გამონათქვამებიგამორჩეული ადამიანებიმოტივაციასაზოგადოებასურათებიფაქტები

122 წლის და 164 დღის სიცოცხლის საოცარი ისტორია

იცნობდეთ ჟანა ლუიზა კალმანს.  ამ ქალბატონმა იცოცხლა 122 წელი და 164 დღე.

ახალგაზრდობა სულის მდგომარეობაა და არა სხეულის. ამიტომ მე ისევ გოგონა ვარ, უბრალოდ უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში ცუდად გამოვიყურები

ჟანა ლუიზა კალმანმა სამართლიანად მოიპოვა თავისი სქესის უხუცესის ტიტული.

ჟანა ლუიზა კალმანი 1875 წლის 21 თებერვალს დაიბადა საფრანგეთში, ქალაქ ორლოში. და 1997 წლის აგვისტოში გარდაიცვალა. მას ოფიციალურად მიაკუთვნეს მსოფლიო რეკორდი ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლის გამო.  “ასე მგონია, რომ სიცილისგან გარდავიცვლები…”  ვარაუდობდა ხოლმე მოხუცი და როდესაც იგი გარდაიცვალა, იცინოდა

ჟანა კალმანი არისტოკრატთა ოჯახში დაიბადა. 21 წლისა იგი შორეულ ნათესავს გაყვა ცოლად.

ეს საოცარი ქალი ყველაფერს ხუმრობით უდგებოდა და ყოველი დღით ტკბებოდა. ისეთი საინტერესო ცხოვრება ჰქონდა, რომ სიკვდილსაც კი არ უნდოდა მისი წაყვანა.

როდესაც შეეკითხნენ, თუ რაში იყო მისი დღეგრძელობის საიდუმლა, მან უპასუხა:

ალბათ, იმაში რომ მე არასდროს არ მიმუშავია.”

კალმანს სჯეროდა, რომ იუმორით, მობილურობითა და კარგი მომნელებელი სისტემის დახმარებით ის დიდი ხნის განმავლობაში იცხოვრებდა .

ახალგაზრდობაში ჟანა ვან გოგსაც კი შეხვედა და მასზე თქვა: ის იყო ბინძური, ცუდად ჩაცმული და პირქუში…”

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იგი იღბლიანი იყო დაენახა პირველი აღმოჩენები: პირველი ავტომობილი, კინოთეატრი, უჟანგავი ფოლადი, ტელევიზია და პირველი თვითმფრინავები. ეს არ არის ყველაზე  საოცარი მოვლენები მის ცხოვრებაში. ცამეტი წლის ასაკში, ჯეინს შესაძლებლობა ჰქონდა და  ვან გოგისაც შეხვდა. ამაზე ზემოთ მოგახსენეთ, რომ არ მოეწონა.  ხოლო, როცა ეიფელის კოშკი ააგეს, ის 14 წლის იყო.

ბედის ირონიით, ჟანამ თავისი ყველა ახლობლის გარდაცვალება გადაიტანა, მშობლების, ქმრის, შვილების და შვილიშვილებისაც კი, ამიტომ მას მემკვიდრეები არ დარჩენია. ამის გამო მან 90 წლის ასაკში დადო ხელშეკრულება 47 წლის ადვოკატთან რის საფუძველზეც მისი სახლი სიკვდილის მერე დარჩებოდა ადვოკატს, სამაგიეროდ ადვოკატი მას ყოველთვიურად გადაუხდიდა 10 წლის მანძილზე იმდენს რაც სახლის ფასს შეადგენდა. მაგრამ ადვოკატი არათუ უხდიდა 30 წლის მანძილზე, არამედ თავად გარდაიცვალა 77 წლის ასაკში და ფულის გადახდა მის ქვრივს მოუწია.

115 წლისა ფილმში როლზე დაამტკიცეს, 121 წლის ასაკში კი მონაწილეობა მიიღო გადაცემაში “დედამიწის დიასახლისი”. პლანეტის დიდი ბებია ცხარე სანელებლების და კერძების მოყვარული იყო მე შეყვარებული ვარ ღვინოზე  უყვარდა ხოლმე თქმა.  

სიგარეტის მოწევას მხოლოდ იმის გამო დაანება თავი, რომ თავს ცუდად გრძნობდა, მხედველობა დააკლდა და უხერხულად გრძნობდა თავს, როცა ყოველ წუთს სხვას სთხოვდა, მოეკიდებინა მისთვის.

120 წლის იუბილეზე როცა ჰკითხეს, როგორი იქნება მომავალი?

 უპასუხა:  „- ძალიან მოკლე..“

ჟანა ლუიზა კალმანსის მიღწევები:

კალმანმა გადაიტანა 2 მსოფლიო ომი

 17 პრეზიდენტი

 ხანძარი საკუთარ სახლში

შეხვდა ვან გოგს.

85 წლის ასაკში ისწავლა ფარიკაობა.

85 წლის ასაკში ის ცხენოსნობით იყო გატაცებული

100 წლისა პირველად დაჯდა ველოსიპედზე

114 წლის ასაკში ჟანა ფილმში გადაიღეს

115-სამ თეძოს ოპერაცია გაიკეთა

115 წლისა ფილმში როლზე დაამტკიცეს

117 წლისამ თავი დაანება სიგარეტის მოწევას.

121 წლის ასაკში კი მონაწილეობა მიიღო გადაცემაში “დედამიწის დიასახლისი”

მადამ ჟანას გამონათქვამები..

  • მე ბებერი ვიყავი უკვე ასი წლის უკან.
  • ახალგაზრდობა – ეს სულის მდგომარეობაა და არა სხეულის. ამიტომაც მე ჯერ კიდევ გოგონა ვარ, უბრალოდ, უკანასკნელი 70 წელია ცუდად გამოვიყურები.
  • უდიდესი სურვილი მაქვს სიცოცხლის და მაქვს კარგი მადა.
  • მე ერთი ნაოჭი მაქვს და იმაზეც ვზივარ.
  • მე ღვინოზე ვარ შეყვარებული.
  • ღმერთს დავავიწყდი!
  • მგონია, რომ სიცილისგან გარდავიცვლები.

ჟანა კალმანი (1875 – 1997)

ARLES, PROVENCE-COTE D’AZUR, France — JEANNE CALMENT, THE WORLD’S OLDEST PERSON — Image by © CORBIS SYGMA

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button