თვითგანვითარება

ოქროს წუთი, რომელიც ყოველდღე დგება

შესაძლოა ამის შესახებ არ გსმენია, თუმცა ყოველდღიურად არის პერიოდი, როცა გარსი თხელდება და შენი ცნობიერი წყაროს ყველა ღრმა დონემდე უკავშირდება. ეს მხოლოდ ერთი წუთი გრძელდება და შეუმჩნევლად გაივლის ხოლმე.

ოქროს მომენტში ეგო ბოლომდე დათრგუნულია და შენ ბოლომდე იღებ ყველაფერს, რაც წყაროსგან მოგეწოდება. თუნდაც გეძინოს, ეს მომენტი შენში მაინც დგება. ამ დროს შენი გული და ცნობიერი ერთმანეთს უკავშირდება და ძალას ქმნის.

გაუგებარი კონცეფციის მიუხედავად, ამ ყველაფრისგან სარგებელი ყველამ შეგვიძლია მივიღოთ. შენ შეგიძლია შეიგრძნო ყველაფერი რაც გსურდა, თუ ამ მომენტის ძალებს ერთმანეთს სწორად დაუკავშირებ. ეს მომენტი პერიოდია, როცა შენი მფარველ ანგელოზს მოქმედების თავისუფლება ეძლევა შენს ცხოვრებაზე.

რაც უფრო შეძლებ ამ წუთის ყოველდღიურად დაჭერას და გამოყენებას, უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება შენს ცხოვრებაში. შენ გამაჯანსაღებელი ენერგიების შეგრძნებას დაიწყებ, რომლებიც შენკენ მოემართებიან. დიდია ალბათობა, რომ ემოციური მდგომარეობა გამოგისწორდეს. რაც მეტს იღებ ამ მომენტისგან, მეტად დაკავშირებული ხდები სამყაროსთან.

ოქროს წუთს ვედური ფესვები აქვს. სჯერათ რომ რასაც ამ დროს ითხოვ ყველაფერი აგიხდება, ასე რომ სურვილიც ფრთხილად უნდა შეარჩიოთ.

ოქროს წუთი შემდეგნაირად შეგვიძლია მივაგნოთ. დღეს 9 თებერვალია, 09-02, შესაბამისად, ოქროს წუთი დღეს 9 საათსა და 2 წუთზე იყო. რიცხვი საათს გვიჩვენებს, თვე კი წუთს. 25 რიცხვიდან 31-მდე ფორმულა ბრუნდება. ანუ, 25 თებერვალს ოქროს წუთი 02:25 წუთზე დადგება.

ამ დროს თქვენს ფიქრებს უნდა ჩაუღრმავდეთ, იფიქრეთ სამყაროზე, რომელთანაც თქვენ უწყვეტი კავშირი გაქვთ. იფიქრეთ თქვენს სურვილებზე, რომლებიც მთელი გულით გსურთ და ირწმუნეთ, რომ თქვენ მთლიანობის ნაწილი ხართ და რომ თქვენი მომავალი თქვენ ფიქრების პარალელურად წარიმართება.

თუ მედიტაციის საშუალება გაქვთ, თავი თავისუფლად იგრძენით, ეს მხოლოდ დაგეხმარებათ. ოქროს წუთს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ვინც არსებულ ენერგიებზე მუშაობს, მათთვის ეს პრაქტიკა სასარგებლო იქნება. გახსოვდეთ, მთავარია რწმენა. რწმენის გარეშე სამყარო ვერ მოგისმენს…

მომზადებულია Awarenessact.com-ის მიხედვით

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button