PayPal-ის CEO: Bitcoin-ის, როგორც საგადახდო საშუალების გამოყენება მის ფუნქციონალურობას აამაღლებს
PayPal-ის ხელმძღვანელი დენ შულმანი მიიჩნევს, რომ საბოლოოდ Bitcoin-ი უფრო მეტად გამოყენებული იქნება ყოველდღიური გადახდებისთვის, ვიდრე როგორც დაზოგვის საშუალება. ამის შესახებ მან CNBC Squawk Box-თან ინტერვიუში განაცხადა.
კორონავირუსის პანდემიის დროს ნაღდი ფულის გამოყენება მნიშვნელოვნად შემცირდა, ამბობს შულმანი. მისივე თქმით, მომხმარებელთა დაახლოებით 70%-ს აღარ სურს მათთან ურთიერთობა.
მიმდინარე თვეში PayPal-მა წვდომა გახსნა Bitcoin-სა და რამდენიმე Altcoin-ზე თავისი ამერიკელი მომხმარებლებისთვის და მუშაობს სავაჭრო პლატფორმებზე ინტეგრაციისთვის, რაც გამყიდველებს საშუალებას მისცემს მიიღონ ციფრული გადახდები.
”კრიპტოვალუტის, როგორც ყოველდღიური შესყიდვების პოტენციური გადახდის ინსტრუმენტის გამოყენება, გაზრდის მის ფუნქციურობას და დაასტაბილურებს მას“ – თქვა დენ შულმანმა და აღნიშნა, რომ კომპანიამ მომსახურების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარა გლობალურ რეგულატორებთან.
მისივე თქმით, მომავალ წელს ვაჭრებს შეეძლებათ Bitcoin-ის, როგორც საანგარიშსწორებო საშუალების მიღების შესაძლებლობა.
ადრე დენ შულმანმა თქვა, რომ PayPal დეკემბერში უზრუნველყოფს აშშ-ის მასშტაბით კრიპტოსავალუტო სერვისებზე წვდომას, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში ისინი სხვა ქვეყნების მომხმარებლებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, საინვესტიციო კომპანია Pantera Capital-ის გამოთვლებით, ამჟამად PayPal-ის მომხმარებლები ყიდულობენ Bitcoins-ის დაახლოებით 70%-ს. აქტიური შესყიდვების კომბინაციაში Square-ის აპლიკაცია Cash App-ის საშუალებით ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირველი კრიპტოვალუტის დეფიციტზე და, შესაბამისად, იწვევს აქტივის ფასის ზრდას.