთ

სინათლე
სინათლის სხივი წარმატების ნიშანია. თუ სინათლე მოულოდნელად ჩაქრა, ცხადში იმედგაცრუება იმ საქმისგან გელით, რომელსაც დიდი ძალისხმევა შეალიეთ. გაურკვეველი სინათლე მცირეოდენ გამართლებას მოასწავებს

სინდისი
თუ სიზმარში სინდისის ქენჯნას გრძნობთ, ცხადში ფრთხილად იყავით: შეიძება რაღაც ცუდ საქმეებში ჩაგითრიონ. თუ სიზმარში გრძნობთ, რომ სინდისი სუფთა გაქვთ, ცხადში თქვენი ავტორიტეტი საკმაოდ ამაღლდება

სინესტე
სიზმარში სინესტის შეგრძნება კონკურენტებთან საშინელ დამარცხებას ნიშნავს

სირაქლემა
ეს სიზმარი თქვენ ფარულ არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს: ან ინტრიგების მოყვარული ხართ, ან ჩუმად აგროვებთ ფულს და გრცხვენიათ, რომ ამაში საკუთარ თავს მაინც გამოუტყდეთ. სირაქლემის სიზმარში დაჭერა–ცხადში სასიამოვნო მოგზაურობას ნიშნავს, რომელიც თქვენს ინტელექტუალურ დონეს საგრძნობლად აამაღლებს

სირბილი
დანაკარგი და სიღარიბე.

სირმა ნახო
ჯილდო მიიღო და დაწინაურდე.

სირცხვილი
შექება.

სისასტიკე
სიზმარში თქვენდამი გამოვლენილი სისასტიკე ნიშნავს, რომ გელით აღელვება და გაბრაზება. თუ სისასტიკეს გამოავლენს ვინმე სხვა–ე.ი. თქვენი ახლობლების წინაშე დააყენებთ გადაუჭრელ ამოცანას, რომელიც გაზრდის თქვენს დანაკარგს

სისიშვლე
ავადმყოფობა,უბედურება.

სისუსტე
სისუსტის გრძნობა სიზმარში–სულიერი აფორიაქების ნიშანია. ასეთი სიზმრის შემდეგ თქვენ ცხოვრებისეულ პრინციპებსა და ცხოვრების წესს უნდა გადახედოთ

სისხლი
მოულოდნელობა.

სისხლი ცხვირიდან მოგდიოდეს
ფულადი დანაკარგი.

სისხლიანი ტანსაცმლის ნახვა გაფრთხილებთ მტრების გამოჩენაზე
რომლებიც შეეცდებიან თქვენი კარგად დაწყებული კარიერის განადგურებას. გმართებთ სიფრთხილის გამოჩენა ახალი ნაცნობის გაჩენისას. ჭრილობიდან სისხლის დენა–ავადმყოფობა და შფოთია. თუ თქვენს ხელზე ხედავთ სისხლს–გელით წარუმატებლობა, თუ სასწრაფოდ არ მიიღებთ საჭირო ზომებს.

სისხლის გამოშვება
ცუდი ნიშანია, დაუძლურდები.

სიტყვა
წარმატება,სარგებელი,დიდი ჭირნახული მიიღო.

სიტყვაში გამოსვლა
სიზმარში მთავრობის წევრის გამოსვლის მოსმენა–მეგობრებთან ჩხუბს მოასწავებს. ვინმეს ოფიციალური სიტყვის განხილვა–საქმეში მოულოდნელი გართულების მომასწავებელია. თუ სიზმარში ვიღაცის სიტყვას იმეორებთ, ცხადში, დასახული მიზნის მისაღწევად, სერიოზულ წინააღმდეგობებს წააწყდებით

სიქაჩლე
მელოტი ადამიანის დასიზმრება მიგანიშნებთ, რომ ვიღაც თაღლითს თქვენი გეგმების ჩაფუშვა სურს. თუ ფხიზლად იქნებით, ის ამას ვერ შეძლებს. თუ კაცი ხედავს ქაჩალ ქალს–მას ეყოლება ანჩხლი ცოლი. მოტიტვლებული მთა ან ბორცვი მოასწავებს შიმშილსა და განსაცდელს. თუ ქალი სიზმარში ხედავს მელოტ მამაკაცს, დიდი გონიერების გამოჩენა დასჭირდება, რათა თავი აარიდოს ხელის თხოვნის არაგულწრფელ წინადადებას. ბავშვების უთმო თავები ნიშნავს, რომ თქვენ გელით ოჯახური ბედნიერება და სახლი–სავსე ფიალა

სიღარიბე
სიმდიდრე.

სიყვარული
სიზმარი საყვარელ ადამიანზე ნიშნავს კმაყოფილებას თქვენი ახლანდელი გარემოცვით. თუ სხვების სიყვარული გავსებთ ბედნიერებით–ცხოვრება გაგათავისუფლებთ ყოველდღიური ზრუნვისაგან. თუ სიზმარში ხვდებით, რომ სიყვარული გაქრა ან საპასუხო განცდას ვერ პოულობთ, თქვენ წინაშე დადგება კითხვა: შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი თუ გათხოვდეთ და თქვენი ბედი მას მიანდოთ.

სიშიშვლე
თუ გესიზმრებათ საკუთარი სიშიშვლე, არასასურველ ისტორიაში გაეხვევით. თუ სხვები გესიზმრებიან შიშვლები, ე.ი. თქვენი არაკეთილმოსურნენი ცდილობენ, სწორი გზიდან გადაგახვევინონ; ავადმყოფობამ შეიძლება ჩაგიშალოთ გეგმები.

სიცივე
თუ დაგესიზმრათ, რომ შეგცივდათ, თქვენს ჯანმრთელობას უნდა მიხედოთ

სიცილი
თუ სიზმარში იცინით, ბიზნესში წარმატება და საიმედო სქმიანი პარტნიორები გარანტირებული გაქვთ. ხმამაღალი, შეუკავებელი სიცილი სულიერი წონასწორობის დაკარგვას ნიშნავს, ბავშვების მხიარული სიცილი ჯანმრთელობასა და ბედნიერებას მოასწავებს. თუ სიზმარში სხვის უბედურებას დასცინით, ცხადში მიანიშნებს, რომ, თქვენი ეგოისტური მიზნების განსახორციელებლად, არაფრის წინაშე უკან არ დაიხევთ

სიცხე, ციებ–ცხელება
თუ სიზმარში გაქვთ ციებ–ცხელება, ცხადში ტყუილუბრალოდ კარგავთ ძალასა და ენერგიას, რადგან თქვენი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი გვერდს გივლით; ამიტომ, აუციელბელია თავი ხელში აიყვანოთ და იპოვოთ ღირსეული სამუშაო. თუ სიზმარში ხედავთ, რომ ოჯახში ვიღაცა ციებ–ცხელებითაა ავად, ცხადში ვიღაც ახლობელი ნამდვილად ავად გახდება

სიცხის გაზომვა
ფულის მოლოდინი.

სიძულვილი
თუ სიზმარში ვინმე გძულთ, ცხადშიც ასეთივე განცდა გექნებათ ამ ადამიანისადმი და, რაც მთავარია, თქვენ ამის საფუძველი გექნებათ.

სიძუნწე
თუ სიზამრში ძუნწი დაგესიზმრათ, ეს ნიშნავს, რომ სხვისი ეგოიზმის გამო თქვენ ბედნიერებასა და ნამდვილ სიხარულს ვერ შეიგრძნობთ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მისი შეყვარებული ძუნწია, ცხადში იგი თავისი ხასიათის მეშვეობით შეძლებს უფრო მდიდარი ადამიანის სიყვარულის მოპოვებას. თუ სიზმარში თავად ავლენთ სიძუნწეს, ეს საკუთარ თავზე გადაჭარბებულ წარმოდგენას ნიშნავს. თუ სიზმარში რომელიმე თქვენი მეგობარი ძუნწი გამოდგა, ცხადში ნათესავები ძალიან მოგაბეზრებენ თავს

სიწითლე
თუ გოგონას ესიზმრება, რომ იგი წითლდება, მას უსამართლოდ დასდებენ ბრალს. თუ სიზმარში სხვა ვინმე წითლდება, მალე იგი მეგობრების პატივისცემას დაკარგავს და დაცინვის ობიექტი გახდება

სიხარული
მწუხარებისა და შეჭირვების ნიშანია.

სიხარული სიზმარში
ცხადად სიხარულს ნიშნავს.

სკა
მოსაწყენი ნაცნობები.

სკამი
სასარგებლო მდგომარეობა საზოგადოებაში.

სკვერი, ბაღი
სკვერი სიზმარში ვიღაცის სასარგებლოდ თქვენი იმ გეგმების შეცვლას გულისხმობს, რომლებსაც დიდხანს ელოლიავებოდით და შესაძლოა ამან თქვენს ინტერესებს ავნოს

სკი პიდარი
სკი პიდარი–სამსახურში მოულოდნელ სირთულეებს ნიშნავს. თუ ქალს დაესიზმრა, რომ სკი პიდარით ვინმეს ჭრილობებს უმუშავებს, ცხადში იგი ბევრი ადამიანის კეთილგანწყობას მოიპოვებს

სკივრი( სავსე)
მოგებაა.

სკივრი( ცარიელი)
განაწყენება.

სკოლა
თუ დაგესიზმრათ, რომ სკლაში დადიხართ, თქვენ ლიტერატურული ნიჭი გაქვთ. თუ სიზმარში დაგესიზმრათ, რომ ბავშვობაში დაბრუნდით და სკოლაში დადიხართ, ბედის უკუღმართბა თქვენს სულში გააღვიძებს ბავშვობის იმ მოგონებებს, რომლებიც წარსულში ჩაიკარგა. თუ დაგესიზმრათ, რომ სკოლაში რაიმე საგანს ასწავლით, ცხადში მიდრეკილება გაგიჩნდებათ ჰუმანიტარული მეცნიერებებისადმი, მაგრამ მოვლენები თქვენი ოცნებების ახდენის საშუალებას არ მოგცემთ.

სმა (სპირტიანი სასმელების)
თუ სიზმარში სასმელი შემოგთავაზეს–სიმდიდრის გამო ჩხუბი გელოდებათ. თუ თქვენ ან თქვენმა ახლობელმა თავი დაანებეთ სმას, თქვენი საზოგადოებრივი მდგომარეობა გამოსწორდება და დიდი შემოსავალი გელით.

სოკო
თუ გესიზმრებათ სოკოები, ეს ნიშნავს არც თუ ისე კეთილგონივრულ სურვილსა და გაცხარებულ მცდელობას გამდიდრების მისაღწევად–თქვენ შეიძება გაგიტაცოთ საეჭვო კმაყოფილებამ, რაც სასამართლომდე მიგიყვანთ. სოკოსაგან მომზადებული საჭმელი თქვენს მაგიდაზე–დამცირება და სამარცხვინო სიყვარულია. ასეთი სიზმარი ქალს მოუწოდებს მომავალში თავისი ღირსების დაცვისაკენ

სოკო რომ მოაგროვო
ნიშანია სარგებლის.

სოკოს (დაკრეფვა ან ყიდვა)
ძალიან კარგია.

სოკოს ჭამა
ცუდია.

სორო
ჩაგვრა და კამათია.

სოუსი, საწებელი
სოუსის მირთმევა სიზმარში–ჯანმრთელობაში პრობლემებს მოასწავებს

სოფელი
სოფელში ყოფნა გპირდებათ ჯანმრთელობასა და უზრუნველყოფას. სიზმარში თქვენი ბავშვობის სახლის ნახვა სოფელში–მოულოდნელ, მაგრამ სასიამოვნო მოვლენასა და მეგობართაგან კარგ ამბავს ნიშნავს. მიტოვებული სოფლის ნახვა სიზმარში შიშისა და განცდის მაუწყებელია

სოფელი( ზამთარში ნახო)
სევდა და დარდია.

სოფელი( ზაფხულში ნახო)
სიხარულსა და კმაყოფილებას ნიშნავს.

სპექტაკლი, წარმოდგენა
თუ გოგონას დაესიზმრა, რომ წარმოდგენას უყურებს, მას სწორედ ისეთი ქორწინება ელის, როგორიც უნდოდა. თუ სიზმარში ნანახმა წარმოდგენამ გულგრილი არ დაგტოვათ, ეს მოულოდნელობების ნიშანია, თანაც არ არის აუცილებელი, რომ ისინი თქვენთვის უსიამოვნო აღმოჩნდეს

სპილენძი
ცუდია, ფრთხილად უნდა იყო

სპილენძი, თითბერი
სპილენძი და სპილენძის ნაწარმი მოასწავებს წარმატებულ და მყარ კარიერას, თუმცა, ამავე დროს, შესაძლებელია საკუთარი ძალებით დაეჭვება და არასწორი ნაბიჯის გაკეთების შიში

სპილო
თუ სიზმარში სპილოზე ზიხართ და მიდიხართ, ეს დიდძალ ქონებასა და გარშემომყოფთაგან დამსახურებულ პატივისცემაზე მიუთითებს. თქვენ მაღალი ავტორიტეტი გექნებათ როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში. სპილოების ჯოგი მიუთითებს თქვენს განსაკუთრებით მყარ მდგომარეობაზე, სიზმარში სპილოს მოშორებით ნახვა მიუთითებს თქვენს განსაკუთრებულ სიკეთესა და საზოგადოების თვალში მაღალ ავტორიტეტზე

სპილო ნახო
უძრავი ქონების შეძენა.

სპილოს ძვალი
სპილოს ძვლის ანწარმი უსიამოვნებებია, მაგრამ ეს თქვენს სიხარულს ვერ შეასუსტებს

სპირტი( დალიო)
სულის სნეულებაა.

სრიალი
სიზმარში სრიალი საქმეებში გაცრუებას ნიშნავს. შეყვარებულებს ეს სიზმარი ღალატს უქადის. თუ დაგესიზმრათ, რომ ხალახიან ციცაბოზე სრიალებთ, თქვენ ცრუ დაპირებებით მოგატყუებენ

სროლა( აცდენა)
წარუმატებლობა.

სროლა( მოხვედრა)
წარმატებაა.

სტამბა
დიდი მნიშვნელოვანი აღმოჩენა.

სტაფილო
მონაგები,იღბალი და საქმეში გამარჯვება.

სტვენა
თუ სიზმარში სტვენა გესმით, ცხადში არასასიამოვნო ამბავს გაიგებთ, რომელიც გეგმების შეცვლას და გართობაზე უარის თქმას გაიძულებთ. თუ თავად უსტვენთ სიზმარში, ცხადში სასიამოვნო მოულოდნელი თავგადასავალი გელოდებათ. ქალისთვის ეს სიზმარი იმაზე მიანიშნებს, რომ თავისი თავქარიანობის გამო შესაძლებელია ისეთი შემთხვევა გაუშვას ხელიდან, რასაც მთელი გულით ელოდა. თუ დაგესიზმრათ ისეთი პიროვნება, რომელიც რაღაც მელოდიის მოტივს ხმამაღლა უსტვენს, თქვენს მიმართ გარშემომყოფთა დამოკიდებულება უარყოფითისაკენ შეიცვლება

სტუმრად დაპატიჟება
რაიმეს დაკარგვა.

სტუმრები
კამათი,შური და სიძულვილია.

სტუმრის მიპატიჟება და მიღება
სიხარულია.

სტუმრის მოპატიჟება და მიღება
სიხარულია.

სუდარა
ახლობლის სიკვდილს მოასწავებს.

სული
თუ სიზმარში ხედავთ, რომ თქვენი სული ტოვებს სხეულს, ე.ი. თქვენ იმყოფებით ხიფათში, ვინაიდან თავს მსხვერპლად სწირავთ უსარგებლო გეგმებს, რომლებიც ვნებენ თქვენს პატიოსნებას და გაიძულებენ იყოთ გულქვა და ძუნწი. თუ მხატვარს დაესიზმრა, რომ მისი სული გადავიდა სხვა სხეულში, ის მიაღწევს პოპულარობას, თუ თავს მთლიანად შეწირავს სამუშაოს.

სუნამო
ახალი ცხოვრება.

სუნთქვა
ვიღაცის სუფთა და წყნარი სუნთქვის მოსმენა ნიშნავს ღირსეულად მოქცევას და ბიზნესში წარმატებას. ავადმყოფის არაჯანმრთელი სუნთქვა–ავადმყოფობა და თქვენი მოწინააღმდეგის ხრიკებია. თუ თქვენ სული გეხუთებათ, ე.ი. წარუმატებლობა გისაფრდებათ იქ, სადაც თქვენ წარმატება გარანტირებული გქონდათ.

სუნი( სასიამოვნო)
დაგიცავენ.

სუნი( უსიამოვნო)
მეგობართან ჩხუბი.

სურა, დოქი
გამჭვირვალე სითხით სავსე დოქების დასიზმრება იმის ნიშანია, რომ თქვენს კეთილდღეობაზე მარტო თქვენ არ ზრუნავთ. ძველებურად გარშემორტყმული იქნებით ერთგული მეგობრებით, რომელთაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ ბოლომდე. ცარიელი დოქები მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენი საქციელი მეგობრებს დაგაკარგვინებთ.

სურათები
პირფერი მეგობრები.

სურათი, ნახატი
თუ სიზმარში ხედავთ სურათს–გელით მტრობა და ტყუილი თანატოლისაგან. თუ სიზმარში თავად ხატავთ სურათს, მოგიწევთ მონაწილეობის მიღება საეჭვო და სარისკო საქმიანობაში. თუ თქვენ სიზმარში გააფუჭეთ სურათი, ე.ი. გაპატიებენ ნებისმიერი საშუალების გამოყენებას საკუთარი უფლების დასაცავად.

სურათის ყიდვა
უნაყოფო თამაშია ბირჟაზე. სიზმარში გენეალოგიურ ხეზე თქვენი პორტრეტის ნახვა, რომელიც თითქოს ხან ჩნდება, ხან იკარგება, გალაღებისა და კმაყოფილების პერსპექტივაა, მაგრამ, ამავე დროს, მეგობრულ ურთიერთობებში იმედგაცრუებისა, აგრეთვე, შეუთანხმებლობისა იდეებისა და გეგმების განხორციელებისას.

სურო
სურო ხეებზე და სახლის კედლებზე ნიშნავს ჯანმრთელობასა და სიხარულს. ახალგაზრდა ქალისთვის სურო დამსახურებული წარმატების ნიშანია მომავალში. სურო მთვარის შუქზე–საიდუმლო შეხვედრას ნიშნავს. გამხმარი სურო ნიშნავს, რომ ნიშნობა არ შედგება და თქვენ სევდა გელით

სურო ( წყლიანი)
წარმატება ,სასარგებლო საქმე,მოგება.

სურო( ცარიელი)
დანაკარგი.

სუსტი ძროხა
დაკარგვაა.

სუფრა, მაგიდა
სადილისათვის გამზადებული სუფრა სასიამოვნო ნაცნობობის ნიშანია. ცარიელი ან გაცრეცილი გადასაფარებლით გაწყობილი სუფრა ჩხუბსა და ოჯახურ უსიამოვნებებს მოასწავებს. თუ სიზმარში სუფრას ალაგებთ, სიხარულსა და სიმშვიდეს მწუხარება და უინტერესო ცხოვრება მოჰყვება. თუ თქვენ ზიხართ ცარიელ სუფრასთან, მალე ისეთ დამოუკიდებლობას მიაღწევთ, რომ თქვენ არავისი აღარ შეგშურდებათ.

სუფრის მოწყობილობა, დანა–ჩანგალი
დანა–ჩანგალი ნიშნავს, რომ სახლის საქმიანობა სიხარულსა და კმაყოფილებას მოგიტანთ. თუ დაგესიზმრათ, რომ დაგეკარგათ სუფრის მოწყობილობა, ცხადში რაიმე ცუდ საქციელს მოგაწერენ. თუ სიზმარში კოვზი ან სხვა რაიმე ნივთი მოიპარეთ, შეეცდებით წვრილმანი შენიშვნებით ახლობლებს ცხოვრება გაუმწაროთ. გატეხილი ან ჭუჭყიანი სუფრის მოწყობილობა დანაკარგისა და უბედურების მომასწავებელია. სუფთა სუფრაზე ლამაზად დაწყობილი ჭურჭელი ცხადში დღესასწაულზე მხირულებას გიქადით, რომელსაც თქვენი ბედის შეცვლა შეუძლია

სქელი თმები
შეძენა.

სქელი წვერი
შეძენა.

სქესობრივი კავშირი
ჩავარდნები,წინააღმდეგობები,,შეფერხება საქმეში,მგზავრობაში.

სწავლა( რაიმესი)
დიდება,წარმატება,სიმდიდრე.

სწორი გზა
გამართლება.

სხვენი
ახალ საქმეზე ხელის მოკიდება.

სხვენი, მანსარდა
თუ სიზმარში სხვენზე აღმოჩნდით, ე.ი. თქვენს იმედებს ასრულება არ უწერიათ. თუ გოგონას ესიზმრება, რომ მანსარდაში ძინავს, ცხადში მის მიერ არჩეული საქმიანობა კმაყოფილებას არ მოუტანს.

სხივი
ბრწყინვალე მომავლის ნიშანია.

სიზმარი — ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური შინაარსებისა, უმთავრესად თვალსაჩინო წარმომადგენებისა, რაც ძირითადად უნებლიე ფანტაზიის ობიექტური სინამდვილით შეუზღუდავი გამოვლინებაა (ძილში სიზმრის შინაარსს სუბიექტი რეალობად განიცდის). ზოგჯერ სიზმარს პირველ ბიძგს აძლევს ან მის შინაასში ჩაერთვის რეალური გამღიზიანებლით გამოწვეული შეგრძნებები. ამაზეა დამყარებული სიზმრის ექსპერიმენტული გამოწვევა სუსტი ოპტიკური, აკუსტიკური ან შეხებითი გამღიზიანებლებით, ფანტაზიის გამოვლენის ტოპირი ფორმები განსაკუთრებით ფართოდ ვლინდება გაბმულშინაარსიან სიზმარში, ზოგჯერ კი ალეგორიული მნიშვნელობის წარმოდგენათა სახითაც. ასეთ სიზმარში უნებლიე ფანტაზიას აამოქმედებს ხოლმე ცხოვრებაში დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება (ორგანული ან მაღალპიროვნული).

Related Articles

50 Comments

      1. Კბილების ჩმოცვენა არც ტკივილი არც სისხლი რას ონიშნავს,მადლობა

    1. სარკიან კარადაში რომ იხედები და დაქარგული ქვედა ბოლო გაცვია რას ნიშნავს

        1. წყალში მთელი სახლის სიზმარი შეიძლება მოტივირებული იყოს ემოციების ან ზეწოლის გრძნობით. წყალი ხშირად სიმბოლურად მიიჩნევა ემოციების, ქაოსისა და ცვლილებების მატარებლად. თუ შენ და შენი ოჯახი წყალში ხართ, ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ თქვენ ნერვიულობთ რამეზე, რაც ოჯახურ ურთიერთობებზე ან სახლში გავლენას ახდენს. ასევე, ეს სიზმარი შეიძლება ნიშნავდეს საჭიროებას, რომ გააქტიუროთ, რისი დაფიქსირებაც გსურთ. როგორ ფიქრობ, შეიძლება რაიმე მსგავს სიტუაციაში მოხვედრილი ყოფილიყავი?

    2. მკვდარი ყვავილები ხშირად სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს, მაგალითად, დაკარგულ და დაღლილობას, წარსულს ან რაღაცის დასრულებას. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ რაღაც, რაც ადრე მნიშვნელოვანი იყო, ახლა აღარ გაქვს ან უნდა გაუშვა. ასევე, ეს სიზმარი შეიძლება მოითხოვდეს ყურადღებას იმ საკითხებზე, რომლებიც შიდა მდგომარეობას და ემოციებს უკავშირდება.

    1. სამი ცალ ჩურჩხელა სიზმარში შეიძლება სიმბოლურად გამოიკვეთოს ჯანმრთელობა, სიმდიდრე ან გართობა. ჩურჩხელა, როგორც ტრადიციული და გემრიელი საკვები, შეიძლება მიუთითებდეს კარგ ურთიერთობებზე, კავშირებზე და სიხარულზე. უცხო ქალი, რომელიც გთავაზობს მათ, შეიძლება ნიშნავდეს ახალი შესაძლებლობების ან გამოცდილებების მიღებას, რაც შეიძლება სასიამოვნო და სახალისო იყოს.

  1. ახლობელმა ნახა სიზმარში, რომ ხელში აყვანილი სახლამდე მომიყვანა. რას უნდა ნიშნავდეს?

    1. სიზმარი, რომელშიც ახლობელს შენ ხელში აყვანილი ჰყავხარ, შეიძლება სიმბოლურად იყოს დაკავშირებული მხარდაჭერასთან, უსაფრთხოებასა და სიყვარულთან. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ახლობელი შენზე ზრუნავს. შესაძლოა, ეს სიზმარი ასახავს იმას, რომ მასზე შეგიძლია დაეყრდნო და მზადაა შენთან ერთად იყოს რთულ სიტუაციებში.

        1. მკვდარ ადამიანთან წოლა სიზმარში ხშირად ძლიერ ემოციურ გამოცდილებას ასახავს. ეს შეიძლება აღნიშნავდეს დახურვას, დაკარგვას ან ტრავმულ გრძნობას იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. ასევე, ასეთი სიზმარი შეიძლება მიუთითებდეს იმას, რომ გრძნობ რაღაც არასრულებულობას ან რომ უნდა გაუშვა რაღაც წარსულიდან.

          ამგვარი სიზმრები შესაძლოა მეტად პირადული იყოს და საჭიროებს უფრო ღრმა ანალიზს იმის მიხედვით, როგორ გრძნობ თავს ამ ადამიანთან და რა მოგონებები გაწვდოს.

      1. სიზმარში ქვაბით საჭმლის გადაზიდვა სხვადასხვა რამეზე მიუთითებს. ხშირად ეს შეიძლება სიმბოლურად განისაზღვროს როგორც ზრუნვა და მზრუნველობა სხვების მიმართ, ან შეიძლება ნიშნავდეს თქვენი პირადი საჭიროებების დაკმაყოფილებას. ასევე, ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ თქვენ რაღაც მნიშვნელოვანს ან იმედიანს ეძებთ თქვენს ცხოვრებაში.

        თუ საჭმელი ხილი, წვნიანი ან რაიმე სხვა კონკრეტული რამეა, ეს დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით: მაგალითად, ხილი შეიძლება დაკავშირებულ იყოს სიამოვნებასა და სიკეთესთან, ხოლო წვნიანი — სითბოსა და კომფორტთან. ზოგადად, მნიშვნელობა თქვენს პირად კონტექსტზე და ემოციებზეა დამოკიდებული.

      1. ბევრი მანქანა ეზოში სიზმარში შეიძლება სიმბოლურად მიუთითებდეს ურთიერთობების, შესაძლებლობების და მოძრაობის სიმრავლეზე. ეს შეიძლება ასახავდეს სოციალურ აქტივობებს, სტუმრობას ან ცვლილებებს, რომლებიც შენს ცხოვრებაში ხდება.

        თუ მანქანები კარგად გამოიყურებიან და წესრიგში არიან, ეს შეიძლება მიუთითოს დადებითი ურთიერთობების და კომუნიკაციის ხარისხზე. თუმცა, თუ სიტუაცია ქაოტურია, ეს შეიძლება აღნიშნავდეს გადატვირთულობას ან ემოციების არასასიამოვნო მდგომარეობას.

        როგორ გრძნობ თავს ამ სიზმარში, და არის თუ არა რაიმე კონკრეტული სიტუაცია, რაც ამ ავტომობილების სიმრავლეს უკავშირდება?

    1. ტილები სიზმარში ხშირად სიმბოლურად ასახავს გარკვეულ ქაოსს, დაძაბულობას ან გაუმართაობას. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ცხოვრებაში გრძნობ რა თქმა უნდა, რომ რაღაცები არ ვარგა ან არ აკმაყოფილებს.

      ტილები ასევე შეიძლება იყოს სიზმარი, რომელიც იწვევს რაღაცის შეცვლის სურვილს. თუ ტილები შენთვის უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს, ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ შენ უნდა გაამიჯნო საკუთარ ემოციებს ან სიტუაციებს, რომლებიც გიჭირს.

    1. ბევრი ავტომობილი სიზმარში შეიძლება სიმბოლურად მიუთითებდეს მოძრაობაზე, პროგრესზე და სხვადასხვა არჩევანზე, რომელიც გაქვს ცხოვრებაში. ავტომობილები ხშირად ასახავენ შენი მიზნების მიღწევის გზებს და იმით, როგორ აფასებ საკუთარ მოგზაურობას.

      თუ ავტომობილები რიგში არიან ან ქაოსურად მოძრაობენ, ეს შეიძლება წარმოაჩინოს ცხოვრების არეულობა ან საჭიროება, რომ გააკეთო გარკვეული გადაწყვეტილებები. ასევე, შეიძლება იყოს სოციალური ურთიერთობების სიმბოლიზაცია, რაც იწვევს განსხვავებულ გამოცდილებებს.

    1. ნიანგის ჭამა სიზმარში ხშირად აზრს ასახავს, რომელიც დაკავშირებულია ცვალებადობას, გამოწვევებს ან ემოციების კონტროლს. ეს შეიძლება გულისხმობდეს რომელი სფეროში გაქვთ შიში ან საფრთხე, რომელსაც უნდა გაუმკლავდეთ. ზოგიერთ კულტურაში ნიანგი სიმბოლოა ინტუიციისა და სიღრმეების, ამიტომ მისი ჭამა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ უნდა გამკლავდეთ თქვენს შიშებს ან ემოციებს, რათა მიღწიოთ განვითარება.

    1. სიზმარში გათავება სხვადასხვა მნიშვნელობით შეიძლება იყოს. ზოგადად, ეს შეიძლება აღნიშნავდეს გარკვეულ ემოციებს, სურვილებს ან ინტერაქტივობის სურვილს. თუ სიზმარში ეს სიტუაცია სტრესულია, შეიძლება მიუთითებდეს შიშებზე ან დაუკმაყოფილებელ სურვილებზე. ასევე, თუ სიზმარი სასიამოვნოა, შესაძლოა ახსნას, რომ ადამიანი ეძებს ახალ გამოცდილებებს ან თავისუფლებას. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სიზმარი ინდივიდუალური და პირადი არის, ამიტომ მისი მნიშვნელობა ხშირად პიროვნულ კონტექსტზეა დამოკიდებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button