ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Ethereum-ის ჰეშრეითი და მაინინგის სირთულე ახალ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა

კაპიტალიზაციის მხრივ სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა Ethereum-ის მოპოვების სირთულემ, ასევე მისმა ჯამურმა გამომთვლელმა სიმძლავრემ ახალ ისტორიულ მაქსიმუმებს მიაღწია. 

სირთულის წინა რეკორდული მაჩვენებელი, 3606 TH, Etherscan-ის თანახმად დაფიქსირდა 2018 წლის 9 აგვისტოს. კვირას, 29 ნოემბერს ეს მაჩვენებელი 3748 TH-ამდე გაიზარდა. 

image.png

წყარო: Coinwarz. 

2018 წლის 9 აგვისტოს ასევე შეინიშნებოდა ჰეშრეითის წინა მაქსიმალური მაჩვენებელი – 295.91 TH/s. სტატიის წერის მომენტში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 312.63 TH/s-ამდე. 

image.png

წყარო: Coinwarz. 

Ethereum-ის ქსელში ტრანზაქციის საშუალო მოცულობა მცირე ხნის წინანდელი, 7.7 აშშ დოლარამდე ზრდის შემდეგ შემცირდა 1.1 აშშ დოლარამდე. სტატიის წერის მომენტში მონეტის გასაყიდი ფასი 550 აშშ დოლარზე ოდნავ მეტი იყო. 

შეგახსენებთ, 1 დეკემბერს შედგება Ethereum 2.0 ნულოვანი სტადიის ამოქმედება. სადეპოზიტო კონტრაქტის ბალანსმა, რომელიც ETH-ის არსებული ქსელიდან ETH2-ზე გადატანის საშუალებას იძლევა, გასულ კვირაში აუცილებელ ზღვარს გადააბიჯა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button