საკითხავისასარგებლოჯანმრთელობა

8 მიზეზი რატომ ვიტანჯებით ნაბახუსევზე

ადამიანები სვამენ მაშინ როდესაც კარგად გრძნობენ თავს, ან პირიქით როდესაც დარდობენ. ალკოჰოლი ხსნის სტრესს, ნაწილობრივ აქარწყლებს დარდს, აძლევს ადამაინს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შეგრძნებას. მაგრამ რაც უფრო კარგად გრძნობენ თავს დალევისას მით უარესად არიან დილით.

ეს კოშმარი იწყება მაშინ, როდესაც ალკოჰოლი იწყებს ორგანიზმის “მოწამვლას”. მოდით განვიხილოთ ეტაპობრივად.

  • ხშირი შარდდენა _ ორგანიზმში იბლოკება ვაზოპრესინის(ჰორმონი) გამოყოფა, რომელიც გამოიყოფა ჰიპოფიზის უკანა ნაწილიდან. სწორედ ის აძლევს საშუალებას თირკმლებს, რომ მოახდინოს სითხის აბსურბირება. აღნიშნული ჰორმონის გარეშე სითხე პირდაპირი გზით ავსებს შარდის ბუშტს.
  • თავის ტკივილს იწვევს პირველივე მიზეზი. როდესაც ორგანიზმი კარგავს ზომაზე მეტ სითხეს იგი ასევე კარგავს კალციუმსა და მაგნიუმს, რაც იწვევს ადამიანში გაღიზიანებადობას და ნერვოზულობას. სწორედ ეს წარმოშობს თავის ტკივილსა და ღებინების შეგრძნებას.
  • რთულია დაძინება _ როდესაც სისხლი იჟღინთება ალკოჰოლით, ადამიანის ორგანიზმი აღზნებულ მდგომარეობაშია სწორედ ამიტომ მას ეღვიძება მოულოდნელად ან საერთოდ ვერ იძინებს.
  • ნაბახუსევზე მყოფი ადამაინის მგრძნობელობა სხვადასხვა დაავადებებზე იმატებს. ორგანიზმი განიცდის სტრესს და კარგავს თავდაცვისუნარიანობას. იმუნური სისტემა დროებით აფსაიდშია შესაბამისად მარტივია რაიმე არასასიამოვნო დაავადება დაგვაცხრეს თავს. საბედნიეროდ ეს მხოლოდ 24 საათი გრძელდება.
  • დაღლილობა _ ღვიძლი შლის გლიკოგენს და გარდაქმნის მას გლიუკოზად, რომელიც გამოიდევნება ორგანიზმიდან. საქმე იმაშია, რომ სწორედ გლიკოგენი გვავსებს ენერგიით.
  • გულძმარცვა, ღებინება _ ალკოჰოლი მჟავიანობის დონეს ამაღლებს,  გამომუშავდება აცეტალდეგიდი _ ძალიან ტოქსიკური ნივთიერება. ტოქსიკური ნივთიერების დიდი რაოდენობით წარმოქმნა იწვევს ღებინებას.
  • ჰალუცინაციები _ თეთრი ცხელება, ეს ხდება მაშინ, როდესაც ავტონომიური ნერვული სისტემა ხდება ჰიპერაქტიური. მსგავსი მოვლენები კაცებში უფრო ხშირია ვიდრე ქალებში
  • ;) ასე და ამგვარად ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს და ნუ შეიქმნით კოშმარულ დილას.

იხილეთ ვიდეო რგოლები

4e037e5cf400
  • fbdbc11ffca5
    1df91b105270
  • იხილეთ ვიდეო რგოლი იმის შესახებ თუ რა ხდება ალკოჰოლის ზემოქმედებით
https://youtube.com/watch?v=-oN2emCHMIg%3Ffeature%3Doembed
https://youtube.com/watch?v=zXjANz9r5F0%3Ffeature%3Doembed

Source
https://ucnauri.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button