PDFლიტერატურამოთხრობაწიგნები

ფრანც კაფკა – შიმშილის ხელოვანი

ტრაპეციის ოსტატმა, თავიდან სრულყოფისკენ სწრაფვის მიზნით, შემდგომ კი ტირანიაში გადაზრდილი ჩვევის გამო, თავისი ცხოვრება ისე მოაწყო, რომ ამ თეატრში მუშაობის განმავლობაში ტრაპეციიდან არც დღე, არც ღამე არ ჩამოდიოდა. ცნობილია, რომ ეს ხელოვნება, რომელსაც ოსტატები ვარიეტეს მაღალ გუმბათებში ეუფლებიან, ყველაზე რთულია ადამიანის მიერ მიღწეულთაგან. მის არც ისე ბევრ მოთხოვნილებას მსახურები ასრულებდნენ ერთმანეთის მონაცვლეობით. ისინი დაბლა სდარაჯობდნენ და ყველაფერს, რაც მაღლა იყო საჭირო, თვითნაკეთი ჭურჭლით ეზიდებოდნენ ზემოთქვემოთ. ოსტატის ცხოვრების ასეთი წესი გარშემომყოფთათვის განსაკუთრებულ სირთულეებს არ ქმნიდა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button