
კომპანია SpaceX-მა წარმატებით გაუშვა რაკეტა Falcon 9 კოსმოსურ ხომალდ Dragon-ით პილოტირებული მისია Crew-1-ის ფარგლებში. საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ გაფრინდნენ ამერიკელი ასტრონავტები Michael Hopkins, Victor Glover, Shannon Walker, აგრეთვე იაპონელი ტაიკონავტი Soichi Noguchi.
თუ არ ჩავთვლით Crew Dragon-ის სატესტო პილოტირებული ფრენებს, 16 ნოემბრის ღამის Crew-1-ის მისია გახდა ცხრა წლის მანძილზე პირველი დამოუკიდებელი პილოტირებული კოსმოსური ფრენა, რომელიც აშშ-მა განახორციელა.
რაკეტის აფრენა განხორციელდა ფლორიდის შტატში არსებული კანავერალის კოსმოდრომიდან.

ფოტოს წყარო: SpaceX
გაშვებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ რაკეტა Falсon 9-ის მრავალჯერადი პირველი დონე წარმატებით დაეშვა SpaceX-ის მცურავ პლატფორმაზე ფლორიდის სანაპიროზე.
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე რაკეტა SpaceX Crew Dragon მისია Crew-1-ის ეკიპაჟთან ერთად გაშვების დროიდან დაახლოებით 16 საათში მიაღწევს.