PDFზღაპარისაბავშვოფანტასტიკაწიგნები

ჯოან როულინგი – მგოსანი ბიდლის ზღაპრები

,მგოსანი ბიდლის ზღაპრები’’ ჰარი პოტერის ერთგულ მკითხველებს კარგად ახსოვთ წიგნიდან ,,ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები’’. პატარა ჯადოქრებისთვის განკუთვნილი, შუა საუკუნეებში რუნულ ენაზე დაწერილი კრებული ალბუს დამბლდორმა ჰერმიონ გრეინჯერს უანდერძა. სწორედ ამ კრებულში განთავსებულმა ერთ-ერთმა ზღაპარმა ითამაშა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ ჰარი პოტერს დიდი ხნის უშედეგო ძებნის შემდეგ გამოეცნო ვოლდემორის მთავარი ზრახვები და ეპოვა მისი დამარცხების გზა.

,,მგოსანი ბიდლის ზღაპრები’’ აქამდე მხოლოდ ჯადოქრებისთვის იყო ცნობილი, ჯოან როულინგმა კი გადაწყვიტა, მაგლებისთვისაც გაეცნო ეს მშვენიერი წიგნი. კრებულში თავმოყრილი ხუთი შესანიშნავი ზღაპარი ჭკუის სასწავლებელია არა მარტო ჯადოქრებისთვის, არამედ ჯადოსნური ძალის არმქონეთათვისაც.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button