ფორმულა 1-ის მანქანა, რომლითაც ქუჩაში მოძრაობა დაშვებულია
შემთხვევითი არაა ის, რომ ეს ავტომობილი სარბოლო მანქანას მოგაგონებთ – Caparo T1 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2.5 წამში ადის. მაგრამ მიუხედავად ამ მონაცემისა, მისი ყოლა და გზებზე მოძრაობა ლეგალურია.
ცხადია, შთამბეჭდავი მონაცემების გამო მოდელს ფასიც შესაბამისი აქვს – ის 480 000 დოლარადაა შეფასებული. წონით Smart-ის მოდელებზე 20%-ით ნაკლებია, ხოლო სიმძლავრე-წონის შეფარდება Bugatti Veyron-ზე ორჯერ მეტი აქვს.
მოდელი ბრიტანეთში აიგო კომპანია ,,Caparo Vehicle Technologies”-ის მიერ. შემქმნელებმა იზრუნეს, რომ ის ყოფილიყო ფორმულა 1-ის მანქანებთან ყველაზე მეტად მიმსგავსებული ლეგალური მოდელი. ყოველ წელს მისი 25 ეგზემპლარი იგება.
როდესაც Caparo T1 გამოიცადა ცნობილ გადაცემაში ,,Top Gear”, ჯერემი კლარკსონმა განაცხადა, რომ მას აქვს ‘ისეთი აჩქარება, რომელიც აქამდე არასდროს გამოუცდია და მსგავსი შეგრძნება არცერთ სხვა ავტომობილში არ დაუფლებია’.
მოდელის ზოგადი მონაცემები ასეთია:
სტილი: 1 კარიანი კუპე
კლასი: სპორტული ავტომობილი
სიგრძე: 4 მ
სიგანე: 1.99 მ
სიმაღლე: 1 მ
მაქსიმალური სიჩქარე: 330კმ/სთ
0-100 კმ/სთ: 2.5 წმ
0-160 კმ/სთ: 4.9 წმ
წონა: 470 კგ
ძრავა:
• 3.5 ლ
• Aluminium V8
• მშრალი კარტერი
• 575 ცხ.ძ.
• 1223 ცხ.ძ. 1 ტონაზე