ისტორია

უძველესი გეი სამარხი

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 5000 წლის წინანდელი სამარხი და ადამიანის ნეშტი. ის მიმართული იყო აღმოსავლეთისკენ და გარშემო საოჯახო ჭურჭელი ელაგა. უცნაური ისაა, რომ ამ ფორმით იმ დროს ქალებს მარხავდნენ, ეს ჩონჩხი კი მამაკაცს ეკუთვნის. ის ნეოლითის, ანუ ახალი ქვის ხანის პერიოდში ცხოვრობდა, თანამედროვე ჩეხეთის ტერიტორიაზე ქრისტეს შობამდე 2900-2500 წლებს შორის პერიოდში.

მისი გარდაცვალებიდან 5000 წლის შემდგომ საზოგადოებამ პირველად იხილა ჰომოსექსუალი გამოქვაბულის ადამიანი. არქეოლოგების თქმით, დაკრძალვის განსხვავებული ფორმა სხვა არაფერზე მეტყველებს, თუ არა განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციაზე.

მამაკაცებს, როგორც წესი, საფლავში აყოლებდნენ იარაღს, ჩაქუჩებსა და ქვის დანებს, ასევე დიდი რაოდენობით საკვებსა და სასმელს. ხოლო თავს დასავლეთის მიმართულებით ათავსებდნენ. ამ სამარხში კი იარაღი არ მოიძევება. ქალებს კბილებისგან დამზადებულ ყელსაბამებს აყოლებდნენ, ასევე სპილენძის საყურეებს, დოქებსა და კვერცხის ფორმის ქილებს ფეხებთან. ზუსტად ასეთი ქილა იპოვეს სამარხშიც.

არქეოლოგები გამორიცხავენ იმ აზრს, რომ დაკრძალვის ეს ფორმა შეცდომის შედეგია ან უბრალოდ დამთხვევა. იმ პერიოდში დაკრძალვას დიდი ყურადღება ეთმობოდა და ყველა წვრილმანს მნიშვნელობა ჰქონდა. ისტორიიდან და ეთნოლოგიიდან ცნობილია, რომ დაკრძალვის რიტუალს ძალიან სერიოზულად ეკიდებოდნენ. ასე რომ ეს მამაკაცი ან ჰომოსექსუალი იყო, ან ტრანსვესტიტი.

არქეოლოგების ჯგუფის წევრმა, კატერინა სემრადოვამ განაცხადა, რომ ადრე მამაკაცივით დაკრძალული ქალი მეომრის სამარხიც აღმოაჩინეს. ის მეზოლითის პერიოდს მიეკუთვნებოდა და იმ დროში ყველა მეომარ ქალს მსგავსად მარხავდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსად მარხავდნენ ციმბირელ შამანებსაც, იგივე გრძნეულ ექიმებს, ოღონდ ამ შემთხვევაში მათი საფლავები უფრო მდიდრულად იყო მორთული, ძვირადღირებული ნივთებით.

თუმცა ამ შემთხვევაში მეცნიერები წინა ორ მაგალითთან ანალოგიას გამორიცხავენ და ერთადერთ ლოგიკურ ვერსიად განსხვავებულ ორიენტაციას მიიჩნევენ.

Source
charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button