ახალი ამბებიბიზნესიტექნოლოგია

Apple-მა 200 თანამშრომელი გაათავისუფლა ავტონომიური ავტომობილების ქვეგანყოფილებიდან

კომპანია Apple-მა მიმდინარე კვირაში ორასზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა თავისი გასაიდუმლოებული ქვეგანყოფილებიდან, რომელიც დაკავებულია ავტომობილების თვითმართვადი ტექნოლოგიის შემუშავებით. ქვეგანყოფილების საქმიანობა ცნობილია სახელწოდებით – Project Titan. ამ შემთხვევის შესახებ ცნობილი გახდა რესურს CNBC-ს მიერ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. 

Apple-ის წარმომადგენელმა სამუშაო კადრების შემცირების ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ კომპანია კვლავ ხედავს „უზარმაზარ პოტენციალს ავტონომიურ სატრანსპორტო სისტემებში“. 

„ჩვენ დაუჯერებლად ნიჭიერი გუნდი გვყავს, რომლის წევრებიც მუშაობენ ავტონომიურ სისტემებსა და სხვა მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებზე. გუნდმა 2019 წელს ფოკუსირება მოახდინა რამოდენიმე საკვანძო სფეროზე, ამიტომ მომუშავეთა ზოგიერთი ჯგუფი სხვა პროექტებსა და კომპანიის სხვა განყოფილებებში გადაინაცვლებს, სადაც ისინი დაკავდებიან მანქანურ სწავლებასა და კომპანიის სხვა ინიციატივებზე მუშაობით“ – განაცხადა Apple-ის წარმომადგენელმა. 

კომპანიაში მიმდინარე ცვლილები მასშტაბური ხასიათის არ არის იმის გათვალისწინებით, რომ გასული წლის ივლისიდან მოყოლებული პროექტზე ჯამში 5 ათასი ადამიანი მუშაობს. კომპანიის წარმომადგენელმა პროექტის სამოქმედო სფერო დაასახელა როგორც „ავტონომიური სისტემები“ და არა – სატრანსპორტო საშუალებები გენერალური დირექტორის, ტიმ კუკის მსგავსად, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიის სამოქმედო არე გაფართოვდა ავტომობილებით დაინტერესებამდე. კომპანია ამ ინიციატივას ახასიათებს, როგორც „ყველაზე ამბიციურ პროექტს მანქანური სწავლების სფეროში“. 

პროექტ Titan-ის ზუსტი მასშტაბები უცნობია. ინფორმაციის თანახმად, პროექტმა თავიდან საქმიანობა დაიწყო როგორც აპარატული, ისე პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისთვის, რაც განკუთვნილი იქნებოდა ავტონომიური ტრანსპორტისთვის. გეგმები მოგვიანებით შეიცვალა და პროექტი ორიენტირდა მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. ამასთან, Apple თანამშრომლობდა სხვადასხვა ავტომწარმოებელთან, მათ შორის Volkswagen-თან. The NewYork Times-ის ცნობით, მიმართულების ამ ცვლილების გამო დატოვა სწორედ პროექტი ასობით თანამშრომელმა 2016-2018 წლებშიც. 

CNBC აღნიშნავს, რომ Apple შიდა ცვლილებებს რესტრუქტურიზაციას უწოდებს, რაც უშუალოდ დაკავშირებულია პროექტის ახალ ხელმძღვანელობასთან. გასულ წელს Apple-მა დაიქირავა  Tesla-ს მთავარი სატრანსპორტო ინჟინერი Doug Field-ი, რომელიც, როგორც ცნობილია, პროექტ „ტიტანს“ ხელმძღვანელობს  ძველ ხელმძღვანელ –  Bob Mansfield-თან ერთად. 

წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close