ინტერვიუ

იოს­იფ ბროდ­ს­კი – შეხ­ვედ­რე­ბი ოდ­ენ­თან

“სა­უბ­რე­ბი ბროდ­ს­კის­თან”

ფრაგ­მენ­ტი სო­ლო­მონ ვოლ­კო­ვის წიგ­ნი­დან

– რო­დის გა­ი­გეთ პირ­ვე­ლად ოდ­ე­ნის სა­ხე­ლი?

– ოც­და­ხუ­თის ვიქ­ნე­ბო­დი. პირ­ვე­ლი, ვინც ოდ­ე­ნის შე­სა­ხებ სე­რი­ო­ზუ­ლად და­მე­ლა­პა­რა­კა, ანდ­რეი სერ­გე­ე­ვი იყო, ჩე­მი ახ­ლო­ბე­ლი, ინგ­ლი­სუ­რი­დან მთარ­გ­მ­ნე­ლი. რო­ცა გა­და­სახ­ლე­ბი­დან დავ­ბ­რუნ­დი, მას ჩე­მი ლექ­სე­ბი მი­ვუ­ტა­ნე წა­სა­კითხად; მე­უბ­ნე­ბა: “ძა­ლი­ან ჰგავს ოდ­ენს”. თუ არ ვცდე­ბი, გუ­ლის­ხ­მობ­და ჩემს ლექსს “ორი სა­ა­თი რე­ზერ­ვუ­არ­ში”. მა­შინ ეს ლექ­სი გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­წონ­და; ახ­ლაც კი მი­ჭირს მი­სი ობ­ი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა. ამ­ი­ტო­მაც და­ვინ­ტე­რეს­დი ოდ­ე­ნით. და­ვიწყე მი­სი ლექ­სე­ბის ძებ­ნა. იმ დრო­ი­სათ­ვის ერ­თა­დერ­თი წიგ­ნი, სა­დაც ოდ­ე­ნის გაც­ნო­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ინგ­ლი­სუ­რი პო­ე­ზი­ის ან­თო­ლო­გია გახ­ლ­დათ, გუტ­ნე­რის მი­ერ შედ­გე­ნი­ლი და 1937 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ამ ან­თო­ლო­გი­ით ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ოდ­ენ­ზე. თარ­გ­მა­ნე­ბის ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით, ან­თო­ლო­გია ვე­რა­ნა­ირ ჩარ­ჩო­ში ვერ თავ­ს­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­შინ ინგ­ლი­სუ­რი არ ვი­ცო­დი, ის-ის იყო ვიწყებ­დი სწავ­ლას. ამ­ი­ტომ ჩე­მი პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ოდ­ე­ნის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან მი­ახ­ლო­ე­ბი­თი და ბუნ­დო­ვა­ნი იყო, რო­გორც თა­ვად თარ­გ­მა­ნე­ბი. თით­ქოს რა­ღაც ვიგ­რ­ძე­ნი, მაგ­რამ ბევ­რიც ვე­რა­ფე­რი. 1964 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ოდ­ენს რე­გუ­ლა­რუ­ლად ვკითხუ­ლობ­დი, ვკითხუ­ლობ­დი ყვე­ლა­ფერს, რაც ხელ­ში ჩა­მი­ვარ­დე­ბო­და; სტრი­ქონ-სტრი­ქონ ვარ­ჩევ­დი ლექ­სებს. სად­ღაც სა­მო­ცი­ა­ნი წლე­ბის მი­წუ­რუ­ლის­თ­ვის რა­ღა­ცე­ე­ბის მიხ­ვედ­რა და­ვიწყე, მივ­ხ­ვ­დი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა არ მეს­მო­დეს ეს პო­ე­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით – მი­სი მეტ­რი­კა.

– რო­დის და­უ­კავ­შირ­დით პირ­ვე­ლად ოდ­ენს?

– რო­ცა ჩე­მი ლექ­სე­ბის ინგ­ლი­სუ­რად მთარ­გ­მ­ნე­ლი, ჯორჯ კლა­ი­ნი, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ჩა­მო­ვი­და, მითხ­რა, რომ ინგ­ლი­სუ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბა “პინ­გ­ვი­ნი” ჩე­მი წიგ­ნის გა­მოშ­ვე­ბას აპ­ი­რებ­და. ვე­ღარც ვიხ­სე­ნებ, რო­დის მოხ­და ეს ამ­ბა­ვი… წი­ნა ცხოვ­რე­ბა­ში… კლა­ინ­მა მკითხა: “იოს­იფ, ვის სთხოვ­დით წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბის და­წე­რას?” მე ვუ­პა­სუ­ხე: “ღმერ­თო ჩე­მო, რა­ღა თქმა უნ­და ოდ­ენს! მაგ­რამ ეს ნაკ­ლე­ბად რე­ა­ლუ­რია”. ჩემს გა­ო­ცე­ბას საზ­ღ­ვა­რი არ ჰქონ­და, რო­ცა გა­ვი­გე, რომ ოდ­ე­ნი და­თან­ხ­მ­და ჩემს წი­ნა­და­დე­ბას. ამ­ის შემ­დეგ ოდ­ენ­მა რამ­დე­ნი­მე მო­სა­კითხი ბა­რა­თი და წიგ­ნი გა­მო­მიგ­ზავ­ნა. მეც ვუგ­ზავ­ნი­დი ჩე­მი ცუ­დი ინგ­ლი­სუ­რით ნა­წერ წე­რი­ლებს.

– რო­დის შეხ­ვ­დით ოდ­ენს?

– რო­გორც კი საბ­ჭო­ე­თი­დან გა­მა­ძე­ვეს, 1972 წლის ივ­ნის­ში. თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი ვე­ნის აერ­ო­პორ­ტ­ში დაჯ­და. იქ დამ­ხ­ვ­და ამ­ე­რი­კე­ლი გა­მომ­ცე­მე­ლი კარლ პრო­ფე­რი, ჩე­მი ახ­ლო­ბე­ლი. ვი­ცო­დი, რომ ოდ­ე­ნი ზაფხუ­ლო­ბით ავს­ტ­რი­ა­ში ცხოვ­რობ­და და პრო­ფერს ვთხო­ვე, იქ­ნებ მოვ­ძებ­ნოთ-მეთ­ქი. ვე­ნა­ში 4 ივ­ნისს ჩავ­ფ­რინ­დი, 6-ში თუ 7-ში კი მან­ქა­ნა­ში ჩავ­ს­ხე­დით და ჩრდი­ლო­ე­თის­კენ გა­ვემ­გ­ზავ­რეთ კირ­ხ­შ­ტე­ტე­ნის მო­სა­ძებ­ნად, სა­დაც ოდ­ე­ნი ცხოვ­რობ­და (ავს­ტ­რი­ა­ში სა­მი კირ­ხ­შ­ტე­ტე­ნია). ბო­ლოს სა­სურ­ვე­ლი კირ­ხ­შ­ტე­ტე­ნიც ვი­პო­ვეთ და ოდ­ე­ნის სახ­ლიც. მო­ახ­ლემ – ოდ­ე­ნი სახ­ლ­ში არ არ­ი­სო და გა­მოგ­ვ­ყა­რა. უკ­ვე უკ­ან დაბ­რუ­ნე­ბას ვა­პი­რებ­დით, რო­ცა და­ვი­ნა­ხე, რო­გორ მო­უყ­ვე­ბო­და აღ­მართს წი­თელ­პი­ჯა­კი­ა­ნი ზორ­ბა მა­მა­კა­ცი, იღ­ლი­ა­ში წიგ­ნე­ბის შეკ­ვ­რა ამ­ო­ე­ჩა­რა.

– რო­გორ გა­მო­ნა­ხეთ ოდ­ენ­თან სა­ერ­თო ენა?

– პირ­ვე­ლი­ვე დღეს, რო­ცა სა­სა­უბ­როდ დავ­ს­ხე­დით, მე მი­სი და­კითხ­ვა და­ვიწყე. ეს იყო გრძე­ლი ინ­ტერ­ვიუ თე­მა­ზე: რას ფიქ­რობს იგი ამა თუ იმ ინგ­ლი­სუ­რე­ნო­ვან პო­ე­ტებ­ზე. ოდ­ე­ნი არც­თუ დი­დი ხა­ლი­სით მპა­სუ­ხობ­და. ეს იყო ძა­ლი­ან ზუს­ტი ფორ­მუ­ლი­რე­ბე­ბი, რო­მელ­თაც დღემ­დე – არა, ჩემ­თ­ვის კა­ნო­ნიაო, ვერ ვიტყ­ვი, მაგ­რამ – რო­მელ­თაც დღემ­დე ვით­ვა­ლის­წი­ნებ. ოდ­ე­ნი ობ­ი­ექ­ტუ­რი იყო, პო­ე­ტე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას ყუ­რად­ღე­ბას არ აქ­ცევ­და პი­რად სიმ­პა­თია-ან­ტი­პა­თი­ებს, არც იმ­ას, რამ­დე­ნად მახ­ლო­ბე­ლი თუ უც­ხო იყო მის­თ­ვის მო­ცე­მუ­ლი იდ­ი­ო­მა. მახ­სოვს, მან ძა­ლი­ან მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა რო­ბერტ ლო­უ­ელს, რო­გორც პო­ეტს, თუმ­ცა მის პი­როვ­ნე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვით არ იხ­სე­ნი­ებ­და. იმ დრო­ი­სათ­ვის მას ლო­უ­ელ­თან მო­რა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის პრე­ტენ­ზი­ე­ბი ჰქონ­და. ოდ­ე­ნი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი აზ­რის იყო ფროს­ტ­ზე. კარ­გად იხ­სე­ნი­ებ­და ენ­ტო­ნი ჰეხტს. ხომ გეს­მით, ეს ის კა­ცი არ იყო, ეთქ­ვა: “რა გა­და­სა­რე­ვია!”

– თქვენ თუ გე­კითხე­ბო­დათ რა­მეს?

– მი­სი პირ­ვე­ლი შე­კითხ­ვა ას­ე­თი იყო: “გა­ვი­გე, მოს­კოვ­ში, რო­ცა ად­ა­მი­ა­ნი სად­მე მან­ქა­ნას ტო­ვებს, “დვორ­ნი­კებს” ხსნის და თან მი­აქვს, რა­ტომ?” ტი­პი­უ­რი ოდ­ე­ნია, არა? მე და­ვიწყე ახს­ნა, რომ “დვორ­ნი­კე­ბის” შოვ­ნა ჭირს, რომ ავ­ტო­ნა­წი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა დი­დი შე­ფერ­ხე­ბე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი დე­ფი­ცი­ტია. მი­უ­ხე­და­ვად ჩე­მი გან­მარ­ტე­ბე­ბი­სა, ეს გა­რე­მო­ე­ბა ოდ­ე­ნის­თ­ვის ერთ-ერთ უდ­ი­დეს რუ­სულ სა­ი­დუმ­ლოდ დარ­ჩა.

– თუ გე­ლა­პა­რა­კე­ბო­დათ ოდ­ე­ნი რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე?

– კი, მე­კითხე­ბო­და იმ რუ­სი პო­ე­ტე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც იც­ნობ­და. სხვა­თა­შო­რის, ოდ­ენ­მა და­დე­ბი­თი რე­ცენ­ზია და­წე­რა კონ­ს­ტან­ტინ ლე­ონ­ტი­ე­ვის წიგ­ნ­ზე, რო­მე­ლიც ინგ­ლი­სუ­რად გა­მო­ი­ცა. ამ­ბობ­და, რომ ერ­თა­დერ­თი რუ­სი მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც იზ­ი­დავ­და, ჩე­ხო­ვი იყო. კი­დევ, მახ­სოვს, შე­ნიშ­ნა, რომ დოს­ტო­ევ­ს­კის­თან ერ­თად ერთ ჭერ­ქ­ვეშ ვერ იც­ხოვ­რებ­და; ტი­პი­უ­რი ინგ­ლი­სუ­რი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მია.

– თუ გე­კითხე­ბო­დათ რა­მეს თქვენს საბ­ჭო­თა გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე: სა­სა­მარ­თ­ლო­ზე, გა­და­სახ­ლე­ბა­ზე და ასე შემ­დეგ?

– რამ­დე­ნი­მე შე­კითხ­ვა და­მის­ვა ამ­ის შე­სა­ხებ, მაგ­რამ მე, რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი ად­ა­მი­ა­ნი (შე­საძ­ლოა, მე მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნა მაქვს კულ­ტუ­რუ­ლო­ბა­ზე), ას­ეთ სა­კითხებ­ზე დუ­მილს ვამ­ჯო­ბი­ნებ. ად­ა­მი­ან­მა არ უნ­და გა­ი­ხა­დოს სა­სა­უბ­რო თე­მად ის, რაც მი­სი არ­სე­ბო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს.

– აღ­წე­რეთ ოდ­ე­ნი კირ­ხ­შ­ტე­ტენ­ში.

– ეს იყო ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი. ოდ­ე­ნი ცხოვ­რობ­და ავს­ტ­რი­ელ მო­ახ­ლეს­თან და თა­ვის მე­გო­ბარ­თან, ჩეს­ტერ კალ­მან­თან ერ­თად. სახ­ლ­ში იყო გა­სა­ო­ცა­რი სამ­ზა­რე­უ­ლო – უზ­არ­მა­ზა­რი, რო­მე­ლიც ბოთ­ლე­ბით იყო სავ­სე. ნამ­დ­ვი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კა.

– ამ­ბო­ბენ, რომ იქ სა­ში­ნე­ლი უწ­ეს­რი­გო­ბა სუ­ფევ­და, ყველ­გან ეყ­ა­რა ჭუჭყი­ა­ნი საც­ვ­ლე­ბი, ძვე­ლი გა­ზე­თე­ბი, საჭ­მ­ლის ნარ­ჩე­ნე­ბი.

– არა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რაა. ერთ­გ­ვა­რი ქა­ო­სი შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ჭუჭყი­ა­ნი საც­ვ­ლე­ბი ნამ­დ­ვი­ლად არ­სად ეყ­ა­რა. თუმ­ცა ზე­მოთ არც ავ­სულ­ვარ, იქ იყო ოდ­ე­ნის სა­ძი­ნე­ბე­ლი, სა­დაც არ­ა­ფე­რი მე­საქ­მე­ბო­და. სას­ტუმ­რო ოთ­ახ­ში ბევ­რი წიგ­ნი იყო, კედ­ლებ­ზე სუ­რა­თე­ბი ეკ­ი­და, მათ შო­რის სტრა­ვინ­ს­კის შე­სა­ნიშ­ნა­ვი პორ­ტ­რე­ტი.

– რო­გორც ვი­ცი, ოდ­ე­ნი ძა­ლი­ან და­გეხ­მა­რათ პირ­ველ დღე­ებ­ში.

– ის ცდი­ლობ­და, მთე­ლი ჩე­მი საქ­მე­ე­ბი თა­ვის თავ­ზე აეღო. “ამ­ე­რი­კელ პო­ეტ­თა აკ­ა­დე­მი­ას” ათ­ა­სი დო­ლა­რი გა­მოს­ტყუა ჩემ­თ­ვის, ასე გა­მიჩ­ნ­და საწყი­სი თან­ხა. აუხს­ნე­ლია – რო­გორ და რა­ტომ, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ყვე­ლა წე­რი­ლი მის სა­ხელ­ზე მო­დი­ო­და. რო­გორც კრუ­ხი თა­ვის წი­წი­ლა­ზე, ისე ზრუ­ნავ­და ჩემ­ზე. არ­ა­ნორ­მა­ლუ­რად გა­მი­მარ­თ­ლა. ყვე­ლა­ფე­რი იმ­ით დას­რულ­და, რომ ავს­ტ­რი­ა­ში ჩაფ­რე­ნი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ, ჩვენ ერ­თად ჩავ­ს­ხე­დით თვით­მ­ფ­რი­ნავ­ში და გავ­ფ­რინ­დით ლონ­დონ­ში, პო­ე­ზი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე, სა­დაც ერ­თად გა­მო­ვე­დით სცე­ნა­ზე; ჭე­რიც ერ­თი გვქონ­და, სტი­ვენ სპენ­დერ­თან დავ­ბი­ნავ­დით. იქ ექვ­სი დღე დავ­რ­ჩით. ოდ­ენს პირ­ველ სარ­თულ­ზე ეძ­ი­ნა, მე – მე­ო­რე­ზე.

– რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და სტი­ვენ სპენ­დე­რი ოდ­ე­ნის გვერ­დით?

– საქ­მე იმ­ა­შია, რომ მათ ძა­ლი­ან ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­დათ, და სპენ­დე­რი, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ითქ­ვას, ყო­ველ­თ­ვის უმც­რო­სის როლ­ში იყო. რო­გორც ჩანს, ამ­ას თა­ვად სპენ­დე­რის ხა­სი­ა­თი გა­ნა­პი­რო­ბებ­და. თით­ქოს ცხა­დი იყო, რომ ოდ­ე­ნი – გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ­სე­ბაა, ბევ­რად უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, გეს­მით? ამ­ა­ში სპენ­დე­რის უდ­ი­დე­სი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა, რად­გან აღ­ი­ა­რო ვინ­მეს აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა, უარი თქვა კონ­კუ­რენ­ცი­ა­ზე – ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ სუ­ლი­ერ სიძ­ლი­ე­რე­ზე მეტყ­ვე­ლებს.

– ოდ­ე­ნის სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ მი­სი ამ­ბე­ბის გარ­კ­ვე­ვას ყვე­ლა სპენ­დე­რი­სა­გან ცდი­ლობ­და… ის იძ­უ­ლე­ბუ­ლიც კი იყო ემტ­კი­ცე­ბი­ნა, რომ არ­ა­სო­დეს წო­ლი­ლა ოდ­ენ­თან.

– დი­ახ, ვი­ცი. მე მეს­მის, რომ სტი­ვე­ნი და­ღა­ლა ოდ­ე­ნის კონ­ფი­დენ­ტის უს­ი­ა­მოვ­ნო როლ­მა. თით­ქოს მხო­ლოდ მას მო­ე­კითხე­ბო­და ოდ­ე­ნის ამ­ბე­ბი. ბო­ლოს და ბო­ლოს, თა­ვად სპენ­დე­რი უდ­ი­დე­სი პო­ე­ტი იყო.

– რო­დის შედ­გა თქვე­ნი მო­რი­გი შეხ­ვედ­რა კირ­ხ­შ­ტე­ტე­ნი­სა და ლონ­დო­ნის შემ­დეგ?

– 1972 წლის შო­ბა ვე­ნე­ცი­ა­ში გა­ვა­ტა­რე, ამ­ე­რი­კა­ში კი ნე­ლი გზით დავ­ბ­რუნ­დი – ჯერ პა­რი­ზი, შემ­დეგ ლონ­დო­ნი. ლონ­დონ­ში ყოფ­ნი­სას ოდ­ენს გა­და­ვუ­რე­კე, ის იმ დროს ოქს­ფორ­დ­ში ცხოვ­რობ­და. ვეს­ტუმ­რე. ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ. შემ­დე­გი შეხ­ვედ­რა ის­ევ ლონ­დონ­ში შედ­გა და ის­ევ პო­ე­ზი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე, მომ­დევ­ნო ზაფხულს. იმ­ა­ვე წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ოდ­ე­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ჩემ­თ­ვის უდ­ი­დე­სი დარ­ტყ­მა იყო.

– თქვენ ოდ­ენ­ში მა­მას ხე­დავ­დით?

– არ­ა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში. მაგ­რამ რაც მეტს ვცხოვ­რობ, რაც მე­ტად მით­რევს სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სია, მით უფ­რო რე­ა­ლუ­რი ხდე­ბა ჩემ­თ­ვის ეს პო­ე­ტი. და მით უფ­რო მე­ტად ვხდე­ბი მას­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი. და­მო­კი­დე­ბუ­ლი – სტი­ლის­ტუ­რად კი არა – ეთ­ი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. ოდ­ე­ნის გავ­ლე­ნა შე­მიძ­ლია შე­ვა­და­რო ახ­მა­ტო­ვას გავ­ლე­ნას.

– მე წა­მი­კითხავს, რომ ოდ­ე­ნი ყო­ველ სა­ღა­მოს მთვრა­ლი იყო, იმ­დე­ნად მთვრა­ლი, რომ ვე­ღა­რა­ფერს შე­ას­მენ­დი. სპენ­დე­რიც ამ­ბობს, რომ ბო­ლო წლებ­ში ოდ­ენს ხში­რად ავ­იწყ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ღა­მოს ექვ­სი სა­ა­თის შემ­დეგ ითქ­მე­ბო­და.

– ალ­ბათ მა­ინც გა­აჩ­ნია, რა ითქ­მე­ბო­და… ოდ­ე­ნი ზუს­ტად ცხრა სა­ათ­ზე წვე­ბო­და. აი ამ დროს მარ­თ­ლაც უაზ­რო­ბა იყო მას­თან სა­უ­ბა­რი. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ის მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე იც­ავ­და რე­ჟიმს. საკ­მა­ოდ ად­რე დგე­ბო­და. ვფიქ­რობ, მარ­ტი­ნის პირ­ველ ჭი­ქას და­ახ­ლო­ე­ბით შუ­ად­ღი­სათ­ვის სვამ­და. ას­ე­თი ოდ­ე­ნიც მახ­სოვს – ერთ ხელ­ში მარ­ტი­ნი, მე­ო­რე­ში სი­გა­რე­ტი. ლან­ჩის შემ­დეგ იძ­ი­ნებ­და. თუ არ მეშ­ლე­ბა, სად­ღაც სამ სა­ათ­ზე იღ­ვი­ძებ­და.

– მი­უ­ხე­და­ვად ამ­ი­სა, ოდ­ე­ნი ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი იყო: ლექ­სე­ბი, კრი­ტი­კუ­ლი პრო­ზა, პი­ე­სე­ბი…

– ვფიქ­რობ, რომ ოდ­ენ­მა ბევ­რად ნაკ­ლე­ბი დრო და­კარ­გა, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ერ­მა სხვა პო­ეტ­მა. ამ­ას­თან, რო­გორ­ღაც ახ­ერ­ხებ­და, ძა­ლი­ან ბევ­რი ეკ­ითხა. ანუ ოდ­ე­ნის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თხზვას, კითხ­ვა­სა და – შუ­ა­ლე­დებ­ში – მარ­ტი­ნის მოხ­მარ­და. მას­თან სა­უ­ბა­რი მუ­დამ ერ­თი თე­მით იწ­ყე­ბო­და: რა წა­ვი­კითხე მე, რა წა­ი­კითხა მან.

– თქვენ­თ­ვის თუ წარ­მო­ად­გენ­და პრობ­ლე­მას ოდ­ე­ნის ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი?

– თა­ვი­დან (მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა­ფე­რი­სა, რაც მის შე­სა­ხებ წა­მე­კითხა) მე ეს არ ვი­ცო­დი. რო­ცა გა­ვი­გე, ამ­ას ჩემ­ზე არ­ა­ნა­ი­რი გავ­ლე­ნა არ მო­უხ­დე­ნია. პი­რი­ქით, მე ეს აღ­ვიქ­ვი, რო­გორ სა­სო­წარ­კ­ვე­თის კი­დევ ერ­თი, და­მა­ტე­ბი­თი სა­ბა­ბი. საქ­მე იმ­ა­შია, რომ პო­ე­ტი ამ­ა­თუ­იმ ფორ­მით მუ­დამ მარ­ტო­ო­ბის­თ­ვი­საა გან­წი­რუ­ლი. ეს ის­ე­თი საქ­მეა, რო­მე­ლიც დამ­ხ­მა­რე­ებს არ სა­ჭი­რო­ებს. და რაც უფ­რო დიდ­ხანს წერ, მით უფ­რო შორ­დე­ბი ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს. იმ დრო­ი­სათ­ვის მე საკ­მა­ოდ კარ­გად ვიც­ნობ­დი ნა­ტი­ფი სიტყ­ვი­ე­რე­ბის ის­ტო­რი­ას, რა­თა მივ­მ­ხ­ვ­და­რი­ყა­ვი, რომ პო­ე­ტის ცხოვ­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კე­თილ­დ­ღე­ო­ბით ვერ გა­მო­ირ­ჩე­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით. თუმ­ცა იყვ­ნენ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც. ოდ­ე­ნი ჩემ­ზე ძა­ლი­ან მარ­ტო­სუ­ლი კა­ცის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და. ვფიქ­რობ, რაც უფ­რო ძლი­ე­რია პო­ე­ტი, მით უფ­რო სა­ში­ნე­ლია მი­სი სი­მარ­ტო­ვე, მით უფ­რო უიმ­ე­დო…

– თვი­თონ ოდ­ენს არ­ა­სო­დეს უს­ა­უბ­რია თქვენ­თან ამ­ის შე­სა­ხებ?

– არა, არა. ჯერ ერ­თი, რომც ეთქ­ვა რა­მე, ჩე­მი მა­შინ­დე­ლი ინგ­ლი­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბას არ მოგ­ვ­ცემ­და, ამ სა­კითხ­ზე მეტ-ნაკ­ლე­ბად სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უ­ბა­რი გა­მოგ­ვ­ს­ლო­და. მე­ო­რეც, თა­ვი­სი ას­ა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოდ­ე­ნი სულ სხვა სკო­ლას მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბო­და. ეს იყო ვიქ­ტო­რი­ა­ნუ­ლო­ბით ნი­შან­დე­ბუ­ლი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მი. სრუ­ლი­ად სხვა სორ­ტი.

– იმ დას­კ­ვ­ნამ­დე მივ­დი­ვართ, რომ ოდ­ე­ნის ცხოვ­რე­ბა და თა­ვად ოდ­ე­ნი ერთ­გ­ვარ ეს­თე­ტი­კურ ფა­სე­უ­ლო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ? ოდ­ენ­მა შექ­მ­ნა “მი­თი ოდ­ენ­ზე”, რო­მელ­შიც თვი­თონ ძველ­ბერ­ძე­ნი ცი­ნი­კო­სია ღრმა ნა­ო­ჭე­ბით, ალ­კო­ჰო­ლიზ­მით, ჭუჭყი­ა­ნი ფრჩხი­ლე­ბით…

– იც­ით, ეს უკ­ა­ნას­კ­ნე­ლი “ღირ­სე­ბა” მის­თ­ვის არ­ა­სო­დეს შე­მი­ნიშ­ნავს.

 – და სწო­რედ ეს არ­ის მი­თი! თუ შე­გიძ­ლი­ათ, აღ­წე­როთ ოდ­ე­ნის სა­ხე?

– მას ხში­რად ად­ა­რებ­დ­ნენ გე­ოგ­რა­ფი­ულ რუ­კას. მარ­თ­ლაც ჰგავ­და რუ­კას, ცენ­ტ­რ­ში ჩას­მუ­ლი ორი პა­ტა­რა თვა­ლით, იმ­დე­ნად იყო მი­სი სა­ხე და­ღა­რუ­ლი ნა­ო­ჭე­ბით. მი­სი სა­ხე ხვლი­კის ან კუს ტყავს მა­გო­ნებ­და.

– სტრა­ვინ­ს­კი ამ­ბობ­და, თუ ოდ­ე­ნის სა­ხის და­ნახ­ვა გვინ­და, ჯერ მი­სი გა­უ­თო­ე­ბა მოგ­ვი­წევ­სო. ჰენ­რი მუ­რი, პი­რი­ქით, აღ­ტა­ცე­ბით სა­უბ­რობ­და “ღრმა ნა­ო­ჭებ­ზე, რომ­ლე­ბიც გუთ­ნით ახ­ალ­მოხ­ნულ ველს ჰგვა­ნან”. თა­ვად ოდ­ე­ნი სა­კუ­თარ სა­ხეს ად­ა­რებ­და სა­ქორ­წი­ნო ტორტს წვი­მის შემ­დეგ.

– გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი სა­ხე ჰქონ­და. სა­კუ­თა­რი ფი­ზი­ო­ნო­მი­ის არ­ჩე­ვა რომ შე­მეძ­ლოს, ან ოდ­ე­ნის სა­ხეს ავ­ირ­ჩევ­დი, ან ბე­კე­ტი­სას. უფ­რო ოდ­ე­ნის.

© ”არილი”

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button