ბიზნესიტექნოლოგია

Google-ის დრონებით საკვების მიტანის სერვისი

ჰოლდინგი Alphabet-ი აგრძელებს დრონებთან დაკავშირებული პროექტის – Project Wing-ის განვითარებაზე მუშაობას. მცირე ხნის წინ კომპანია შეუთანხმდა ავსტრალიის ხელისუფლებას, რომ კანბერაში ჩაეტარებინა თავისი უახლესი დრონების გამოცდა. საფრენ აპარატებს, რომლებიც მცირე ზომის თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ჰიბრიდს მოგვაგონებს, გადააქვთ ყავა, კვების პროდუქტები, მედიკამენტები და მცირე ნივთები იმ მომხმარებლებთან, რომლებიც ჩართულნი არიან ტესტირებაში.

როგორც The Wall Street Journal იტყობინება, კანბერის მაცხოვრებელთა უმეტესობა მეტად კმაყოფილია სერვისით. მომხმარებლებს შეუძლიათ სმარტფონით შეუკვეთონ ახლადმომზადებული ყავა ან კერძი რესტორნიდან და მიიღონ შეკვეთა რამოდენიმე წუთში. Alphabet-ის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და კარგად განვითარებული მიტანის სერვისი, რომელიც სრულიად ავტონომიური დრონებით ხორციელდება. იგი ამავე დროს ახლოსაა სრულფასოვან კომერციულ სერვისებთან. შესაძლოა დღესდღეობით ამგვარი სერვისები არამომგებიანია, მაგრამ მფრინავი მანქანების განვითარების პერსპექტივაში საკმაოდ ოპტიმისტურად გამოიყურება.

განხორციელებული 2000 ფრენიდან მხოლოდ ხუთჯერ დაეშვნენ დრონები ვადაზე ადრე, ავარიის შემთხვევა კი საერთოდ არ დაფიქსირებულა. თუმცა არის მეორე მხარეც: როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოა ტესტირებებით და ორგანიზაციაც კი ჩამოაყალიბეს: „ბონიტონი დრონების წინააღმდეგ“. (Bonython Against Drones, BAD). (ბონიტონი დედაქალაქ კანბერას ერთ-ერთი რაიონია). ორგანიზაცია ტესტირებების შეწყვეტის მოთხოვნით გამოდის. 

image.jpeg

უკმაყოფილებას ძირითადად იწვევს ძლიერი ხმაური, რომელსაც დრონები გამოსცემენ. ეს განსაკუთრებით იგრძნობა არასამუშაო დღეებში, რადგან ამ პერიოდში შეკვეთების რაოდენობა იმატებს. Project Wing-ი მუშაობს ხმის პრობლემის მოგვარებაზე. 

image.jpeg

და კიდევ ერთი მიზეზი უკმაყოფილებისთვის: BAD-ის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ პრივატულობის დარღვევის რისკის გამო, რადგანაც დრონებზე კამერებია განთავსებული: რა კადრებს ჩაიწერს? სად მიდის და ინახება ჩანაწერები? Project Wing-ის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დრონებზე დაყენებული კამერები მეტად დაბალი გაფართოების მქონეა და ისინი მხოლოდ სანავიგაციო კონტროლისთვისაა განკუთვნილი. არანაირი მონაცემის ტრანსლირება არ ხდება რეალურ დროში, შავი ყუთიდან ამოღებული ინფორმაცია კი მხოლოდ რაიმე ხარვეზის მოსაგვარებლად გამოიყენება.  

image.jpeg

მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად პროექტი გაჩერებას არ აპირებს: უახლოეს პერიოდში კომპანია გეგმავს მიტანის სერვისის გაფართოებას და აპირებს ფინეთშიც მოახდინოს მისი გამოცდა. 

image.jpeg

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button