იაკობის ჭა
ფოტოზე ორი ახალგაზრდა უფსკრულში ხტება, ეს – იაკობის ჭაა, რომელიც აშშ-ს შტატ – ტეხასში მდებარეობს. იაკობის ჭის დიამეტრი 4 მეტრია და ის ტეხასში ყველაზე ფართო წყალქვეშა მღვიმედან გამოდის. წყალი იმდენად გამჭვირვალეა, რომ გადმოხტომის დროს იქმნება გრძნობა, რომ ცარიელ სივრცეში ხტები.
ჭის სიღრმე 10 მეტრია, ფსკერზე კი უსასრულო განშტოებებია, რომლებიც სრულად არ არის შესწავილი. დღეისთვის მათი შესწავლის პროცესს 8 მყვინთავი ემსხვერპლა
იაკობის ჭა უიმბერლიში (შტატი ტეხასი) ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ადგილია დედამიწაზე. ბიბლიური პერსონაჟის სახელით ცნობილმა საშიშმა ადგილმა ამ დროისთვის უკვე 8 მყვინთავი შეიწირა, მაგრამ ეს სულაც არ აშინებს თავგადასავლების მაძიებლებს, რომლებმაც მასში ჩახტომის გადაწყვეტილება მიიღეს.
ერთი შეხედვით ჭა უსაფრთხო აუზს ჰგავს, რომელშიც შემოედინება პატარა უბე სახელად – Cypress Creek. ასევე ჭას აქვს მღვიმეები, რომლებიც ქვემო ზედაპირზე იმყოფება.
ადგილობრივი მაღაზიის მფლობელი ამბობს, რომ ზუსტად ეს ადგილია ყველაზე სახიფათო მყვინთავებისთვის.
პირველი მღვიმე იწყება 30 ფუტის სიღრმეზე, ხოლო მთავრდება 55 ფუტზე. მასში ბევრი ზღვის მცენარეა და უამრავი თევზი ბინადრობს.
მეორე მღვიმე 80 ფუტის სიღრმეზეა და ძალიან ვიწრო შესასვლელი აქვს, რომელიც მყვინთავებს მახეში აგებს, ზუსტად აქ დაიღუპა ამერიკელი სტუდენტი რიჩარდ პატონი.
მეორე მღვიმედან მესამეში ფხვიერი ხრეშით პატარა გადასასვლელს შევყავართ.
მეოთხე მღვიმეში შესვლა კიდევ უფრო რთულია. იგი ძალიან ცოტას აქვს ნანახი და ამიტომა მას “ქალწულ მღვიმეს” ეძახიან. მის ფსკერზე კირქვის ფენებია და ისინი თუ გაღვივდა, იქიდან გამოსვლა თითქმის წარმოუდგენელია.