ლიტერატურამოთხრობასაინტერესოსაკითხავი

გოგი ნარეკლიშვილი – მოკლემეტრაჟიანი კინოსცენარი ლეშისმჭამელი

სცენარის ესკიზი.

ეპიზოდი I

კლდის ნაპრალი. შიგნით ჩაყრილი არის გვამები, რომლებსაც ყორნები კორტნიან. ეკრანი ჩაბნელდება. გამოჩნდება ცისარტყელის ფერები. ჩვეულებრივი ოთახზე გადავა კადრი. ჩაის ჭიქა და სიგარეტი დაწყობილი მაგიდაზე და ირგვლივ ბროწეულები და ფოთლები. შუქი ჩაქრება და ეკრანზე ისევ დაბნელდება. შემდეგ ისევ ცისარტყელის ფერები ერთმანეთში გარდამვალი. გამოჩნდება უდაბნოში მდგარი ჯვარი განმარტოებით და მტრედი ზეთისხილის რტოთი. კადრი გადავა და ცარიელ ეკრანზე გამოჩნდება გლობუსი, რომელშიც ეს ეპიზოდი არის მოთავსებული. კადრი შემდეგ გადავა ყინულიან მთაზე და მომენტალურად დაბრუნდება ოთახში, სადაც მაგიდასთან არის მოლბერტი და დახატულია ეპიზოდი იგივე გლობუსში ჩასმული მტრედის გამოსხულებით ზეთისხლის რტოთი ჯვართან უდაბნოში. ტილოს ზედ აწერია “დროში გაყინული ინტრიგა”. ეკრანი ისევ დაბნელდება. კადრი გადავა ოთახში რომელიც არის ჩაბნელებული და შუქი აინთება. ვხედავთ ფურცლებს რომლებიც ოთახში იწვიან ფუნჯის ტილოებთან ერთად. ისევ წავა ცისარტყელის ფერების ტრიალი და გაისმება დინამიტის აფეთქების ხმა და კივილი. კადრი დაბრუნდება იქიდან სადაც დაიწყო. უფსკრულში ჩავარდნილ ცეცხლწაკიდებულ გვამებს ყორნების გუნდი არს თავს მოქცეული.

ეპიზოდი II

ყორნები გადაუფრენენ ზღვას და ვარდებს ყრიან პირიდან. ჩაყრილი ვარდები გარდაისახებიან აკვანებად, რომლებსაც შავი გველები ეხვევა და აკვნები წყალში იძირებიან. გაიელვებს ცაზე. გამოჩნდება მთვარე, რომელსაც შავი გველი ყავს შემოხვეული და მოდის საშინელი წვიმა. ზღვაში გამოჩნდება კიდობანი, რომელიც მარტო წრიალებს. კიდობანს დიდი ლათინური ასოებით აწერია “Charta non erubescit” (ქაღალდი არ წითლდება).

ეპიზოდი III

ყორნები კლდეზე გაშენებულ ქალაქს მიაღწევენ და შეფრინდებიან სასახლეში. იქ არის სარკეთა საპყრობილეში გამომწყვდეული იესო. ყველგან ანთია შანდლები და მისი ალით გასხივოსნებულია ყველაფერი. იესო სრულიად შიშველი დააბიჯებს სასახლის პალატებსა და დარბაზებში შანდლებსა და სარკეებს შორის. სარკეებთან ამოზრდილია ქვები, სადაც დგას გალიები, რომლებშიც ჩამწყვდეულები არიან ბეღურები და როგორც საკენკს ისე კენკავენ ხმელ თავისქალებს. იესო მარტო დაიარება სრულებით სასოწარკვეთილი სახის გამმეტყველებით. ამ დროს შემოფრინდებიან ყორნები და გარდაისახებიან ჯერ პეპლებად და შემდეგ ანგელოზებად, რომელთაც უჭირავთ შუბები. ზოგიერთ მათგანს გამჭირვალე გულიდან, რომლის ფეთქვა დარბაზებში მუსიკასავით ისმის გადმოსდით შავი, თეთრი და წითელი ობობები და სარკიდან სარკეზე აბავენ ქსელებს და ამ ქსელებს ანათებს შანდლების შუქი. ქსლებში ჩამწყვდეულები არიან პეპლები და გამოჩნდება ოთახი სადაც არის “საიდუმლო სერობა” ლეონარდო და ვინჩის და საათი მხოლოდ, რომელიც უჩვენებს შუაღამის სამ საათს. კადრი დაბრუნდება პალატაში.

ანგელოსები (ერთხმად როგორც ქორო): დრო დადგა თორემ… უნდა აღვასრულოდ.

იესო : არ შემიძლია.

ეპიზოდი IV

შავი ამოზრდილი ქვებიდან გადმოვარდებიან გალიები და გარდაიქმნებიან შავ ლოდებად და ლოდებთან დაიყრებიან მკვდარი ბეღურები. ანგელოზები დადგავენ პალატის ცენტრში სამსხერპლო უზარმაზარ ქვაბს, რომელსაც სულის ჩაბერვით გააჩენენ. (ამოსუნთქვით) შეწვავენ ბეღურებს და კვამლში შთაითანთქება პალატა. კვამლსა და ნისლში სასახლის სარკმელს გამოაღებს თეთრი დრაკონი.

თეთრი დრაკონი : მე ვარ სირიუსის დრაკონი. უკვე დროა აღსრულდეს.

იესო : არ შემიძლია.

ანგელოსები ერთხმად : ის უკვე დამარცხდა.

გარდაისახებიან ყორნებად და სირიუსის დრაკონს გაყვებიან სარკმელში. ველზე მიდის სირიუსის დრაკონის ხელმძღვანელობით ანგელოსთა რაზმი. კადრი გადავა ისევ ზღვაზე. ციდან გამოიხსნება სარკმლები და მოდის სისხლის წვიმა. ხომალდი ტივტივებს ზღვაზე. კადრი გადავა მთვარიან ტყეში სადაც ნაცრისფერი მგელი ცისარტყელას ჭამს და ისმის max RICHTER (Sleep Reconstructed).

ეპიზოდი V

იესო გამოვა სასახლიდან და ზღვაზე გაეფინება სინათლის სხივი. გადავა იესო შიშველი სინათლის სხივზე და როდესაც ზღვას გადაივლის ის დაინახავს მღვიმეს , რომელშიც შევა. იქ საღამოს შუქში ლოცულობს და მხოლოდ შემოსული მთვარის შუქი ანათებს. მოულოდნელად ჩრდილები ბნელი მღვიმიდან ხელებს გამყოფენ და იესოს თავში მოკიდებენ. წამიერად ეკრანზე ჩნდება ედუარ მუნკის “კივილი” და უმალვე ქრება. . იესო ღრიალებს და როდესაც ხაფი ღრიალი გასრულდება მას ფეხებს ულოკავენ ენით ჩრდილები. ჩრდილები ქრებიან და მის ფეხებთან მიდის ტალახიანი წყალი ნელა მღვიმეში, რომელშიც მიცურავს მოჭრილი ჩვილის თავი. იესო გაედევნება მოჭრილ თავს და გააღწევს მღვიმიდან. თავი ზღვაში ჩაიძირება და სანამ გაქრება ამოსძახებს (ჩვენ შენს გამო დაგკვლეს). ჩამოდგება უკუნი სიბნელე. იესო ისევ დაიკივლებს და დაეცემა გათიშული მღვიმეში.

ეპიზოდი VI

იესო ზღვაზე ფეხით გაივლის და ფსკერზე ვერტიკალურად ჩაეშვება. ის იწყებს ზღვის ფსკერზე ხეტიალსა და წრიალს. ყველგან არის ჩაყრილი მკვდარი ჩვილები, რომელსაც ცდილობს ფეხი აუქციოს, მაგრამ უძნელდება. ის ნელა დაწრწის გვამებს შორის. ზღვის ნიჭარებიდან და წყალმცენარეებიდან გამოვა შავი გველი, რომელსაც პირში შავი ვარდი უჭირავს. ის დიდხანს ატრებს იესოს და მიიყვანს ჩაძირულ ხომალდამდე, რომელთანაც არის დავარდნილი გახრწნილი მტრედი. ამ დროს ზღვაში დაეშვება ძვლებისგან შემდგარი კიბე საიდანაც ჩამოვა ფრთიანი ანგელოზი გასაღებით ხელში.

ფრთიანი ანგელოზი : თუ თაყვანს მცემ მე გასაღებს მოგცემ და დედამიწის ყოველი სამეფო შენი იქნება. მე თავად ვარ ეს გველი და ჩემი სახელი არის სატანაელი.

ეპიზოდი VII

მგელი ტყეში მიდის და კლდესთან სვამს რძეს. რძეში აირეკლება ცისარტყელა და მგელი შიგ გუბეში ტორს ჩადგავს. ეკრანი დაბნელდება. სცენა გადადის რომში, სადაც იქნება გადმოცემული იულიუს კეისრის სიკვდილს ისტორია მუნჯურად. დაახლოებით სამი წუთი. (Worakls – Nocturne). ამ სცენის დასრულების შემდეგ კადრი გადავა მაჯებზე ტაძარში. ქისებიდან იყრება ვერცხლი როგორც ფეტვი ისე და არ ჩანს ვინ ყრიან ვერცხლს ცარიელ ტაძარში. დაყრილ ვერცხლს კი ადამინები ჯოგურდ ეცემიან და კრეფენ.

ეპიზოდი VIII

იესო გამოართმევს გასაღებს და გააღებს ჩაძირულ ხომალდს. შიგნიდან გადმოგორდება ჩვილის მოჭრილი თავი, რმელიც დაიკივლებს – “ჩვენ შენს გამო მოვკვდით”. ამის შემდეგ ზღვის ფსკერზე ჩაყრილი ჩვილების გვამები გარდაიქმნებიან ჩონჩხებად და მათგან გაკეთდება მთა, რომლის თავზე დაიდგმება უძვირფასესი ტახტი. ზღვაში ამოიმართება უზარმაზარი ფალოსი, რომლიდანაც წვეთავს სისხლი და ზღვის ფსკერზე ეცემა. დაცემული სისხლის წვეთებიდან ზღვაში იშობა ყვავილნარები საიდანაც დაიბადება მარიამ მაგდალინელი და ყვავილნარის ტახტში ჩაწნულს იესოსთან აქვს სექსუალური აქტი. როდესაც იესო აქტს დაასრულებს უკვე მოლივლივე წყლის ჰაერში სატანა მას მიაწვდის ოქროს თასს, სადაც ასხია სისხლი. იესო დალევს სისხლს და გარდაისახება ბავშვად და დაჯდება აღმართულ ტახტზე. ირგვლივ გაჩნდებიან კუდიანი დემონები, რომლებიც ცეკვით ჯვარზე გაკრულ იმპერატორ ჰეროდეს ამათრახებენ რიტუალური ცეკვით. ცეკვის დროს სატანა აფრინდება და გაუსწორდება იესოს ტახტს და წარმოთქვამს მონოლოგს.

სატანა: შენ შენს გამო დახოცილთა გვამებისგან შემდგარ მთაზე გიდგას ტახტი და ხარ როგორც მეფე. ეს შენი უნებლიე ცოდვაა. არავინ არ არსებობს უცოდველი ამ ქვეყნად და ეს სიმართლეა. შენს გამო მდინარეში დაიხრჩნენ ჩვილები. ამან შენი ტახტი განაპირობა დაბადებიდან. გამოაღწიე მეს მარწუხებიდან და მიიღე საკუთარი ცოდვა და დაასრულე შენი სულის მოთხოვნილება უმანკოების მიმართ, რადგან შენი ტახტი ცოდვაზე დგას და ბრალეული უნებლიედ მაინც შენ ხარ. თუ ვერ დაძლევ უცოდველობისკენ მიმავალ გზას საკუთარ შიგნეულობაში ის დაიმსხვრევა და შენ არ გეყოფა ძალა აღასრულო ის რაც ჩვენ გვსურს. გიღირდა უამრავი ჩახოცილი ჩვილი ამ სანახაობისთვის რაც ახლა შენს წინაშეა.

იესო : (ხანგრძლივი დუმილის შემდეგ) . მიღირდა.

სატანა : შენ ჭეშმარიტი ესტეტი ხარ. მე შენ თაყვანი მეცი, რადგან დასძლიე შენში არარსებული უმანკოება და ქორის ბოროტი თვალით შეხედე კაცობრიობის საიდუმლოს. სიძულვილის ძლიერებით აღმოცენებულ ესტეტიკას, რადგან მხოლოდ მთვრალს შეგიძლია გაუსწორო ნამდვილად თავი შენს საკუთარ სიბოროტეს და არ მიენდო სინანულს, რადგან ამითაც მხოლოდ თავს განადიდებ. როდესაც დატკბები ბოროტებით და მას გარდაუვლობად მიიჩნევ ჩაწვდები სიძულვილს ძალას და ქვეყნიერებას მიიღებ ისეთს როგორც არის და ეს შენ უკვე შეძელი.

სატანის მონოლოგის შემდეგ ზღვის ფსკერზე აღიმართება ტაძარი. ირგვლივ მუხის და ვერხვის ხეები ამოიზრდებიან. მოცეკვავე დემონები გაიკეთებენ ბეჭდებს და ყველა ბეჭდები გარდაიქმნება მთვარედ, რომლებიც შევლენ ხეებში და იქ ჩაბეჭდილნი გააცისკროვნებენ შუქით ყველაფერს.

დემონები ერთხმად შესაძახებენ როგორც ქორო : (ამოვარდეს ქარიშხალი)

ამოვარდება ქარიშხალი და დაინგრევა ტაძარი. ამოიმართება უზარმაზარი მთა, რომელიც ზღვის თავამდე მიაღწევს ფსკერიდან და მზის სხივების ლიცლიცით იქნება განათებული. მთის წვერზე აღიმართება მუხის ხე, რომელზეც კაცია დაკიდებული და დაბლა დავარდნილია ყელგამოჭრილი შავი ცხენი, რომლის სისხლის წვეთები მთაზე ნელა მოედინება. ზედ ზის მამალი და სამჯერ დაიყივლებს.

სატანა : დაწვი ყველა ვინც არსებობს და მთიდან გადმოსჩქეფს წმინდა წყარო, რომელსაც ორივე დავლევთ და აქ გაჩნდება ჯადოსნური წიგნი, რომელშიც იქნება სიცოცხლის ხისკენ მიმავალი საიდუმლო გზა აღწერილი, რომელიც ღმერთმა გადაკეტა ადამიანებისთვის.

იესო ხომალდს მოუკიდებს ჩირაღდნით ცეცხლს და ის დაიწვება, მაგრამ მთაის წვერზე ამოსულ მუხაზე ჩამოკიდებულ კაცს ცეცხლი უკიდია და არ იწვება.

ეპიზოდი IX

ირგვლივ მცენარეებში ჩაფლული იესოს სძინავს. მცენარეები თითქოს ტვიის ქსოვილებია. დაკბილული სხვადასხვანაირად. შლეგი და ვაებით დატვირთული და ჩგლეჯილი როგორც უნაპირო ხლართი, რომლიდან გაღწევაც თითქოს არ არსებობს. ყველაფერი სისხლიან და საშიშ ქარბორბალას მოუცავს. იშლებიან ტვინის მჭამელი ნეირონები, რომელიც მცენარეებს გვავნან და ქარზე ყვავიილებად ამობურცულნი იფურჩქნებიან მზის შუქში წარხვეტილები და ისევ შიგნით იმალებიან. კუბოს გავს ყვავილნარი, მაგრამ კუბოსთვის სრულებით შეუფერებლად ლოტოსებში, ნარიცსებსა, გლიცინიებსა და კოლიბრებში ჩაყვინთულ იესოს მზის სიკაშკაშე დანათის და თითქოს არც კი აქვს არანაირი ნაკლოვანება, მაგრამ ჩრდილები დასთამაშებენ მას გარშემო და მწყობრად საკუთარი ხელებით ზელენ ფეკალიებს ტალახში შეზავებულს და რკალად თოვლის გუნდების მსაგვსად აყრიან წრიულად მძინარე მაცხოვარს, რომელის ნატანჯ და საოცრად მსუბუქ სხეულში მზის შუქის ლივლივის მკვირცხლი ნეტარება შეინიშნება, მაგრამ ჩრდილები არ ისვენებენ. ბარბელოს სამეფოს ვარსკვლავთშორის ღამის შუქი დაცურავს ზედ მძინარის პირს და კრთის ლოცვებად. ჩრდილები კი არ ისვენებნ და პატარა ჯოხებით ხვრეტენ ფეკალიებს თითქოს სურთ მძინარე იესოში დაინახონ რაღაც ცოდვა და გახვრეილ ფეკალიაში პირდაპირ წრეში იპოვონ ლაქა. ჯოხით ხვრეტენ ჩრდილები ტალახიან ფეკალიას და თავად ჩადიან განხვრეტში და ხდებიან ლაქა. ამ დროს ქალი წაადგება იესოს და მიწას აყრის. მძინარე ბორგავს რომ არ შეეხონ, არ მიეკარონ. ის კი აყრის მიწას და აყრის და სულ უფრო მეტად. შიშველი მკერდიდან დუჟი და ზიზღი ეღვრება და უცებ მთვარე დაანათებს მძინარეს. იქვე იესო ხესთან დაინახავს ჩამოკიდებულ იუდას თოკზე და ხეზე გველები არიან შემოხვეული და სისინებენ. ყველა გუნდასავით მომრგვალებული და დათოვლილი ფეკალია ჩრდილების მიერვე ხეს მისდის ტყორცნილ ქვასავით, მაგრამ სცილდება ჩამომხრჩვალ იუდა ისკარიოტელს და ხეს ხვდება, მაგრამ იესო ხედავს რომ ნასროლ ქვებზე ჩამომხრჩვალს პირიდან სისხლი სდის და ღებინება ეწყება და როდესაც ჩრდილები სროლად მოამთვარებენ იესოს ეჩვენება რომ მკვდარმა თვალებიდან გამონათა და მთვარის შუქიდან ლაქა სტყროცნა პირდაპირ შუბლზე მაცხოვარის მზიურ ყვავილებში ჩაწვენილ და განბანილ სულს. ” შენ ჩემი ლაქა ხარ იუდა”. წარმოთქვა მაცხოვარმა და სარკოფაგში გამოერიძა. ირგვილვ სამარისებური სიჩუმე დასადგურებულიყო. არც იუდა, არც გრაალი და არც არავინ გარშემო გარდა რამდენიმე მიძინებული მხევალი ქალისა. და სად გაქარა ყველაფერი? ჯვარი, წამება, ნასროლი ქვები, კანონთა დაფები თუ აღდგომა?. ის აღდგა. ის მკვდრეთით აღდგა და უმალ ლაქას დაუუწყო ძებნა.

ეპიზოდი X

სცენა იწყება დაბურული ტყის კადრით რომელსაც საშინელი ქარი ლეწავს, შორიდან მოდის მდინარის ხმა. ჩნდება მოხუცი ქალი, ძველი ლაბადით და დიდი მგელი, გარშემო ცხოველების და ადამიანების ძვლებია. ქალი საკუთარ ხელს აჭმევს მგელს და ტკივილისგან კვნესის. სცენა გრძელდება დაახლოებით ორი წუთი, ქალს პირიდან სისხლი გადმოდინდება, მგელი ყბას აგლეჯს და კვდება. იწყება თოვა. მგელი ტოვებს ტყეს. მომდევნო კადრში ჩნდება შავი გველებისგან დაწნული სასახლე, ბნელ ველზე, ძველი რუნების ანბანით ნაცრისფერი გველები აწერენ ,,ნიდაველირ” სასახლის საკვამურში წვეთ წვეთად ჩამოდის გველის შხამი

ეპიზოდი XI

იესო : მის გარდა ყველა დავწვი. ის კი არ იწვება.

სამჯერ დაიყივლებს მამალი. ამოვარდება ქარიშხალი და დაინგრევა ტაძარი. დანგრეული ტაძრის ნაცვლად გაჩნდება სარკე. იესო ბავშვიდან კვლავ გარდაისახება ადამინად. გაივლის სარკეში და აღმოჩნდება პალატაში. . სარკეთა საპყრობილეში ისევ შანდლები ანათებენ. სარკმლიდან შემოფრინდება თეთრი სირიუსის დრაკონი. ხელში უჭირავს სამკაპი. იესოს სამკაპით მკერდს გაუპობს და მისი გული გადმოვარდება დაბლა. და სარკმლიდან გაფრინდება. სირიუსის დრაკონი გულის ნაცვლად მას ჩაუსხვამს დახვეულ გველს და სამკაპს ხელახლა შეარჭობს, მაგრამ გულიდან სისხლის წვეთები აღარ წამოვა.

სირიუსის დრაკონი : მზად ხარ.

იესო : სანამ ცის მყარზე ყველა ბეღურა არ დაჯდება ვარსკვლავად მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი.

ეპიზოდი XII

ზამთრის პეიზაჟი. საფლავზე გათოშილი ბეღურა განმარტოებულ ხეზე ობლად ზის ვარსკვლავიანი ღამის ფონზე. იქვე დაჩოქილნი არიან აჩრდილები და ღრიალებენ. ბეღურა არ ფრინდება. შორს მოჩანს ტაძარი, რომელსაც ცეცხლი აქვს წაკიდებული.

ეპიზოდი XIII

სირიუსის დრაკონი მიფრინავს მარტო უდაბნოში.

ეპიზოდი XIV

სრულებით იდენტურად გადმოტანილი სცენა სადაც გადმოცემულია ბიბლიაში უდაბნოში სატანაელისა და იესოს შეხვედრა და საუბარი.

ეპიზოდი XV

ობელისკზე ზის ყორანი. მის წინ მიდის შავ მანტიაში გამოწყობილი იუდა ისკარიოტელი ეკლის გვირგვინით და თან ჭამს ბავშვებს, რომელიც მის ფერხთით ყრია მთვარის შუქზე. ყორანი ამბობს : აღარასოდეს მეტად.

ეპიზოდი XVI

კადრში ჩანს ბნელი ოთახი რაც დასაწყისში. შუქი ჩაირთობა. კამერა დააფიქსრებს მაგიდაზე ყავას და სიგარეტს. ყავაში ირკლება როგორ იჭრება დანით თითი და სისხლი ეწვეთება ფურცელს ნელ-ნელა.

Via
https://www.facebook.com/fridrixqveynismshveleiohaiodan

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button