
Samsung გამოუშვებს პირველ დაცულ სმარტფონ Xcover-ს 5G მხარდაჭერით
ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, კომპანია Samsung-მა დაიწყო ახალ, მაღალი გამძლეობის სმარტფონზე მუშაობა. რესურს GalaxyClub-ის მონაცემებით, საუბარი ეხება Xcover-სერიის პირველ მოწყობილობას, რომელსაც მეხუთე თაობის მობილური კავშირის მხარდაჭერა ექნება.
ახალი მოწყობილობის კოდური დასახელებაა SM-G501B. სამწუხაროდ, ტექნიკური მახასიათებლები ჯერ არ გახმაურებულა. მაგრამ ცნობილია, რომ სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Android 11-ით.
დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ სმარტფონი კომერციულ ბაზარზე Galaxy Xcover 5-ის სახელით შემოვა. ცხადია, წინა თაობის მოდელის მსგავსად, ახალ სმარტფონს ექნება დაცვა ტენიანობისგან, მტვრისა და გარე ზემოქმედებისგან IP68 და MIL-STD 810G სტანდარტების შესაბამისად. მომხმარებლებს შეეძლებათ ეკრანთან ურთიერთობა ხელთათმანებით.

Galaxy Xcover 5-ის ოფიციალური ანონსი მომავალი წლისთვის არის მოსალოდნელი. შესაძლოა, ზოგიერთ ბაზარზე ახალი პროდუქტის შეთავაზება მოხდეს მხოლოდ მეოთხე თაობის 4G / LTE ფიჭური კომუნიკაციების მხარდაჭერით.
აქვე აღვნიშნავთ, რომ Samsung-ი ამჟამად არის მსოფლიოში სმარტფონების უდიდესი მომწოდებელი. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში სამხრეთკორეული გიგანტის წილმა IDC-ის შეფასებით 22.7% შეადგინა.