განხილვაწიგნები

გურამ ჯახუტაშვილი – “თევზის ოთახი”

“თომას ელიოტის მიხედვით, რელიგიური გამოცდილება ადამიანს სამყაროს მრავალფეროვნების სრული აღქმის საშუალებას აძლევს. ამ მრავალფეროვნების სრულ აღქმას ის „მსოფლშეგრძნებით მთლიანობას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ასოციაციური აზროვნების წყალობით, პოეტი თავის წარმოსახვაში ერთმანეთთან აკავშირებს სრულიად განსხვავებულ მოვლენებს. პოეტის ცნობიერებაში ეს გამოცდილებები ყოველთვის ერთმანეთს უკავშირდება და ახალ მთლიანობას ქმნის.
ამგვარი `მსოფლშეგრძნებითი მთლიანობის~ ნაკვალევი იკითხება გურამ ჯახუტაშვილის ეგზისტენციური თემებით გაჯერებულ ემოციურ პოეტურ ტექსტებშიც. შეგვიძლია მის ლექსებს `ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქეც~ კი ვუწოდოთ, რადგანაც განსაკუთრებულად მძაფრ თემებზე ავტორი, თავისი `თარაზული წარმოსახვით~, პოეტური `სიმსუბუქით~ გვესაუბრება. ოღონდ თუკი პოეტურ ფორმას გავითვალისწინებთ, მისი საუკეთესო ლექსები _ როგორებიცაა `მუხები~, `მუდმივი მგზავრები~ და სხვა _ უფრო ახლოა არა ლირიკულ, არამედ კონტემპლატიურ პოეზიასთან. ჩიტების, როგორც თავისუფლების თუ თევზის სახარებსეული კონოტაციების ან შემოდგომა-ზამთრის, როგორც სიჭარმაგის სეზონური მეტაფორების გარდა, პოეტურობის სტატუსის უდავობის მანიშნებელი, ინდივიდუალობით გამორჩეული, შთამბეჭდავი მეტაფორებიც გვხვდება (`დიდმა მუხებმა/საბედისწეროდ გამწვავებულ შემოდგომაში,/ფეს4
ვისწვერებით აიარეს აღმართი ტყისკენ~, `ვინც დაკარგავდა საკუთარ მზის სხივს~, `ნოემბრის ხეებს შემოდგომა გაუმწვავდათო~). ექსპერიმენტების სახით, კრებულში ვიხილავთ როგორც იდეოგრამული პოეზიის (`ისარი~), ისე თანამედროვე მუხამბაზის ნიმუშებს (`ნავი~). თუმცა ალბათ ყველაზე თვალშისაცემი ე.წ. ანჟამბემანის ხერხია, რომელსაც პოეტი მიმართავს: როდესაც დეკლამაციისას, ან კითხვისას, თვალი უწყვეტად გადადის სტრიქონიდან სტრიქონზე _ უფრო მეტი ექსპრესიისთვის, ეგზისტენციალური სევდისთვის ინტენსიურობის მინიჭების მიზნით, ან, სულაც, ემოციური სიმძაფრისთვის, როდესაც თითქოს მარადიული წრებრუნვის ფერხულში ვებმებით და ყოფიერების ტრაგიკულობის შეგრძნებაც ჩვენივე განუყოფელი ნაწილი ხდება.”

გაგა ლომიძე

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button