მუსიკასიმღერის ტექტები

მერაბ სეფაშვილი – თეთრი რაში

წმინდა სანთლის სხივი ხარ და ჩაუმქრალი ღიმილი ხარ
და არავის, სულ არავის არ გავხარ,
თეთრი ხარ და ყირმიზი ხარ, ვინც შეგწვდება იმისი ხარ,
შენს ლოდინში სიჭაბუკე გათავდა,

სადღაც მიქრის თეთრი რაში, სადღაც მღერის თეთრი გედი,
ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ,
აენთება ღვინო ჯამში, აფეთქდება ჩემი ლექსიც
და შენ დაგენთება კარგო კელაპტრა…….

 მის:

თავს მოიკლავს თეთრი გედი ამაღამ, თეთრი რაში არ დაიდგავს უნაგირს,
ეს ფიალა უყვარს უფალ თამადას, მიართვი, მიართვით,
ვინც დალია ისევ იმან დალიოს, ვინც უყვარდათ, ისევე ის უყვარდეთ,
ვინც ელოდა მიეგებოს ალიონს, სინათლე, სინათლე !
საქართველო უსასრულო ფიქრია, ჯვარზე გაკვრა იმავ წუთს და იმავ დღეს,
რა მძიმე და რა მსუბუქი ტვირთია გიყვარდეს, გიყვარდეს……..
………………………………………………………………………………………………………………….
სადღაც მიქრის თეთრი რაში, სადღაც მღერის თეთრი გედი,
ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ, ოოო
აენთება ღვინო ჯამში, აფეთქდება ჩემი ლექსიც
და შენ დაგენთება კარგო კელაპტრა…….
………………………………………………..
სხვანაირად ვერ ვიქნები, ყოველ ღამით შენთვის ვკვდები,
ყოველ დილით შენით ვთვრები ხელახლა,
ზენდაზენზე ცისკარს ვხვდები, მეტეხთან მტკვარს ვუერთდები
და ვძმაკაცობ მხოლოდ ტატოს მერანთან,
მე მოსისხლე მტერიც მიყვარს და ვინც მიყვარს მართლა მიყვარს,
ასაკით კი საქართველოს ხნისა ვარ
და ყველაზე ნაღდი სიტყვა, რაც კი მითქვამს შენთვის მითქვამს,
შენ ხომ ჩემი თეთრი სერაფიტა ხარ………

მის:
თავს მოიკლავს თეთრი გედი ამაღამ, თეთრი რაში არ დაიდგავს უნაგირს,
ეს ფიალა უყვარს უფალ თამადას, მიართვი, მიართვით,
ვინც დალია ისევ იმან დალიოს, ვინც უყვარდათ, ისევე ის უყვარდეთ,
ვინც ელოდა მიეგებოს ალიონს, სინათლე, სინათლე !
საქართველო უსასრულო ფიქრია, ჯვარზე გაკვრა იმავ წუთს და იმავ დღეს,
რა მძიმე და რა მსუბუქი ტვირთია გიყვარდეს, გიყვარდეს……..
……………………………………………………………………………………………………….

სადღაც მიქრის თეთრი რაში, სადღაც მღერის თეთრი გედი,
ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ, ოოო
აენთება ღვინო ჯამში, აფეთქდება ჩემი ლექსი
და შენ დაგენთება კარგო კელაპტრა…….

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button