ახალი ამბებიბიზნესიდანაშაულიინტერნეტი / სოც მედია

ახალი ანტიმონოპოლიური სარჩელი Facebook-ის წინაღმდეგ სასამართლოში თვის ბოლომდე შევა

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) ემზადება, რომ სასამართლოში შეიტანოს ახალი ანტიმონოპოლიური სარჩელი კომპანია Facebook-ის წინააღმდეგ. აღინიშნება, რომ დავა ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევის შესახებ დაიწყება მიმდინარე თვის ბოლომდე, თუმცა მთელი რიგი მიზეზების გამო იგი შესაძლოა დიდხანს გაიწელოს.

ოფიციალური პირები, როგორც ცნობილია, ემხრობიან „შიდა საქმეს“, რომლის განხილვით უნდა დაკავდეს ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლე ნაცვლად იმისა, რომ პროცესზე მოზიდულნი იყვნენ სხვადასხვა შტატის მოსამართლეები. მიიჩნევა, რომ ამგვარი მიდგომა გაზრდის მოსარჩელეების მიერ პროცესის მოგების შანსს, თუმცა ამავე დროს თავად პროცესი შესაძლოა რამდენიმე წელი გაჭიანურდეს.

მოსალოდნელია, რომ სარჩელში, რომელსაც უკვე დიდი ხანია ამზადებს ფედერალური სავაჭრო კომისია, Facebook-ს ბრალი ედება სხვა კომპანიების შთანთქმა და მონაცემებზე კონტროლის გამოყენება კონკურენტებზე ზეწოლის მიზნით. ამ საქმის განხილვის შედეგების საფუძველზე სასამართლომ შესაძლოა არ გასცეს ბრძანება Instagram-ის ან WhatsApp-ის განცალკევების შესახებ, თუმცა ეს ვარიანტიც არ არის გამორიცხული.

უნდა აღინიშნოს, რომ ცნობები Facebook-ის წინააღმდეგ ახალი ანტიმონოპოლიური სარჩელის შესახებ გამოჩნდა იმ დროს, როდესაც ამერიკული ხელისუფლება დიდი ძალისხმევით ცდილობს სხვა ტექნოლოგიური გიგანტების საქმიანობის შესწავლას: ამგავრი მუშაობის მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ცოტა ხნის წინანდელი სარჩელი Google-ის წინააღმდეგ.

თუმცა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამო გაურკვეველია როგორ გაგრძელდება ანტიმონოპოლიური კანონდარღვევის ძიება Facebook-ის წინააღმდეგ. ახალი პრეზიდენტის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შესაძლოა ცვლილებები შევიდეს ფედერალურ სავაჭრო კომისიის ხელმძღვანელობაში, რაც გავლენას მოახდენს Facebook-ისა და სხვა ტექნოლოგიური გიგანტების საქმის განხილვისადმი მიდგომაზე.

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button