ახალი ამბებიინტერნეტი / სოც მედია

Tinder U – Tinder-ის ახალი სერვისი მხოლოდ სტუდენტებისთვის

Tinder-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ უშვებს ახალ ვერსიას სახელწოდებით Tinder U, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ სტუდენტებისთვის. ამ ფუნქციით სარგებლობისთვის მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართი .edu სუფიქსით და გეოგრაფიულად დაკავშირებული უნდა იყვნენ საუნივერსიტეტო ქალაქის მდებარეობასთან. ფუნქციები ჩვეულებრივი Tinder -ის ანალოგიურია, თუმცა სამომხმარებლო ინტერფეისი შედარებით სხვაგვარად გამოიყურება: მომხმარებლის პროფილის მთავარ გამოსახულებაზე აღნიშნული იქნება უნივერსიტეტის სიმბოლური გამოსახულება.

სერვისი ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ის ოთხწლიან, აკრედიტებულ, არაკომერციულ სასწავლებლებში – აცხადებს Tinder-ი. Match Group-მა (რომლის შვილობილიცაა Tinder-ი), ეს სიახლე დააანონსა თავისი კვარტალური შემოსავლების ანგარიშში რამოდენიმე კვირის წინ, ასევე განაცხადა, რომ კომპანიის შემოსავლების დიდი წილი Tinder-ზე მოდის.

ადვილად მისახვედრია, რატომ გადაწყვიტა Tinder-მა კონკრეტულად სტუდენტებზე გაემახვილებინა ყურადღება. ცნობილია, რომ სტუდენტები რეგულარულად იყენებენ აპლიკაციას ხალხის გასანობად და შეხვედრებისთვის, ასე რომ მომხმარებლების სეგმენტებად დაყოფა და მეტად ცენტრალიზებული ყურადღების მიპყრობა კამპუსის ცხოვრებაზე მეტ მნიშვნელობას შეიძენს. Tinder-ის მარკეტინგი იდეალურ სერვისს ქმნის მეგობრის/თანამოაზრის საპოვნელად, როგორც სწავლის, ასევე გართობის მიზნით. გარდა ამისა, თუკი Tinder-ი შეძლებს ახალი 18-წლიანი სამომხმარებლო ბაზის შექმნას, შეძლებს ისინი მალევე აქციოს კომერციულ მომხმარებლებად. ანალოგიური სტრატეგია გამოიყენა Facebook-მა პირველად გაშვებისას – მათ მოითხოვეს ელ.ფოსტის მისამართი .edu სუფიქსით, რათა შეეგროვებინათ ლოიალური ფოლოუერები კოლეჯებიდან იქამდე, სანამ პლატფორმა საჯაროდ გაეშვებოდა რამდენიმე წლის შემდეგ.

Tinder U-ს გამოყენება გააერთიანებს სტუდენტებს, მიუხედავად იმისა, სწავლობენ თუ არა ერთსა და იმავე სასწავლებელში. ასე რომ, ნიუ-იორკში მცხოვრებ პირსაც ექნება დაკავშირების შესაძლებლობა ფორდჰემის ან კოლუმბიის უნივერსიტეტთან და ა.შ. theverge-მასს დამატებითი ცნობებისთვის კითხვებით მიმართა Tinder-ს, და გვაცნობებს, როგორც კი პასუხი იქნება მიღებული.

Source
overclockers.geoverclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button