PDFმოთხრობაწიგნები

ნოდარ დუმბაძე – ნაფიქრალი

“მამა, მე უკვე თითქმის შენხელა ვარ… აღარ მახსოვს მერამდენედ ვკითხულობ შენს ნაწერებს, თუმცა, აღარც ვკითხულობ, მე ყველაფერი ზეპირად ვიცი, მე ვცხოვრობ მათ მიხედვით – ყველაფერი, რაც შენ დატოვე – ანდერძია!
 გამოგიტყდები, ყოველთვის ვერ ვარ დამჯერი შვილი, ყოველთვის ზედმიწევნით ვერ ვასრულებ შენს ნაანდერძევს, მაგრამ გეფიცები ვცდილობ…
 მე დიდი ხანია შევეჩვიე აზრს, უფრო სწორად რეალობას, რომ ეს მხოლოდ ჩემთვის დაწერილი ანდერძი არ არის, რომ შენ მხოლოდ ჩემი არ ხარ! ამაში თითქოს უშენოდ, განვლილმა 29 წელმა დამარწმუნა, რომე ერთი დღე არ ყოფილა უშენოდ. ბევრი ადამიანი შემხვდა ამ 29 წლის განმავლობაში – დალხინებულიც და გაჭირვებულიც, გზააბნეულიც და წარმატებულიც, ბოროტიც და კეთილიც, საოცარი იცი რა არის, მამა, რომ შენი ხატიასავით შენს მზეს ყველა მათგანი თავისებურად კი არა ერთნაირად ხედავს, შენი ბაჩანასავით ერთნაირად ესმის მარადისობის კანონი და ზაზასავით ერთნაირად სჯერა სამართლიანობის, სიყვარულის და სიკეთის.
 ყველაფერი რასაც თავი მოვუყარე ამ წიგნში ბავშვობიდან შენს საწერ მაგიდაზე მხვდებოდა გაშლილი, შენ ხომ არასდროს მალავდი ხელნაწერებს, ხან შენი ხმა მესმის, საჯარო გამოსვლების წინ საღამოობით რომ გვიკითხავდი დედას, მანანას და მე შენ სამუშაო ოთახში, შენი სევდიანი და იმავდროულად მოელვარე თვალებიც მახსოვს, შთაბეჭდილებას რომ გიზიარებდით… ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა… შენი თავდავიწყებით სიცილი…
 აქ ყველაფერი არ არის, რაც შენ დატოვე, მაგრამ ეს შენი ნაფიქრალის ის ნაწილია, რომელიც მხოლოდ ჩვენ არა, სხვა ბევრსაც ეხმარება ცხოვრებაში. მხოლოდ ამ რწმენით, მხოლოდ ამ იმედით შევადგინე იგი.
 ეს წიგნი შენი ანდერძია – ჩემთვის, ჩვენთვის და მათთვის დაწერილი.
” ქეთევან დუმბაძე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button