
ვეფხვები არენაზე სათითაოდ, ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ. ხავერდივით რბილ თათებს სილაზე მსუბუქად და უხმაუროდ აბიჯებდნენ. ყვითელი, შუშისებური თვალები გარინდებოდათ. გაჭედილი პარტერიდან სულგანაბული და შეშფოთებული ხალხი მოუთმენლად ადევნებდა თვალს მათ მოძრაობას.