საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები (2 ნაწილი)
ახალი კალედონია – საფრანგეთის მიწა რომლის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ნუმეა ქვეყანაში 245 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ეს კუნძული 1774 წელს აღმოაჩინა ჯეიმს კუკმა და მას კალედონია უწოდა. 1998 წელს კუნძულზე გაიმართა რეფერენდუმი დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით სადაც შედეგები იყო უარყოფითი შესაბამისად ახალმა კალედონიამ დამოუკიდებლობა ვერ მოიპოვა შემდეგი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს 2018 წლამდე. ქვეყნის ოფიციალური ვალუტაა საფრანგეთის წყნაროკეანური ფრანკი. ახალი კალედონია მნიშვნელოვან სუბსიდიებს იღებს საფრანგეთის მთავრობისგან ქვეყნის ეკონომიკაში კი ყველაზე დიდ როლს ტურიზმი ასრულებს რომლისგანაც სახლემწიფოს მნიშვნელოვანი შემოსავლები აქვს. ევროპელების გავლენა ახალ კალედონიაში ძალიან დიდია ეს ყველაფერი უმეტესად დედაქალაქში იგრნობა სადაც ყველაფერი ევროპულ სტილზეა გადასული მათ შორის საცხოვრებელი სახლებიც მოსახლეობა დღეისათვის გადასულია ცხოვრების ევროპულ წესზე რაც პირველ რიგში მათ ჩაცმულობას ეტყობა. ქვეყანაში ოფიციალური ენაა ფრანგული აქ მაცხოვრებელი ფრანგების რაოდენობაც საკმაოდ დიდია.
სენ-პიერი და მიკელონი – დედაქალაქი არის სენ-პიერი ქვეყნის მოსახლეობა 6000-ზე მეტია. ქვეყნის ბორცვიანი დაბლობების და ქვიანი ზედაპირის გამო მიწა არახელსაყრელია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სწორედ ამიტომ კუნძულზე შეინიშნება თევზჭერის სიმრავლე აქაურებიც ძირითადად ამით ირჩენენ თავს რათქმაუნდა მათ მეტწილად საფრანგეთის მთავრობაც ეხმარება. ქვეყანაში ადგილობრივები ძალიან ცოტანი არიან და უმეტესად დასახლებულია ფრანგებით შესაბამისად კულტურაც ევროპულ წყობაზეა გადასული.
მარტინიკა – კუნძული საფრანგეთის შემადგენლობაში რომლის მოსახლეობაც 400 000-ზე მეტია კუნძული მიეკუთვნება საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტს და მართავს პრეფექტი და გენერალური საბჭო. მარტინიკა საფრანგეთის პარლამენტშიც გენრეალურ ანსამბლეაში წარმოდგენილია 4 კაცით ხოლო სენატში 2 კაცით. ქვეყნის დედაქალაქია ფორ-დე-ფრანსი. მარტინიკა საკმაოდ მრავალფეროვანი და ბუნებით გამორჩეული კუნძულია მას ხშირად სტუმრობენ უმეტესად ფრანგი ტურისტები.
გვადელუპა – საფრანგეთის ტერიტორია სამხრეთ კარიბის ზღვაში საფრანგეთთან ერთად გვადელუპა არის ევროკავშირის წევრი და ოფიციალურ ვალუტასაც შეადგენს ევრო ისევე როგორც საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების უმეტეს ნაწილში. ქვეყანაში ცხოვრობს 400 000-ზე მეტი ადამიანი იგი ფრანგებითაცაა დასახლებული. გვადელუპას ტერიტორია მოიცავს ხუთ კუნძულს. ეს ტერიტორია აღმოჩენილი იქნა 1493 წელს ქრისტეფორე კოლუმბის მიერ სწორედ მან ამ კუნძულს სანტა მარია დე გვადელუპა უწოდა მარიამ ღვთისმშობლის პატივსაცემად. გვადელუპა ტურისტულად განვითარებული ქვეყანაა მისი მდებარეობის გამო მას ხშირად სტუმრობენ სამხრეთ ამერიკელი და ჩრდილოეთ ამერიკელი ტურისტები რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად აძლიერებენ ბუნებრივია საფრანგეთის მთავრობაც გვერდში უდგას ამ ტერიტორიას და ამარაგებს მას.
სენ-მარტენი – საფრანგეთის ტერიტორია რომელიც მდებარეობს კარიბის ზღვაში კუნძულ სენ-მარტენზე. ეს კუნძული აღმოჩენილი იქნა ქრისტეფორე კოლუმბის მიერ 1493 წელს. სენ-მარტენის მოსახლეობა 30 000 კაცზე მეტია მისი დედაქალაქია მარიგო სადაც 5000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყანაში ძალიან განვითარებულია ტურიზმი. 1633 წლამდე ამ ტერიტორიას ესპანეთი აკონტროლებდა 1648-წლიდან კი კუნძულის ნახევარს საფრანგეთი ხოლო მეორე ნახევარს ნიდერლანდები აკონტროლებს.
რეიუნიონი – კუნძული რომელსაც საფრანგეთი აკონტროლებს მისი დედაქალაქია სენ-დენი და მდებარეობს აფრიკაში კუნძულ მადაგასკარის გვერდით რეიუნიონი წარმოადგენს ევროზონის ნაწილს რადგან ის საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტია. კუნძულზე სახლობენ ევროპელები, აფრიკელები, ჩინელები, ინდოელები და სხვანი. ოფიციალური ენა არის ფრანგული თუმცა ამ კუნძულის მოსახლეობა ხშირად საუბრობს ადგილობრივ ენაზე.