ისტორია

სელევკიდების იმპერია-აღზევება და დაცემა ნაწილი I

სელევკიდების იმპერია იყო უდიდესი ელინისტური სახელმწიფო, რომელიც ძლიერების ჟამს ეგეოსის ზღვიდან ინდოეთამდე იყო გადაჭიმული.

იმპერია წარმოადგენდა ბერძნული და აღმოსავლური კულტურის ნაზავს. მრავალი ერისაგან შემდგარ სახელმწიფოში მუდამ არამყარი მდგომარეობა იყო: ხშირი იყო ხალხთა აჯანყებები და სატრაპთა სეპარატიზმი, რაც იმპერიას სერიოზულად ასუსტებდა.
სელევკიდების იმპერია შექმნა მიეწერება ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთ სარდალს სელევკოსს. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ იგი მაკედონელი რეგენტის პერდიკას უახლოესი თანაშემწე გახდა. იგი იყო ცხენოსანთა ჯარის ერთ-ერთი მეთაური.
ძვ.წ. 321 წელს პერდიკასათვის წარუმატებელი აღმოჩნდა ეგვიპტეში ლაშქრობა. მას ნილოსის გადალახვისას დაეღუპა ჯარის ნაწილი რამაც მას აიძულა უკან დახეულიყო. ამით ისარგებლა სელევკოსმა და პერდიკას წინაამღდეგ აჯანყება მოაწყო, პერდიკა ამ აჯანყების დროს დაიღუპა.
გამარჯვებულებმა დაიწყეს იმპერიის დანაწილება. სელევკმა უარყო ხილიარხის მოვალეობა ანტიპატრეს ვაჟის კასანდრეს სასარგებლოდ. ამის გამო იგი ბაბილონის სატრაპად დანიშნეს. ბაბილონში ჩასულ სელევკოსს მოუწია ბრძოლა ევმენთა სამეფო დინასტიასთან, რომლებიც პოლიპერხონმა დანიშნა აზიის მმართველებად. სელევკოსმა ბრძოლები წამოიწყო მათ წინაამღდეგ. მალევე სელევკის მოკავშირე ანტიოგნე “მონოფთალმოსმა” (ცალთვალა) გაიმარჯვა ევმენებზე და ხელში ჩაუვარდა უდიდესი სიმდიდრე და სამხედრო ძალები. როდესაც ანტიგონმა დაინახა რომ სიმდიდრეც ჰქონდა და ძლიერი არმიაც ჰყავდა გადაწყვიტა დაებყრო მთელი აზია და თვითონ გამხდარიყო ქვეყნიერების მეფე. ამიტომაც ანტიგონმა ზურგი აქცია სელევკს და გამოაცხადა თავის ხელქვეითად. მალე მან სამხედრო მზადება დაიწყო ბაბილონის ასაღებად.
სელევკი ბაბილონში გაიქცა და იქ გამაგრდა. მას ეშინოდა რომ ანტიგონე მას დაბყრობილი მიწების უკან დაბრუნებას მოსთხოვდა, ამიტომაც კავშირი შეკრა პტოლემაოსთან, ლისიმაქესთან და კასანდრესთან. მოკავშირეებმა ანტიგონეს ულტიმატუმი წაუყენეს: გაეყო მათთვის სიმდიდრე და მიწები რაც ევმენებს წაართვა. ანტიგონემ უარი განაცხადა და დაიწყო ომი. გენერალური ბრძოლა გაიმართა ძვ.წ. 312 წელს ქალაქ ღაზასთან, რომელშიც ანტიგონის ვაჟი დემეტრიუს “პოლიორკეტესი” და მთელი მისი არმია განადგურებულ იქნა.
ომის დასრულების შემდეგ პტოლემაოსმა სელევკოსს მისცა მცირე რაოდენობის ჯარები, რომლითაც სელევკოსი დაიძრა ბაბილონისაკენ კუთვნილი სატრაპიის გამოსახსნელად.
ბაბილონეთში მდებარე ციხესიმაგრეებში გარნიზონების ჩაყენების შემდეგ დამორჩილებულებმა სელევკი აღიარეს თავიანთ მმართველად. მან შტურმით აიღო ბაბილონი და დაამარცხა სატრაპი ნიკანორი. ბაბილონის აღების შემდეგ სელევკმა უფრო დიდი სამხედრო ძალა მიიღო. ამიტომაც მოაწყო დიდი ლაშქრობები, რომლის წყალობითაც დაიბყრო სუზა, მიდია, სპარსეთი და აღმოსავლეთ ირანი. სელევკოსი გამოირჩეოდა გამჭრიახობითა და საზრიანობით. ამავდროულად მან იმპერიაში მცხოვრებ ყველა ერს შეუნარჩუნა საკუთარი რელიგია და ადათ წესები. ასევე იყო ლმობიერი და სამართლიანი, რის გამოც იგი დაბყრობილი ქვეყნების ხალხებმა სიხარულით მიიღეს და შეიყვარეს იგი. ასე წარმოიქმნა სელევკიდების უზარმაზარი იმპერია.


სელევკიდების იმპერია ძვ.წ 305 წელს.

სელევკიდების იმპერია წარმოადგენდა სხვადასხვა ენის, ზნე ჩვეულებების და ეკონომიკური დონის ხალხების გაერთიანებულ კონგლომერატს. სელევკიდთა საყრდენი სოციალური ბაზა იყო, კერძოდ ბერძნულ-მაკედონური მონათმფლობელური არისტორკრატია. ასევე იმპერია გამოირჩეოდა უდიდესი რესურსებითა და სიმდიდრით, სოწერდ აქ მდებარეობდა ცივილიზებულ სამყაროში ყველაზე მდიდარი რეგიონები. ეკონომიკური საყრდენი იყო აგრარული მეურნეობა. ამისათვის საგანგებოდ მეფეები აგებდნენ ირიგაციის სისტემებს. ძირითადად მოჰყავდათ ხორბალი, აშენებდნენ ზეთისხილს, მისდევდნენ მევენახეობას და მებოსტნეობას. ასევე განვითარებული იყო წვრილფეხა დამხსვილფეხა პირუტყვის მოშენებაც.

Seleuco_I_Nicatore

სელევკოს I ნიკატორი

სელევკიდთა ხელში იყო მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო-სატრანზიტო გზები, რომლებიც მოემართებოდნენ ჩინეთიდან და ინდოეთიდან. ეს გზები ერთმანეთს აკავშირებდნენ ევროპასა და აზიას და მისი მეშვეობით მიმდინარეობდა გაცხოველებული ვაჭრობა.
მთავარ პოლიტიკურ-ეკონომიკურ როლს თამაშობდნენ ქალაქები, რომელთაგან ყველაზე მეტად დაწინაურდნენ სელევკია, ბაბილონი , ანტიოქია, ლაოდიკეა. ელინისტურ ქალაქებს ჰგონდათ დამოუკიდებელი კანონმდებლობა, ჰყავდათ მმართველობითი ორგანოები და ფინანსები. მათ გარშემო ჩამოყალიბებული იყო სამხედრო დასახლებები-კატეკიები. მათი მეშვეობით ხორციელდებოდა ძირითადი სამხედრო ძალების მობილიზაცია. სწორედ კატეკიების მეშვეობით ახორციელებდნენ სელევკიდები იმპერიის ელინიზაციას და საკუთარი ხელისუფლების გავრცელება-დამკვიდრებას. მეფე წარმოადგენდა უზენაის მმართველს, რომელიც ქვეყნიერების ღმერთად იყო გამოცხადებული. იგი იპერიას განაგებდა რთული ბიუროკრატიული აპარატით რომელშიც შერწყმული იყო ელინურ-სპარსული ტრადიციები. იმპერია დაყოფილი იყო სათრაპიებად, რომელთა სათავეში იდგნენ სტრატეგოსები. ისინი განაგებდნენ ადმინისტრაციულ ოლქებს: კრებდნენ გადასახადებს და საჭიროების შემთხვევაში ევალებოდათ არმიის მობილიზაცია.
სელევკიდების არმია ბერძნულ-აღმოსავლური ტრადიციების ნაზავი იყო. მასში გაერთიანებული იყვნენ ბერძენი ჰოპლიტები, აღმოსავლური კატაფრაქტები და საომარი სპილოები, რაც მის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებდა.


სელევკიდი მომრები

სელევკოს ნიკატორმა საბოლოოდ ძვ.წ. 305 წელს თავი მეფედ გამოაცხადა. ამავე წელს სელევკმა დაიწყო ლაშქრობა ინდოეთში, რომელიც წარმატებით დასრულდა. აქ იგი დაუზავდა აქაურ მეფეს, ლეგენდარულ ჩანდრაგუპტა მაურიას, მაურიების იმპერიის დამაარსებელს, რომელსაც დაუთმო მდინარე ინდის დასავლეთით მდებარე მიწები. სამაგიეროდ კი მაურიასაგან მიიღო საბრძოლო სპილოები. ამის შემდეგ მან საბრძოლო მოქმედებები გადაიტანა დასავლეთისაკენ. დასალეთში დიდოქოსებმა დაიწყეს ტერიტორიული გადანაწილება რასაც ომი მოჰყვა. ძვ.წ. 301 წელს იფსოსთან სელევკოსი შეებრძოლა ანტოგონე მონოფთალმოსს და დაამარცხა მისი არმია. თვითონ ანტიგონე ბრძოლაში დაიღუპა. შედეგად დაიბყრო მესოპოტამია და სირია. სირიაში მან შექმნა სამხედრო პლაცდარმი და აქედან დაიწყო შეტევა ლისიმაქოსის სამეფოს წინაამღდეგ მცირე აზიაში. ძვ.წ. 281 წელს საბოლოოდ დაამარცხა ლისიმაქე და დაეუფლა მცირე აზიის პროვინციებს.
სელევკოსი ეწეოდა დიდი აღმშენებლობას, მისი მეფობის პერიოდში მან მრავავლი ახალი ქალაქი დაარსა, რომელთა რაოდენობა მისი მეფობის დასასრულს 70-ს აღწევდა. ამ მიზნით იგი ცდილობდა უფრო ძლიერად გაევრცელებინა ელინიზმი სხვადასხვა ერებს შორის რათა უფრო დაემორჩილებინა ისინი. სელევკოსმა ძვ.წ. 293 წელს თანამოსაყრდედ დაისვა საკუთარი მემკვიდრე ანტიოქე. იგი მეფობის ბოლო წლებში ცდილობდა ბალკანეთის დაბრობას. განსაკუთრებით მას სურდა მაკედონიისა და თრაკიის დამორჩილება. ამ მიზნით მან ძვ.წ. 280 წელს დიდი არმიით გადალახა ჰელესპონტი, მაგრამ ლისიმაქეის მახლობლად პტოლომე კერავნუსმა მოკლა. ლაშქრობა ჩაიშალა ხოლო არმიამ უკან მცირე აზიაში დაიხია.

I ნაწილის დასასრული.

სელევკიდების იმპერია აღზევება და დაცემა ნაწილი II

ივერი კოპალიანი
iveri-kopaliani.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button