ახალი ამბებიტექნოლოგია

ჩინეთში შექმნეს აპლიკაცია, რომელიც რუკაზე მევალეების მდებარეობას აჩვენებს

სახელმწიფო საინფორმაციო მედია-საშუალებების ინფორმაციით, ჩინეთში შექმნეს აპლიკაცია, რომლის მიზანია აცნობოს ადამიანებს, თუკი მათ სიახლოვეს მათგან თანხის მსესხებელი იმყოფება. China Daily იტყობინება, რომ აპლიკაცის სახელწოდებაა „არაკეთილსინდისიერი მევალეების რუკა“ და იგი ჯერჯერობით მხოლოდ ჰებეის პროვინციაში მოქმედებს. მომხმარებლებს ამ აპლიკაციაზე წვდომის მიღება შეუძლიათ WeChat-ის მეშვეობით, რომელიც ქვეყანაში შეტყობინებების გაცვლის ყველაზე პოპულარული პლატფორმაა (მას დაახლოებით 1 მლრდ ადამიანი იყენებს). პროგრამა ცნობას აწვდის მომხმარებელს, როდესაც იგი მევალესთან 500 მეტრის რადიუსში იმყოფება. 

image.jpeg

გაზიარებული სქრინშოთის თანახმად, აპლიკაცია აჩვენებს მევალის სრულ სახელსა და გვარს, აგრეთვე მის ადგილმდებარეობას. უცნობია, საუბარი ეხება მევალის რეალურ დროში ყოფნის ადგილმდებარეობას თუ მის სარეგისტრაციო მისამართს. აგრეთვე ჯერჯერობით არ ხმაურდება, ასახავს თუ არა აპლიკაცია მევალის ფოტოსურათს ან სხვა პირად ცნობებს. მევალეები მოიხსენიებიან სახელით „lao lai“, ანუ პირები, რომელთაც არ შეასრულეს თავინთი ვალდებულება კრედიტის დაფარვასთან დაკავშირებით. გაურკვეველია, რა რაოდენობის თანხა უნდა ისესხოს პირმა, რომ ამგვარ შავ სიაში მოხვდეს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მოქალაქეებმა შეძლონ – გამოავლინონ კრედიტზე დამოკიდებული ადამიანები. ჩინეთში ტრადიციულად ხალხს ურჩევნია დაზოგოს ფული და არ იყიდოს რაიმე ნივთი კრედიტით, ან არ აიღოს ვალი. 

ახალი პროგრამა აღწერილია, როგორც საზოგადოებრივი ნდობის სისტემის ნაწილი ჩინეთში და მისი მიზანია გაამყაროს იდეა იმით, რომ ძალიან კარგია – იყო კეთილსინდისიერი მოქალაქე და არ შეილახო რეპუტაცია სამარცხვინოდ. არსობრივად, აპლიკაცია აფასებს ადამიანის სანდოობას და ამისთვის იყენებს იმგვარ მაჩვენებლებს, თუ როგორია ამა თუ იმ პირის გადახდისუნარიანობა და ქცევები საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ხელისუფლება გეგმავს, რომ ეს სისტემა სავალდებულო გახდეს 2020 წლისთვის. 

image.jpeg

ამ დროისთვის აპლიკაცია ნაწილობრივ მუშაობს – მას იყენებენ ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოები. ზოგგან უკვე გამოიყენება შავი სიების პროტოტიპები, რომელშიც მოცემულია ადამიანთა სახელები და იდენტიფიკატორები. სისტემამ უკვე დააჯარიმა გარკვეული რაოდენობის მოქალაქეები:  მედია-საშუალებების ცნობით, ივნისიდან იანვრამდე პერიოდში 6 ათასზე მეტ პირს, რომელთაც არ გადაიხადეს გადასახადები ან ცუდი ყოფაქცევით გამოირჩეოდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ჩამოართვეს უფლება – ემგზავრათ თვითმფრინავითა და ჩქაროსნული მატარებლებით. 

ჩინეთის ხელისუფლებამ აგრეთვე უფლება მისცა იმ ტიპის ტექნოკომპანიებს, რომლებიც ფლობენ მომხმარებელთა მონაცემებს (მაგალითად Alibaba-სა და Tencent-ს, რომელიც WeChat-ის მშობელი კომპანიაა) – პლატფორმის მეშვეობით უთვალთვალოს ადამიანთა ქცევებს და შეაფასოს მათი ფინანსური მდგომარეობა. 

Source
overclockers.ge
ჭდეები

Related Articles

Leave a Reply

Close
Close