ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Circle აამოქმედებს ტრანსსასაზღვრო გადახდების ქსელს Stablecoin-ების ბაზაზე  

Circle Internet Group Inc., Stablecoin-ების მსოფლიოში სიდიდით მეორე პროვაიდერი, გეგმავს საგადახდო ქსელის გაშვებას, რომელიც შესაძლებელს გახდის ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციებს stablecoin-ების გამოყენებით. ინფორმაცია Bloomberg-მა გააზიარა წყაროებზე დაყრდნობით, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა არჩიეს, რადგან განიხილავდნენ არასაჯარო გეგმებს. 

ხსენებული ქსელი მუშავდება ფინანსური ინსტიტუტებისა და ტექნოლოგიური კომპანიების დასაკავშირებლად. იგი მოიცავს გადახდის სერვისის პროვაიდერებს, ციფრული საფულეების კომპანიებს და საბანკო აპლიკაციების პროვაიდერებს. მიზანია შესაძლებელი გახდეს ტრანსსასაზღვრო გადახდების რეალურ დროში შესრულება. 

ინფორმაცია Circle Payments Network-ის გაშვების შესახებ პირველად Coindesk-მა გაავრცელა. Circle-ის გეგმები ხაზს უსვამს მზარდ ტენდენციას, როგორც კრიპტოვალუტის, ისე ტრადიციულ ფინანსურ კომპანიებს შორის, გამოიყენონ stablecoin-ები ფულის უფრო სწრაფად და ეკონომიურად გადარიცხვისთვის. 

დღესდღეობით ტრანსსასაზღვრო გადახდები ჩვეულებრივ ეყრდნობა კორესპონდენტურ საბანკო სისტემას. ეს სისტემა ხშირად იწვევს ანგარიშსწორების შეფერხებას და დამატებით ხარჯებს შუამავლების ჩართულობის გამო. Circle-ის ახალი ქსელი მიზნად ისახავს ამ პრობლემების გადაჭრას stablecoin-ების უპირატესობების გამოყენებით. 

Source
https://www.overclockers.ge/index.php?/profile/15538-magdalena/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button