ლიტერატურა

მძიმე

ა) მძიმე დაისმის შერწყმული წინადადების ერთნაირ წევრებს შორის: აივანზე დარჩნენ ბესარიონი, პელაგია და სოლომონი. გოჩას დაღონებული, გაფითრებული, სევდიანი თვალები ზღვისკენ მიეპყრო.

ბ) მძიმე დაისმის მაჯგუფებელი (მაგ.: ხან უცნაური ვარ, ხან ბრძენი), მაცალკევებელი (მაგ.: ან მომაცილეთ ბორკილი, ან ხმლით მომჭერით თავი) კავშირების წინ, თუ მაკავშირებელი სიტყვა გამეორებულია.

გ) მძიმე დაისმის მაგრამ, ოღონდ, ხოლო, თუ, თუმცა, თორემ მაპირისპირებელი კავშირების წინ: ჩვენ თუნდ სულ ერთ დღეს დავიხოცებით, ოღონდ შენ იყავ, მეფევ, დღეგრძელი!

დ) მძიმე დაისმის წინადადებაში გამეორებული სიტყვების წინ: ძიძიას შესტრფოდნენ ბევრნი, ძალიან ბევრნი.

ე) მძიმე დაისმის შედარების დროს, კავშირებთან როგორც, თითქოს, ვიდრე: ხელები წინ
გაიშვირა, თითქოს უნდოდა ხელში აეყვანა ვინმე.

ვ) მძიმეებით გამოიყოფა გამეორებული სიტყვები და გამოთქმები:

განკერძოებული განსაზღვრება: ამ სახლს წალმით დახურული მარანი ედგა, ოთხკუთხივ ღია და ფარღალალა.
განკერძოებული გარემოება: თბილისის სამხრეთით, ორმოცი ვერსის მანძილზე, არის მოზრდილი სოფელი.
დანართი: მარინე, კაცის უფროსის ქალიშვილი, კართან იდგა.
მიმართვა: ახლა კი, ამხანაგებო, დავლიოთ ჩვენი მასპინძლის სადღეგრძელო!
ჩართული: ჩართულ სიტყვებად ხშირად გამოყენებულია: ამრიგად, ამგვარად, ასე ვთქვათ, ასე რომ, დავუშვათ, ერთი სიტყვით, რა თქმა უნდა, რასაკვირველია, მაგალითად, ვფიქრობ, სხვათა შორის, ჩემი აზრით, ერთი მხრივ და სხვ. ეს საკითხი, ჩემი აზრით, ისევ მოითხოვს განხილვას. ჩემთვის, რა თქმა უნდა, მოულოდნელი არ იყო.
მიგებითი ნაწილაკი: 1. დადებითი – კი, ჰო, დიახ და 2. უარყოფითი – არა, ვერა. – ჰო, იმას ვამბობდი. – არა, ვერ წამოვალ. – კი, ბატონო!
შორისდებულები: ოჰ, ეჰ, უჰ, ვაჰ, ვაი, ფუ, ვიშ, ჰოი, უი, ვაშა და სხვ. მძიმით გამოიყოფა: ოჰ, შენა ხარ? ვაი, რა ცარიელია ეს სავსე ქვეყანა უადამიანოდ!
მძიმე დაისმის რთულ ქვეწყობილ წინადადებაში უკავშიროდ შეერთების დროს: თერგი რბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან.
მძიმე დაისმის ქვეწყობილ წინადადებაში მთავარსა და დამოკიდებულ
წინადადებებს შორის.
დამოკიდებული წინადადება მთავრის შემდეგ: ბუნდოვნად ახსოვდა, რომ ის და კირილე ცხენებზე შესხეს და სადღაც გააქანეს.
მთავარი წინადება დამოკიდებულის შემდეგ: ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.
დამოკიდებული წინადადება მთავარში მოქცეული: სწორედ იმ დროს, როცა ორი დარბაისელი მამა-შვილი ბუხრის წინ საყვედურობდნენ, თეიმურაზ მეფე მართლა ჩაკეტილში იჯდა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button