
პოეზია
გოჩა სხილაძე – სევდის სკუფია
მთვარეს ფარავს ღრუბლის ქულა,
ცად ღრუბლების ჯგუფია,
გულში შედის ტყვიის გულა,
მმოსავს სევდის სკუფია.
დამაწია ქალმა ჟატვა,
ქარმა ღრუბელს უქშია,
დაასრულა ბავშვმა ხატვა
და ეს გული შუქშია.
– დე აკრთობდეს ბავშვის ლამპას
ქარი კულულმპობელი.
მე არ ვცდილობ ქარის დაბმას,
ვრჩები გულულმობელი.