ახალი ამბებიტექნოლოგია

Intel-მა დააანონსა კომპიუტერული ხედვის ავტონომიური სისტემა

კომპანია Intel-მა საზოგადოებას ამცნო, რომ თებერვლის ბოლოდან შესაძლებელი იქნება საფირმო კამერის – RealSense-ს ავტონომიური ვერსიის შეძენა. ეს მოწყობილობა იქნება RealSense Tracking Camera T265. RealSense-კამერებზე კომპანია დაახლოებით ხუთი წელიწადია მუშაობს. ეს კამერები კომპიუტერული ხედვის სისტემის ნაწილს წარმოადგენს. კომპანიას აქვს შემოთავაზება – მოხდეს RealSense-ის ინტეგრირება ლეპტოპებსა და სმარტფონებშიც კი. მოწყობილობას აქვს ორი ჩვეულებრივი კამერა ირგვლივ არსებული ობიექტების დასაფიქსირებლად და ასევე ერთი კამერა სივრცის სიღრმის აღქმისთვის.  

RealSense Tracking Camera T265 ვერსია – ეს არის ავტონომიური მოწყობილობა, რომლის მიერთებაც შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას, იქნება ეს ავტომობილი, დრონი, VR-ჰედსეტი, შერეული რეალობის გარნიტურა და ა.შ – მოკლედ ყველაფერთან, რაც კი გამოუგონიათ ამ დრომდე. T265-ისთვის აუცილებელია 1,5 ვატიანი კვება, რომელიც მიეწოდება USB 2.0 ან USB 3.1 პორტით. მას ასევე სჭირდება საკმარისი მოცულობის მეხსიერება, რათა ჩაიწეროს ციფრული მონაცემები. 

image.jpeg

RealSense Tracking Camera-ში ჩაშენებულია პოზიციის, მდებარეობის განმსაზღვრელი ექვსეტაპიანი სისტემა. ფართოკუთხიანი ლინზები აფიქსირებს გარემომცველ ხედს, დაშორებულ კადრებს კი იღებს მეორე კამერა (RealSense D400). მონაცემთა დამუშავებას უზრუნველყოფს კამერაში ჩაშენებული სპეციალიზებული გამოსახულების პროცესორი Movidius Myriad 2. ციფრული რუკების შესაქმნელად და მათზე ორიენტირებისთვის პრაქტიკულად არ არის საჭირო დამატებითი გარე გამოთვლები – საჭიროა მხოლოდ კვება და აწყობილი რუკის შესანახი სივრცე. 

image.jpeg

კამერების წონა 55 გრამია, გაბარიტები – 108 x 24,5 x 12,5 მმ. შესაბამისად, მისი დამონტაჟება დრონზე პრობლემას არ წარმოადგენს. სივრცეში ორიენტირებისთვის კამერას არ სჭირდება GPS. მას შეუძლია მიზნამდე მიაღწიოს მხოლოდ საკუთარი „შეგრძნებების“ საფუძველზე. Intel-ში თვლიან, რომ ეს მახასიათებელი გამოსადეგი იქნება რობოტებისთვისაც, რომელთაც უნდა მიიტანონ ტვირთი ვიწრო საწყობებამდე, მაგალითად, საავადმყოფოებში. 

RealSense Tracking Camera T265-ის ფასი დაახლოებით 200 აშშ დოლარია. პაკეტში შედის მწარმოებელთათვის განკუთვნილი პროგრამული ინსტრუმენტები. რეალურად, მისი ფუნქციონალიდან გამომდინარე, ეს არის უფრო მწარმოებელთათვის და არა რიგითი მომხმარებლებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა. 


წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close