მარიამ ზოზირაშვილი, თეო გადრანი, ელენე ქავთარაძე – “ჩვენი ხალხი და განათლება”
ილია ჭავჭავაძე თავის “რჩეულ წერილებში’’ ბევრ პრობლემასთან ერთად ეხება განათლების საკითხს. ილია ყველა პრობლემას ასე თუ ისე განმანათლებლობას უკავშირებს და გამოსავალიც მართლაც, რომ ამ უკანასკნელშია. იგი ფიქრობს, რომ უმეცრება უმთავრესი სენია, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს შეუბრალებლად ჰღრღნის და მისი ნაყოფი ადრე თუ გვიან თავის მწარე ნაყოფს ყოველთვის გამოიღებს. ქართველი ხალხის უმეტესობა მიწათმოქმედებას მისდევს, ძალ–ღონეს არ იშურებს, რომ წლის ბოლოს როგორმე საზრდო მოიპოვოს თუმცაღა არსებობს გაუთვალისიწნებელი ფაქტორები რამაც შესაძლოა ხელი შაუშალოს და ფუჭად აქციოს მიწათმოქმედის ნამოღვაწარი. რა ქნას ამ დროს ადამიანმა, რომელიც უძლურია, არ აქვს განათლება და არც არავინ არის ისეთი რომ სხვას მიმართოს და ,,წარმატების გზა უჩვენოს’’. ასევე არსებობს მეორე მხარე, როდესაც მიწათმოქმედი იღებს მოსავალს, რომელიც ფულად უნდა აქციოს, რათა გადაიხადოს ხარჯი. თუმცა მან არ იცის როგორ წარმართოს საქმე. აქაც პრობლემა უმეცრებაში მდგომარეობს. მას უნდა ქონდეს ცოდნისა და სწავლისაგან მიღებული და გამომუშავებული ის უნარები და თვისებები, რომლებიც დაეხმარება საქმის ნაყოფიერად და ეფექტურად წასამართად.
შემდეგი უმეცრების ნაყოფი, რაზეც ილია საუბრობს ეს არის ადამიანთა ცრურწმენა, ცრუმორწმუნეობა, რასაც უმწიფრობა განაპირობებს. ჯანმრთელობის წინააღმდეგი გარემოებები ავრცელებს ხალხში ათასგვარ დაავადებებსა და სნეულებებს, ამ დროს კი ადამიანები გარბიან შემლოცველებთან, მკითხავებთან ისევ და ისევ იმ უმეცრების მიზეზიდან გამომდინარე რომ, მათ არ ყავთ ექიმი. ასევე მწერალი თვლის, რომ უმწიფრობის შედეგია ერთმანეთის დაუნდობლობა, შური, მტრობა, უსამართლობა, გაუტანლობა, ძარცვა–გლეჯა. ეს მართლაც, რომ ასეა, რადგანაც განათლება პირველრიგში აზროვნებას გვასწავლის, რომ რთული სიტუაციიდან გამოსავალი გამოვნახოთ, ერთმანეთისგან გავარჩიოთ კარგი და ცუდი, რომ შევინარჩუნოთ ადამიანური სახე და ჩვენი უუნარობის და უგუნურობის გამო სხვა არ დავაზარალოთ. როდესაც გიჭირს იქნება ეს მატერიალური თუ სხვა განათლებული ადამიანი ფიქრობ და ცდილობ როგორ გამონახო გზა და იშოვო ფული და არ მოპარო სხვას, რადგანაც იმის გააზრებაც მნიშვნელოვანია რომ სხვისი ზიანის მიყენებით ადამიანი ბენდიერი ვერ იქნება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ განათლება გარკვეულწილად ადამიანს შესაძლოა სიკეთესაც ასწავლიდეს, რადგანაც ადამიანი როდესაც აზროვნებს მაშასადამე ის არსებობს და იწყებს სიკეთისა და ბოროტების გარჩევას. ასევე ცოდნა ადამიანს ეხმარება იფიქროს და იაზროვნოს არა ერთი კუთხით არამედ ასე რომ ვთქვათ, მრავალწახნაგოვანად. მწერალს მოჰყავს მაგალითი, რომ უმეცარი ადამიანი ვერ გაიგებს და გაიაზრებს, რომ მისი საკუთარი ინტერესები მოითხოვს თავის მეზობელთან კარგი ურთიერთობა, განწყობილება ქონდეს, რომ მეზობლის უბედურებით ის ბედნიერი ვერ იქნება. სწორედ ამის გააზრებას ადამიანის შეგნება და განათლება სჭირდება და მართლაც რომ განათლება ადამიანს ფართო აზროვნებას ასწავლის.
ილია თვლის, რომ უმეცრება ჩვენი მტერია და მასთან ბრძოლა მხოლოდ მეცნიერებას, განათლებას, აზროვნებას შეუძლია. რასაკვირველია, განათლებამ უნდა გაფანტოს ადამიანის გონებითი სიბნელე, რომ განათლებამ უნდა მისცეს მას ძალა ცხოვრებაში საბრძოლველად. ცოდნით შეიარაღებული ხალხი კი ქმნის ძლიერ, განათლებულ და ჯანსაღ საზოგადოებას, რაც ქვეყნის სიძლიერის განმაპირობებელი ფაქტორიცაა.
ილია მოუწოდებს ქართველ ხალხს, რომ ნიჭი, გარჯა და შრომა სათანადო შედეგს მოიტანს. მთავარია ადამიანი გულხელდაკრეფილად და უმოქმედოდ არ იყოს და არ ელოდოს ციდან მანანას ჩამოვარდნას იმ იმედით რომ პირში ჩაგვივარდებაო . მართლაც რომ არსებობს ეს პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში და მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანმა გაიაზროს განათლების საჭიროება და აუცილებლობა, როგორც ჩვენი კეთილდღეობისათვის, ასევე ძლიერი ქვეყნის შექმნისთვის, რომ მის გარეშე ვერ მოხდება ვერც ინდივიდისა და ვერც ქვეყნის განვითარება. განათლებაზე საუბრისას არ შეგვიძლია პარალელი არ გავავლოთ გერმანელი ფილოსოფოსის იმანუელ კანტის ნაშრომზე ,,პასუხი კითხვაზე თუ რა არის განმანათლებლობა’’. კანტის მსჯელობა შემდეგი მიმდევრობისაა – განამნათლებლობა არის ადამიანის გამოსვლა ,,უმწიფრობიდან’’,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ბრალია. უმწიფრობას განმარტავს იგი როგორც უუნარობას. მართლაც რომ სიზარმაცე და სილაჩრე განმაპირობებელი ფაქტორებია იმისა, რომ ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე უმწიფრად, უუნაროდ რჩებიან. როგორც ზემოთ ვახსენეთ ილიას მოსაზრება ცრურწმნებთან დაკავშირებით ასევე, კანტიც საუბრობს ეგრეთწოდებულ ,,მექანიკურ ინსტრუმენტებზე’’ როგორიცაა ცრურწმენები, დადგენილებები, დოგმები, სტერეოტიპები, და ბევრი სხვა რომლის ჩარჩოში და ზეგავლენის ქვეშ ექცევა ადამიანი და ხელს უშლის აზროვნების პროცეს, მის განვითარებას.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ განათლების გარეშე ადამიანი სრულიად უფუნქციოა და ემსგავსება მარიონეტს, რომლის მართვაც ადვილია. ჩვენი აზრით, განათლების ერთერთი ძირითადი და განმსაზღვრელ ფაქტორად თავისუფლებაა. ვფიქრობთ, რომ ადამიანი უნდა იყოს შინაგანად გახსნილი, მან ერთგვარი თავისუფლება და მზაობა უნდა გამოხატოს მრავალფეროვანი სამყაროს შესამეცნელბლად და ვფიქროთ, რომ განათლების არსი ბედნიერებაშია, რომელიც განსაზღვრავს სხეულის, გონების და გულის ჰარმონიას. ასევე მიგვაჩნია, რომ განათლება კრიტიკული დამოკიდებულებაცაა. სამწუხაროდ დღესდღეობით ბევრისათვის კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ასოცირდება კონფლიქტურ ადამიანად. ეს ასე ნამდვილად არ არის. კრიტიკა არ უნდა აღვიქვათ უარყოფით მოვლენად, რადგანაც კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ფლობს აზროვნების მაღალ დონეს. მას შესწევს უნარი იაზროვნოს დამოუკიდებლად, ცოდნისა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე არსებულ სიტუაციასა თუ პრობლემაზე გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება არგუმენტებით ყოველგვარი დოგმებისა თუ სტერეოტიპების გათვალისიწნებით. კრიტიკული აზროვნებისა და განათლების მთავარი მიზანი სწორედაც, რომ აზროვნების განვითარების პროცესია. ილია ჭავჭავაძე, ჭეშმარიტი პატრიოტი და ქვეყნის ეროვნული გმირი, რომელიც ქვეყნის ძლიერებას ერის განათლებაში ხედავს, მართლაც, რომ ასეა, რადგანაც განათლებული ადამიანები ქმნიან განათლებულ და ნათელ საზოგადოებას, ჯანსაღი საზოგადოება კი ძლიერი ქვეყნის საწინდარია.
ზემოთ ჩვენ ვისაუბრეთ განათლებაზე და მის მნიშვნელობაზე. მაგრამ ილია გვთავაზობს გზას თუ როგორ შეიძლება ადამიანში დაბადებიდანვე ჩამოყალიბდეს ზნე ჩვეულებები ამასთანავე ცოდნაც რომელიც განაპირობებს განათლებას და შესაბამისად ერუდირებულ საზოგადოებას.
ილია ეხება სკოლების მნიშვნელობის საკითხს ბავშვის განვითარებისათვის. იგი ფიქრობს, რომ სკოლას ბავშის სრულყოფილი განვითარებისათვის და განათლებისათვის უნდა მოეთხოვებოდეს არა მხოლოდ სწავლა, არამედ წვრთვნაც. ილია ამ ორ უკანასკნელს მიჯნავს ერთმანეთისგან. სწავლა ეს არის გონების განვითარება, წვრთნა კი ზნე–ხასიათის ჩამოყალიბება. მიუხედავად მათი განსხვავებულობისა მწერალი თვლის, რომ ისინი ამვდროულად ურთიერთდამოკიდებულები არიან, რადგანაც მარტო ცოდნა, განათლება საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ბავშვი განვითარდეს და ჩამოყალიბდეს ადამიანად. განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანია ზნე–ხასიათი, რომელიც განაპირობებს ინდივიდის პიროვნულობას. ზნე–ხასიათის წვრთვნა ადამიანის შინაგანი ზრდაა. ადამიანის შინაგანი ბუნება კი მისი სულიერი ვინაობაა. “ავი კაცი” რამდენადაც სწავლულია, იმდენად საშიში და მავნებელია. ადამიანის ,,სავსება’’, ერთობა მაშინ მიიღწევა, როდესაც განათლება და ზნეობრივი განვითარება ერთმანეთში ჰარმონიულად არის შერწყმული. საჭიროა ადამიანი იყოს ზნეობრივად სუფთა, პატიოსანი, კეთილსინდისიერი, ჰუმანური და სამართლიანი. ამის გარეშე ადამიანის გონება და გული ერთმანეთს დაუპირისპირდება . მისი ქმედება და მსჯელობა შეუთანხმებელი იქნება. ჩვენ მიგვაჩნია მართლაც რომ ჭეშმარიტი განათლება გონებისა და ზნე ხასიათის ერთობლიობაა. ერთმანეთის გარეშე კი ბავშვი ვერ ჩამოყალიბდენა სრულყოფილ ადამიანად. სკოლის დანიშნულებაც სწორედ ეს არის, მოსწავლეს პატარა ასაკიდანვე განათლებასთან უნდა მისცეს ზნეობრივი ღირებულებები. ჩვენ აქვე გავავლებთ პარალელს და ერთმანეთს შევადარებთ ილიას და ფრანგი მწერლისა და ფილოსოფოსის ჟან–ჟაკ რუსოს მოსაზრებებს აღზრდის შესახებ. სადაც ვაწყდებით როგორც აზრთა თანხვედრას, ასევე დაპირისპირებას. რუსოსთვის მთავარია თავისუფლების შეგრძნება და იგი თვლის რომ შედარებით პატარა ასაკის ბავშვს ისე უნდა მოვექცეთ როგორც ზრდასრულ– ჩამოყალიბებულ ადამიანს და უნდა ველაპარაკოთ არა მხოლოდ მათ მოვალეობებზე არამედ მათსავე უფლებებზე. თუმცაღა რუსო აღნიშნავს და მიაჩნია,რომ 12 წლის ასაკამდე მხოლოდ ფიზიკური აღზრდაა საჭირო და არავითარი მორალური ან შემეცნებითი მიდგომა. რასაც არ ეთანხმება ილია და ჩვენც მიგვაჩნია, რომ ბავშვი სწორედაც პატარა ასაკიდანვე უნდა მოხდეს ზნეობრივი და გონებრივი განვითარება, რასაც უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება მოზარდის შემდგომში ადამიანად ჩამოყალიბებაში.
ილიას აზრით, ასევე მნიშვნელოვანია პედაგოგის როლი, რომელიც სამაგალითო უნდა იყოს მოზარდებისთვის. აგვიღწერს თუ რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს პედაგოგი, როგორიცაა მოხერხებულობა, სიფრთხილე, წინდახედულობა, კარგი ყოფაქცევა, რომელიც მისაბაძი უნდა იყოს მოსწავლეებისათვის, რათა პედაგოგი განსაზღვრავს ბავშვის ფსიქიკას, ცოდნას, ზნე–ხასიათს. მოზარდები მისგან იღებენ მაგალითს. სკოლის ერთერთი და უმნიშვნელოვანესი დანიშნულებაა ყმაწვილთა ზნე–ხასიათის წვრთვნა. სკოლამ ისე უნდა მოამზადოს და წვრთვნას, რომ ადამიანი თავის ქვეყანას გამოადგეს და სამშობლოსათვის სასარგებლო გააკეთოს. ილია ფიქრობს, რომ ზნე–გაწთვრნილი ადამიანს ახასიათებს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც განაპიროებებს მის ღირსებას. ესენია : კაცთმოყვარეობა და სამართლიანობა. ეს არის ის თვესებები, რომლებიც უქმად ყოფნის და ავკაცობის ნებას არ მისცემს ადამიანს. სწორედ ასეთი მაღალი იდეალებით შემკობილი ადამიანი უნდა გაუზარდოს სკოლამ ქვეყანას, რადაგნაც სწორედ ასეთი ადამიანების საზოგადოება ქმნის ღირსეულ ქვეყანას.
ილიას აზრით სკოლას აქვს მხოლოდ ფორმალური დატვირთვა. ცოდნის მიღება ხდება, თუმცა მისი გამოყენება იშვიათობაა.აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ დღევანდელობაში და შეიძლება ითქვას, რომ ერთი საუკუნის წინანდელი პრობლემა დღესაც აქტუალურია. სწავლა და ცოდნა ხშირშემთხვევაში არის მხოლოდ ვიზუალური მხარე და არა შინაგანად გააზრებული და გათვითცნობიერებული. სწავლა და ცოდნა სკოლაში ზნე –ხასიათის საწვრთნელ ღონედ უნდა გამოიყენებოდეს. ილია კი ამ უკანასკნელის საფუძვლად ჰუმანურობას მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, ცოდნა და განათლება პირდაპირპროპორციულია ჰუმანურობის. სწორედ ეს უნდა გახდეს მიზეზი იმისა, რომ ცხოვრებას თითოეული ადამიანი შეჰხაროდეს და სიხარულის თვალით უყურებდეს მას. მწერალს მოჰყავს იტალიელი ჰუმანისტის პიკოდელა–მირანდოლას მოსაზრება რომ სწორედაც ჰუმანორობის მაგალითია ის, რომ თვით ღმერთსაც კი არ დაუნიშნავს თავისი ქმნილებებისთვის კანონები და წესები, არამედ პირიქით მას დამოუკიდებლად სწავლაზე მოუწოდებდა, რომელსაც ცხოვრების სწორი გზა უნდა ეჩვენებინა. რის შედეგადაც ის შეძლებდა ადამიანობიდან პირუტყვოვამდე დაცემას ან პირიქით, ანგელოზობამდე აღზევებას. ღმერთმა ყველა ადამიანს მისცა არჩევანის თავისუფალი ნება, არჩევანი კი თავად ჩვენზეა დამოკიდებული იმისდა მიხედვით თუ რა გზას დავადგებით. არჩევანის გაკეთებაში უნდა დაგვეხმაროს სწორედ ის აღზრდა–განათლება და ცოდნა, რომელმაც ადამიანი განვითარების მაღალ მწვერვალამდე უნდა აიყვანოს.
შეჯამების სახით გვინდა აღვნიშნოთ ის, რომ განათლება დღესდღეობითაც პრობლემას წარმოადგენს და ვთვლით, რომ თითქმის უმეტესი პრობლემის გადაჭრის გზა არის განმანათლებლობაში. მართლაც, რომ უმეცრება საზოგადოების უმთავრესი სენია და მასთან ბრძოლა მხოლოდ ცოდნითა და აზროვნებით შეგვიძლია. საჭიროა თითოეულმა ჩვენგანმა გაიაზროს მისი საჭიროება, რადგანაც განათლება გვასწავლის ფართო აზროვნებას, ქვეყნისა და თოთოეული ინდივიდის განვითარებას, რაც ჯანსაღი მომავლის საწინდარია. სიზარმაცე და სილაჩრე გაუნათლებლობის წინაპირობაა. ასევე ვთვლით, რომ არ უნდა მოვექცეთ დადგენილებების, სტერეოტიპების და ცრურწმენების ზეგავლენის ქვეშ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება აზროვნების პროცესის დეგრადირება. ვთვლით, რომ განათლების გარეშე ადამიანი უფუნქციოა და ემსგავსება მარიონეტს. მისი არსი ხომ ბედნიერებაშია, რომელიც განსაზღვრავს სულის, გონებისა და გულის ერთობას. ასევე მნიშვნელოვანია სკოლის როლი, რომელმაც ბავშვს უნდა მისცეს ცოდნა და ჩამოუყალიბოს ზნე–ხასიათი, რადგანაც მარტო ცოდნა არ არის საკმარისი მოზარდის ადამიანად ჩამოსაყალიბებლად. სწორედ ეს ზნე–ხასიათი განაპირობებს ინდივიდის ბუნებას და მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი მართლაც იყოს ზნეობრივად სუფთა, პატიოსანი და სამართლიანი, რადაგნაც ეს ყველაფერი ისევ და ისევ მიმართულია ქვეყნის კეთილდღეობისკენ. ჩვენი აზრით მხოლოდ სკოლა არ განაპირობებს ადამიანის პიროვნულობას, რადგანაც ვთვლით, რომ მაინც უმთავრესი როლი მშობლებს და ოჯახს აქვთ. სწორედაც ოჯახში უყალიბდება ბავშვს ზნე–ხასიათი, თუმცაღა ასევე სკოლაც განმსაზღვრელი ფაქტორია და ვთვლით, რომ ამ ორი ფაქტორის (ოჯახი და სკოლა) ურთიერთდამოკიდბეულება და ჰარმონია განაპირობებს ინიდვიდის ადამიანად ჩამოყალიბებას.
ლექტორი: თენგიზ ვერულავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი
ასისტენტი: ნიკა ივანაშვილი, დოქტორანტი
2013 წლის გაზაფხულის სემესტრი