ახალი ამბებიინტერნეტი / სოც მედიატექნოლოგია

Instagram-ზე შესაძლებელი იქნება ერთდროულად რამოდენიმე ექაუნთიდან პოსტვა

Instagram-ს ემატება შესაძლებლობა –  გამოაქვეყნოთ პოსტები ერთდროულად რამოდენიმე პროფილიდან –  ინფორმაციას ადასტურებს კომპანიის წარმომადგენელი TechCrunch-თან საუბრისას. ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება iOS-ზე, თუმცა არაფერია ცნობილი როდის გამოჩნდება იგი, ან საერთოდ თუ გამოჩნდება Android-ზე. 

ახალი ფუნქცია  – “self-regram” –  გამოჩნდება პოსტის გაზიარების წინ. დათაგვისა და ლოკაციის მოსანიშნ საშუალებებთან ერთად გამოჩნდება „Post to Other Accounts“, რისი მეშვეობითაც შეძლებთ გადაერთოთ იმ ექაუნთზე, საიდანაც გსურთ პოსტის გაზიარება. ახალი ფუნქციის წყალობით დრო უფრო ეკონომიურად იქნება გამოყენებული, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მართავს ერთდროულად რამოდენიმე ბიზნეს-ანგარიშს. აგრეთვე, დღესდღეობით საკმაოდ პოპულარულია რამოდენიმე პირადი ექაუნთის გამოყენება. ახალი ფუნქციით კი დროს დაზოგავთ. 

Instagram-ი აგრეთვე ახდენს Android-shortcut-ის ტესტირებას – Google-დან ფოტოების იმპორტისთვის. „მომხმარებლებს აქამდეც შეეძლოთ Google-ფოტოების გაზიარება Android-ზე, აცხადებს კომპანიის წარმოამდგენელი. „ ამჯერად კი ვახდენთ ამ პროცესის გამარტივებას“. 

Instagram-ზე ჯერჯერობით არ არის მითითებული, როდის დასრულდება და გახდება ხელმისაწვდომი iOS self-regram ფუნქცია, თუმცა ზოგიერთ მომხმარებელთან იგი უკვე ხილვადია.  

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button