ბიოგრაფია

ზურაბ ქარუმიძე – ბიოგრაფია

მწერალი, კულტუროლოგი. დაიბადა 1957 წელს, თბილისში. დაამთავრა თსუ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით. 1984 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე “მახვილგონიერების ფენომენი ჯონ დონის პოეზიაში.” პირველი მოთხრობა 1990 წელს გამოაქვეყნა გაზეთში ლიტერატურა და სხვა. 1995 წელს ლიტერატურულ ალმანახში «ახალი დროება» დაიბეჭდა მისი პროზაული პოემა «გიჟი მექუდე». 1998 წელს გამოვიდა მოთხრობათა კრებული Oპერა; 2000 წელს რომანი «ღვინომუქი ზღვა»; 2003 წელს რომანი «თხა და გიგო». გამოქვეყნებული აქვს ნარკვევები ფილოსოფიურ და კულტუროლოგიურ საკითხებზე. იყო ახალი დროების და ინგლისურენოვანი ჟურნალების Georgia/Caucasus Profile-is და Caucasus Context-is Tanaredaqtori თანარედაქტორი. ამჟამად თანამშრომლობს ვაშინგტონის უნივერსიტეტთან სენტ-ლუისში (აშშ) და რადიოსთან “სინდიკატი 104.3.”2010 წელი – პრემია «საბას» ლაურეატი, წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – «ჯაზის ცხოვრება» (გამომცემლობა « სიესტა »).

Source
http://siestabooks.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button