
Intel-ის მე-11 თაობის მობილური პროცესორები ზოგიერთ დესკტოპ პროცესორზე მაღალი წარმადობის იქნება
2021 წლის დასაწყისში კომპანია Intel დააანონსებს მე-11 თაობის Tiger Lake-H მობილურ პროცესორებს, რომლებიც წარმადობით ზოგიერთ დესკტოპ პროცესორზე აღმატებული იქნება.
Tiger Lake-H სერიის წარმომადგენელი გამოჩნდა UserBenchmark-ის ბაზაში სახელწოდებით “Intel 0000”. პროცესორები დამზადებული იქნება 10-ნანომეტრიანი SuperFin ტექნოლოგიით Willow Cove მიკროარქიტექტურის ბაზაზე, მათ ექნებათ 8 ბირთვი Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერით, სიხშირე კი – 3.1 გჰც. მათი სიმძლავრის გათვალისწინებით, სავსებით დასაშვებია, რომ ეს პროცესორები კონკურენციას გაუწევენ Comet Lake-ს, ამასთან ამ პროცესორების სიხშირე გაცილებით დაბალია ისევე, როგორც TDP-ის დონე.

პროცესორის გრაფიკული ბირთვი კვლავ დაფუძნებული იქნება Intel Xe არქიტექტურაზე, მაგრამ U ვერსიისაგან განსხვავებით, Tiger Lake-H-ს აქვს მხოლოდ 32 ბლოკი, Tiger Lake-U-ს კი 96. პროცესორს ექნება მხოლოდ DDR5 ტიპის მეხსიერების მხარდაჭერა.
ეს იქნება პირველი 10-ნანომეტრიანი ფლაგმანური მობილური პროცესორები, რომლებიც გამოყენებული იქნება გეიმინგ-ლეპტოპებში. სიმძლავრით ისინი აღმატებულნი იქნებიან APU Ryzen 4000H-ზე, თუმცა მათი გამოსვლის დროისთვის ბაზარზე გამოვა AMD Ryzen 5000H.
კომპანიამ ადრე გამოუშვა Intel Tiger Lake-U პროცესორები, რომლებიც წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა ჰქონდათ მხოლოდ 4 ბირთვი.