ახალი ამბებიტექნოლოგია

Meizu Zero – მსოფლიოში პირველი სმარტფონი კონექტორებისა და ღილაკების გარეშე

24 იანვარს შედგება vivo APEX 2-ის პრეზენტაცია, ეს იქნება პირველი სმარტფონი ჭრილისა და ღილაკების გარეშე. კომპანია Meizu-მ კი ერთი დღით დაასწრო კონკურენტს. მან უკვე წარადგინა მოდელი Meizu Zero, რომელიც წარმოდგენილია კონექტორებისა და ღილაკების გარეშე.  

23 იანვარს შედგა მოწყობილობის წინასწარი ანონსი, ამიტომ მწარმოებელმა სმარტფონის შესახებ ბევრი დეტალი საიდუმლოდ დატოვა. არაფერი იქნა ნათქვამი ოპერატიული და ჩაშენებული მეხსიერებების მოცულობის შესახებ, ასევე არაა ცნობილი – რა მოცულობისაა ბატარეა. Meizu არ ასახელებს თარიღს, როდის გამოვა სმარტფონი ბაზარზე. ცნობილი გახლავთ, რომ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი სმარტფონი მუშაობს Qualcomm Snapdragon 845 პროცესორზე. Meizu Zero-ს კომერციულ ვარიანტებს კი ექნებათ 7-ნანომეტრიანი ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 855. შესაბამისად, სავარაუდოა 5G ქსელის მხარდაჭერა. 

image.jpeg

ახალ სმარტფონს არ აქვს კონექტორები და SIM-ბარათის სლოტი. მის ნაცვლად გამოყენებულია ინტეგრირებული SIM-ბარათი – eSIM (embedded SIM). აქედან გამომდინარე, ეს სმარტფონი მსოფლიოს ყველა რეგიონისთვის არაა განკუთვნილი. მისი მოხმარება შესაძლებელია იმ ქვეყნებში, სადაც კანონით არის დაშვებული eSIM-ის გამოყენება (მათ რიცხვშია აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი).  

image.jpeg

სმარტფონს ექნება 5,99-დუიმიანი ეკრანი, რომელიც დამზადებულია mSound 2.0 ტექნოლოგიით. მას აქვს მიკროფონისა და დინამიკის ფუნქციები. თავად მატრიცა დამზადებულია AMOLED ტექნოლოგიით და აქვს ინტეგრირებული ბიომეტრიული სენსორი. ამაში განსაკუთრებული არაფერია, რამდენადაც ჯერ კიდევ გასულ წელს ჩინურმა კომპანიამ ერთდოულად სამი ამგვარი სმარტფონი გამოუშვა. დისპლეის გაფართოების შესახებ ცნობილი არ გახლავთ. 

image.jpeg
image.jpeg

კორპუსი მტვრისა და წყლისგან დაცულია IP68 სტანდარტის შესაბამისად. გარეგნულად Meizu Zero მოგვაგონებს Meizu 16th მოდელს. უკანა პანელზე განთავსებულია კამერის ორი მოდული და 6-სეგმენტიანი ფლეშ-განათება. Meizu-ს შეუძლია იამაყოს გვერდითი პანელებით, რომლებიც დაწოლაზე რეაგირებენ.  

image.jpeg

კომპანია ამაყობს საკუთარი უსადენო დატენვის ტექნოლოგიით, რომელზეც ინჟინრები ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. იგი 75 პატენტითაა დაცული. საფირმო ტექნოლოგია უზრუნველყოფს 18 ვატიან სიმძლავრეს, ასე რომ Meizu Zero დაიტენება ისეთივე სიჩქარით, როგორც ჩვეულებრივი სმარტფონები USB პორტიდან.  

ფრონტალური კამერა 20-მეგაპიქსელიანია. მის საფუძველს წარმოადგენს სენსორი Sony IMX376. ძირითადი კამერა აგებულია გამოსახულების ორი, 12+20 მეგაპიქსელიანი სენსორის ბაზაზე.  

image.jpeg

Meizu Zero-ს სხვა მახასიათებლებიდან შესაძლებელია აღინიშნოს Bluetooth 5.0 უსადენო კავშირის მოდული და LPDDR4x ტიპის ოპერატიული მეხსიერება. არაფერია ჯერ ცნობილი NFC მოდულზე. როგორც ცნობილია, სმარტფონი გაიყიდება წლის მეორე კვარტლიდან. ფასი უცნობია. იგი წარმოდგენილი იქნება შავი და თეთრი ფერის ვარიაციებად. 


Source
overclockers.ge
ჭდეები

Related Articles

Leave a Reply

Close
Close