ზღაპარისაბავშვო

ნეაპოლელი ჯარისკაცი – იტალიური ზღაპარი

სამი ჯარისკაცი პოლკიდან გაიქცა. ერთი რომაელი იყო, მეორე ფლორენციე-ლი, მესამე, ყველაზე უმცროსი კი — ნეაპოლელი. იარეს, იარეს ჯარისკაცებმა და შეღამებულზე ერთ ტყეს მიადგნენ. რომაელი ხნით სხვებზე უფროსი იყო და ამხანაგებს უთხრა:
— ბიჭებო, სამივემ ერთად რომ დავიძინოთ, არ ივარგებს. მოდი, რიგრიგო-ბით ვუყარაულოთ ერთმანეთს. ჯერ თქვენ დაიძინეთ, მე დავდგები სადარა-ჯოზეო.
ფლორენციელმა და ნეაპოლელმა ზურგჩანთები ძირს დაყარეს, მიწვნენ და დაიძინეს.
ის იყო ამხანაგის გაღვიძებას აპირებდა რომაელი, რომ ტყიდან გოლიათი გა-მოვიდა, თავს წაადგა ჯარისკაცს და ჰკითხა:
— აქ რას აკეთებო?
რომაელმა ზედაც არ შეხედა, ისე მიახალა:
— რა შენი საქმეა, რას ვაკეთებო!
გოლიათი ჯარისკაცს დაეძგერა, მაგრამ რომაელი უფრო მარჯვე გამოდგა, იშიშვლა ხმალი, წააგდებინა თავი გოლიათს. მერე ცალი ხელით მისი თავი ას-
წია, მეორეთი — ტანი და ორმოში გადაუძახა. გაწმინდა ხმალი რომაელმა, ჩაა-გო ქარქაშში, ამხანაგის გასაღვიძებლად წავიდა და გაიფიქრა: ‘ჩემს ამხანაგს არ ვეტყვი, რაც გადამხდა, ფლორენციელია, ვაითუ შეეშინდეს და გაიქცესო».
ფლორენციელმა თვალი გაახილა თუ არა, მაშინვე ჰკითხა რომაელს:
— ხომ არაფერი მომხდარა შენი მორიგეობის დროსო?
— რა უნდა მომხდარიყო, არაფერი, არხეინად იყავიო, — უპასუხა რომაელ-მა, დაწვა და დაიძინა.
ფლორენციელს უკვე ნეაპოლელი უნდა გაეღვიძებინა, რომ უცებ გოლიათი თავს წაადგა და ჰკითხა:
— აქ რას აკეთებო?
— რა შენი საქმეა, რას ვაკეთებო! — მშვიდად უპასუხა ფლორენციელმა.
გოლიათი ფლორენციელს დაეძგერა, მაგრამ ფლორენციელი გოლიათზე მარჯვე გამოდგა, იშიშვლა ხმალი, წააგდებინა გოლიათს თავი, მერე დაავლო ხელი მის თავსა და ტანს და ორმოში გადაუძახა.
უმცროსი ამხანაგის გასაღვიძებლად რომ მივიდა ფლორენციელი, გაიფიქ-რა: ‘მხდალ ნეაპოლელს თუ ვუთხარი, რაც გადამხდა, შეეშინდება და გაიქცე-ვაო».
ნეაპოლელმა თვალი გაახილა თუ არა, მაშინვე ჰკითხა ამხანაგს, შენი მორი-გეობის დროს ხომ არაფერი მომხდარაო.
— არაფერი, რა უნდა მომხდარიყო, არხეინად იყავიო, — უპასუხა ფლორენ-ციელმა, დაწვა და დაიძინა.
დადგა ნეაპოლელი სადარაჯოზე, თითქმის მთელი საათი უყარაულა ამხა-ნაგებს, ტყეში ჩამიჩუმი არ ისმოდა. მერე ფოთლების შრიალი შემოესმა, თით-ქოს ვიღაც მოაბიჯებდა. გაიხედა ნეაპოლელმა და გოლიათი არ გამოეჭიმა წინ!
— აქ რას აკეთებო?
— რა შენი საქმეა, რას ვაკეთებო! — უპასუხა ნეაპოლელმა.
გოლიათმა ისე მძლავრად მოუქნია მუშტი, რომ მოხვედროდა ნეაპოლელს, ლავაშივით გააბრტყელებდა. მაგრამ ნეაპოლელმა დაასწრო, დაჰკრა ხმალი, წა-აგდებინა თავი, მერე დაავლო ხელი მის თავსა და ტანს და ორმოში გადაუძახა.
რიგით ისევ რომაელი უნდა გაეღვიძებინა ჯარისკაცს, მაგრამ დაინტერესდა, ეს გოლიათი აქ საიდან გაჩნდა, უნდა წავიდე, ვნახოო და ტყის სიღრმეში შევი-და. უცებ შუქს მოჰკრა თვალი. მიჰყვა სინათლეს, მივიდა პაწია ქოხთან და კა-რის ჭუჭრუტანაში შეიჭვრიტა.
ცეცხლის პირას სამი დედაბერი მიმჯდარიყო და საუბ-რობდნენ.
— შუაღამე დადგა, ჩვენი ქმრები კი არა ჩანანო! — თქვა ერთმა.
— რამე უბედურება ხომ არ შეემთხვათო? — იკითხა მეორემ.
— ხომ არ წავიდეთ, გზაზე ხომ არ შევეგებოთ ქმრებსო? — თქვა მესამემ.
— ახლავე წავიდეთ, — თქვა პირველმა დედაბერმა და წამოდგა. — ჩემს ფა-რანს თან წამოვიღებ. ხომ იცით, მის შუქზე ასი მილის მანძილზე ყველაფერი ჩანსო.
— მე კი ჩემს ხმალს წამოვიღებ. ამ ხმლის ერთი მოქნევით მთელი ჯარის ამოჟლეტა შემიძლიაო, — დაურთო მეორე დედაბერმა.
— რაკი ასეა, მეც ჩემს თოფს წამოვიღებ. ამ თოფის ერთი გასროლით ხელ-მწიფის სასახლის ჭიშკართან დაბმულ ძუ მგელს მოვკლავ. აბა, გზას გავუდგე-თო.
და კარი გააღეს.
ხმალშემართული ნეაპოლელი კარს უკან იდგა. გამოვიდა პირველი დედა-ბერი, ხელში ფარანი ეჭირა. მოუქნია ხმალი ნეაპოლელმა, კრინტის დაძვრა ვერ მოასწრო ჯადოქარმა, ისე გაადინა ბრაგვანი ძირს. გამოვიდა მეორე დედა-ბერი, ხელში ხმალი ეჭირა. დაჰკრა იმასაც ნეაპოლელმა და მიაწვინა. გამოვიდა მესამე ჯადოქარი, მოიქნია ხმალი ჯარისკაცმა და ისიც თავის დებს მიაყოლა.
ნეაპოლელს დარჩა ჯადოსნების ფარანი, ხმალი და თოფი. ნეტავი დედაბრე-ბის ნათქვამი მართალი თუ არის, ახლავე უნდა გამოვცადო ამათი ძალაო, — თქვა ნეაპოლელმა და ფარანი ასწია.
ასწია ფარანი და რასა ხედავს: ასი მილის იქით გამოჩნდა კოშკი. კოშკის შე-სასვლელთან აბჯარასხმული ჯარი იდგა, ჭიშკართან კი ძუ მგელი ება, სიბნე-ლეში ჩირაღდანივით უბრიალებდა თვალები.
— აბა, ვნახოთ, როგორ სჭრის ჩემი ხმალი, — თქვა ნეაპოლელმა. მოიქნია ხმალი. მერე ფარანი ასწია და კოშკს გახედა. ჯარისკაცები ძირს ეყარნენ, მათი დამსხვრეული აბჯარ-მუზარადი აქეთ-იქით იყო მიმოფანტული. ცხენები ამოწყვეტილიყო. ახლა თოფი მოიმარჯვა ნეაპოლელმა და გაისროლა. ძუ მგელმა იქვე გაფშიკა ფეხი.
წავალ, იმ კოშკს ახლო ვნახავო, — თქვა ნეაპოლელმა და გზას გაუდგა.
იარა, იარა და, როგორც იყო მიაღწია კოშკს. დააკაკუნა ჭიშკარზე. ხმა არავინ გასცა. დაუძახა, მასპინძელოო, ჩამიჩუმი არ ისმოდა. ადგა და ჭიშკარი შეაღო. შევიდა კოშკში, დაიარა ოთახები, ძეხორციელი არსად ჭაჭანებდა. ბოლოს ერ-თი ოთახის კარიც შეაღო და დიდებულ დარბაზში ამოყო თავი. ხავერდგადაკ-რულ სავარძელში მზეთუნახავს ეძინა, მარცხენა ფეხიდან ქოში წაძრობოდა და ძირს ეგდო.
მივიდა ნეაპოლელი, აიღო ქოში. ქალს არაფერი გაუგია. ქოში ჯიბეში ჩაი-დო, აკოცა მზეთუნახავს და ფეხისწვერებზე გამოვიდა დარბაზიდან.
კარი გაიხურა თუ არა ჯარისკაცმა, მზეთუნახავმა თვალი გაახილა. მაშინვე უხმო სეფექალებს. სეფექალებს გვერდით ოთახში ეძინათ, მზეთუნახავის ძა-ხილზე გაიღვიძეს და მიირბინეს მასთან.
— ეშმაკის გრძნეულებისგან გავთავისუფლდით, ეშმაკის გრძნეულებისაგან გავთავისუფლდით, გაიღვიძეთ! ხელმწიფის ასულმა გაიღვიძა. სად არის ჩვენი მხსნელი რაინდი, ვინ გვიხსნა ჯადოსგან, ვინ გვიხსნაო, — ყვიროდნენ სეფექა-ლები.
— აბა, ჩქარა, ფანჯარაში გაიხედეთ, იქნებ თვალი მოჰკრათ ჩვენს მხსნელსო? — წამოიძახა მზეთუნახავმა.
მიცვივდნენ სეფექალები ფანჯარასთან და დაინახეს, რომ ჯარი სულ ერთია-ნად ამოეწყვიტათ, ჭიშკართან კი ძუ მგელი ეგდო.
— გაიქეცით მამაჩემთან და ჩვენი გადარჩენა ახარეთ. უთხარით, მოვიდა გულადი რაინდი, გაწყვიტა ჯარი, მოკლა ჩვენი დარაჯი ძუ მგელი და კოცნით გვიხსნა გრძნეულებისაგან-თქო.
მერე მზეთუნახავმა ფეხზე დაიხედა და წამოიძახა:
— რაინდს ჩემი ცალი ქოში წაუღიაო.
ხელმწიფემ რომ გაიგო ეს ამბავი, ცას ეწია სიხარულით და ბრძანა, გამოუც-ხადეთ ხალხს, ვინც უნდა იყოს ჩემი ასულის მხსნელი, წარჩინებული იქნება, თუ ღატაკი, ქალს მაინც მივათხოვებო.
ამასობაში ნეაპოლელი ისევ ტყეში დაბრუნდა და ამხანაგები გააღვიძა.
— აქამდე რატომ არ გაგვაღვიძე, რამდენი საათი იდექი სადარაჯოზეო, — ჰკითხეს ამხანაგებმა.
ნეაპოლელმა გაიფიქრა, არ ვეტყვი ამხანაგებს, რაც გადამხდაო, და უპასუხა:
— არ მეძინებოდა და ამიტომ არ გაგაღვიძეთო.
დღე დღეს მისდევდა, ღამე ღამეს, მზეთუნახავის მხსნელი რაინდი კი არ გა-მოჩნდა. ერთხელ ხელმწიფის ქალმა მამას უთხრა:P
— მამა, მოდი, ფუნდუკი გავხსნათ და ასეთი აბრა გავაკრათ: ‘აქ ღამეს ათე-ვინებენ და უფასოდ აჭმევ-ასმევენ სამი დღე». ხალხი რომ შეიტყობს, ფუნდუკს მოაწყდება და რაინდის ამბავს აუცილებლად გავიგებთო.
მართლა გახსნეს ფუნდუკი. ხელმწიფის ასული დიასახლისობდა. ერთხელ იმ ქუჩაზე მხიარული სიმღერით ჩაიარეს ჩვენმა ჯარისკაცებმა და აბრა დაინა-ხეს.
— ბიჭებო, შეხედეთ, აქ თურმე სამი დღე უფასოდ აჭმევ-ასმევენო, — წამოი-ძახა ნეაპოლელმა.
— როგორ არა, დავიჯერეთ. ვიცით მაგ აბრების ამბავი. ხალხის მასხარად ასაგდებად აკეთებენო, — უპასუხა ფლორენციელმა.
ამ დროს ხელმწიფის ასული გამოჩნდა კარში, ჯარისკაცები შეიპატიჟა, მობ-რძანდით, მართლა უფასოდ გაჭმევთო.
შევიდნენ ჯარისკაცები ფუნდუკში. დიასახლისმა დიდებული ვახშამი გა-უწყო, თვითონაც მიუჯდა სუფრას და ჭაბუკებს საუბარი გაუბა:
— გეტყობათ, შორი გზა გამოგივლიათ. ალბათ ბევრს ნახავდით, ბევრი რამ გადაგხდებოდათ. მე ისეთ მიყრუებულ კუთხეში ვცხოვრობ, რომ ამ ქვეყნის არაფერი ვიცი, მიამბეთ თქვენი თავგადასავალიო.
— რა უფრო გაინტერესებთ, სინიორა დიასახლისო? — ჰკითხა რომაელმა და მერე უამბო, რაც ტყეში გადახდა, როცა მძინარე ამხანაგებს დარაჯობდა. დაწ-ვრილებით აუწერა, როგორ წაადგა თავს გოლიათი და როგორ მარჯვედ გამოა-სალმა წუთისოფელს.
— უყურე ამას! — წამოიძახა ფლორენციელმა. — მეც სწორედ ასეთი ამბავი შემემთხვა იმ ღამეს, როცა შენ და ნეაპოლელს გეძინათო, — და იმანაც უამბო ქალს, როგორ შეება გოლიათს.
— თქვენ რაღას გაჩუმებულხართ? თქვენ არაფერი გადაგხდათ? — ჰკითხა ნეაპოლელს დიასახლისმა. რომაელმა და ფლორენციელმა გულიანად გადაი-ხარხარეს.
— ჩვენი ნეაპოლელი ცოტა მხდალია. ღამე ფოთოლმა რომ გაიშრიალოს, ში-შით ისე მოკურცხლავს, ერთი კვირა რომ ეძებო, ვერ იპოვიო.
— რად დასცინით ამხანაგს? — გამოექომაგა ხელმწიფის ქალი ნეაპოლელს და მერე ჩააცივდა, თქვენი თავგადასავალი მიამბეთო.
— რაკი ასე დაჟინებით მთხოვთ, გიამბობთ, — უთხრა ნეაპოლელმა და და-იწყო: — იმ ღამეს მეც გამომეცხადა გოლიათი და როგორც ჩემი ამხანაგები გა-უსწორდნენ, მეც ისე გავუსწორდიო.
რომაელი და ფლორენციელი სიცილით ჩაბჟირდნენ:
— აი, ეს კი დიდებულია. გოლიათისთვის თვალი რომ მოეკრა, ხომ იქვე გა-აფრთხობდა შიშით სულს. კარგია ერთი, გეყოფა ბაქიაობა, აღარ შეგვიძლია მე-ტი, წავალთ, დავიძინებთო, — თქვეს ჯარისკაცებმა, წამოდგნენ და მართლა წა-ვიდნენ დასაძინებლად.
ნეაპოლელი და დიასახლისი მარტო დარჩნენ. დიასახლისი უსხამდა და უს-ხამდა ღვინოს, კარგად რომ შეათრო ნეაპოლელი, ყველაფერი ათქმევინა, რო-გორ მივიდა დედაბრების ქოხთან, რა გაიგონა, როგორ გამოასალმა წუთისო-ფელს კუდიანები, როგორ გაწყვიტა ჯარი, მოკლა ძუ მგელი, როგორ აკოცა მზეთუნახავს და მისი ქოშიც თან წაიღო.
— ის ქოში ხომ არ დაგიკარგავთო? — ჰკითხა დიასახლისმა.
— როგორ დავკარგავდი, სულ თან დამაქვს ჯიბითო, — უპასუხა ნეაპო-ლელმა და ქოში უჩვენა.
ხელმწიფის ქალი ცას ეწია სიხარულით, ვიპოვე ჩემი მხსნელიო, და მანამ ას-ვა ღვინო ჯარისკაცს, ვიდრე მაგრად არ დაათრო. ნეაპოლელს იქვე ჩაეძინა მა-გიდაზე.
ნეაპოლელს რომ დაეძინა, ხელმწიფის ქალმა მსახურს უხმო და უბრძანა:
— ასწიე ეს კაცი და შეიყვანე მისთვის გამზადებულ ოთახში. ტანთ გახადე, ლოგინში ჩააწვინე, გვერდით სკამი დაუდგი და ზედ ხელმწიფის სამოსი დაუ-ლაგეო.
დილით გაიღვიძა ნეაპოლელმა და თვალს არ დაუჯერა: დიდებულ დარ-ბაზში იწვა, ყველგან დიბა-ატლასი და ოქრო ბრწყინავდა. წამოიწია, ტანთ ჩა-ვიცვამო, ჯარისკაცის ტანსაცმელი არსად იყო, მის ადგილზე ხელმწიფის სამო-სი ელაგა. ყურის ბიბილოზე იჩქმიტა ჯარისკაცმა, სიზმარში ხომ არა ვარო. მე-რე გაიფიქრა: ჩემით ვერაფერს გავიგებო, — და ზარი დარეკა. შევიდა ორი მსა-ხური, მდაბლად დაუკრეს თავი და ჰკითხეს:
— რას გვიბრძანებთ, თქვენო უდიდებულესობავო?
ნეაპოლელმა ყურს არ დაუჯერა.
— რამ გადაგრიათ? რის უდიდებულესობა, რა უდიდებულესობა! მომეცით ჩემი ტანსაცმელი, გეყოფათ მასხარაობაო.
— დამშვიდდით, თქვენო უდიდებულესობავ! ნება მიბოძეთ, გაგპარსოთ! ნება მიბოძეთ, დაგვარცხნოთო! — ეუბნებოდნენ მსახურები.
— ჩემი ამხანაგები სად არიან, სად წაიღეთ ტანსაცმელი?
— თქვენი ამხანაგები ახლავე გეახლებიან. ამ წუთს გავაჩენთ, რასაც გვიბ-რძანებთ, ჯერ კი ნება გვიბოძეთ, ტანთ ჩაგაცვათო.
ნეაპოლელმა გაიფიქრა: ამათ თუ ნებაზე დავყვები, უფრო მალე მოვიშორებ თავიდანაო.
გაპარსეს მსახურებმა ნეაპოლელი, დავარცხნეს, ხელმწიფის ტანსაცმელი ჩა-აცვეს, მიართვეს შოკოლადი, ტორტი, კამფეტები. ისაუზმა ჯარისკაცმა და მსა-ხურებს ჰკითხა:
— სად არიან ჩემი ამხანაგები, არ მიჩვენებთო?
— ამ წუთში თქვენო უდიდებულესობავ!
გაიღო კარი და ზღურბლზე რომაელი და ფლორენციელი შედგნენ. ხელმწი-ფის სამოსში გამოწყობილი ნეაპოლელი რომ დაინახეს, სახტად დარჩნენ:
— ეს როგორ გამოპრანჭულხარ, მასკარადზე ხომ არ მიდიხარო?
— მეგონა, თქვენ მაინც იცოდით, რა ამბავია ჩემს თავს! თურმე თქვენც არა-ფერი გცოდნიათო!
— აბა, გაიხსენე, წუხელ დიასახლისს რამე ტყუილები ხომ არ მოუჩმახეო? — ჰკითხეს ამხანაგებმა.
— არა, მგონი, ზედმეტი არაფერი მითქვამსო! — უპასუხა ნეაპოლელმა.
— მაშ, რა მოხდაო?
— მე აგიხსნით ყველაფერს, — გაისმა ამ დროს ვიღაცის ხმა და ოთახში ხელმწიფე შემოვიდა. გვერდით ძვირფას კაბაში გამოწყობილი ქალი მოყვებო-და. — ჩემი ქალი მოჯადოებული იყო. ამ ყმაწვილმა ეშმაკის გრძნეულებისაგან გაათავისუფლა და ხელმწიფემ დაწვრილებით უამბო ჯარისკაცებს, როგორ მოხდა ყველაფერი. — ახლა ამ რაინდს ჩემი ასული ცოლად უნდა შევრთო და მემკვიდრეობაც დავუმტკიცო. არც თქვენ მოგაკლებთ წყალობას, ჰერცოგობას გიბოძებთ ორივეს. თქვენ რომ ის გოლიათები არ დაგეხოცათ, ჩემი შვილი დღესაც მოჯადოებული იქნებოდაო.
იქ რომ ქორწილი გადაიხადეს, ისეთ ქორწილს ენა ვერ აღწერს და თვალი ვერ ნახავს.
რომი

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button