ახალი ამბებიმეცნიერება

Tesla გერმანელ მეცნიერებთან ერთად ქმნის „პრინტერს“ რნმ-ის სინთეზისთვის. იგი გაამარტივებს ვაქცინების შექმნის პროცესს

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა Twitter-ზე დაადასტურა, რომ მისი კომპანია მუშაობს „პრინტერის“, ან როგორც თავად მასკი უწოდებს, რნმ-ის მოლეკულების სინთეზისთვის განკუთვნილი ბიორეაქტორის შექმნაზე. მოწყობილობაზე Tesla მუშაობს გასული წლიდან მოყოლებული გერმანულ კომპანია CureVac-თან ერთად. სამუშაოები დაიწყო COVID-19-ის პანდემიამდე. კომპანიებმა შეიტანეს ერთობლივი საპატენტო განაცხადი წამლებისა და ვაქცინების შექმნის შესახებ.

CureVac-ის მოწყობილობა რნმ-ის სინთეზისთვის 

მასკმა განაცხადა, რომ მის კომპანიას არ ექნება მნიშვნელოვანი შემოსავალი ხსენებული ბიორეაქტორის წარმოებიდან, სამაგიეროდ, ამგვარი დანადგარები „მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი პროდუქტი“ გახდება. კომპანია აპირებს იზრუნოს ბიორეაქტორების გავრცელებასა და კაცობიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების და ვაქცინების გამოგონებაზე. 

image.png

ამჟამად კომპანია CureVac იყენებს Tesla რნმ პრინტერის მეორე ვერსიას, მწარმოებელი კი მესამე ვერსიის შექმნაზე მუშაობს. გერმანიაში ვიზიტების დროს მასკი არ ივიწყებს პირადად დაკავდეს ამ პროექტებით.  

CureVac-ისა და Tesla-ს თანამშრომლობის იდეა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ვაქცინების მწარმოებელი მზად არ არის გამოუშვას საწარმოო მასშტაბების ბიორეაქტორები. Tesla-ს კი გააჩნია სწრაფი ნოვაციური წარმოების დიდი გამოცდილება და მზად არის რნმ-ის „ბეჭდვისთვის“ განკუთვნილი ბიორეაქტორებით უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული და სანდო პირი. 

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button