საინტერესოსია

13 უცნობი ფაქტი ფერნანდო მაგელანის შესახებ

ფერნანდო მაგელანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნებაა მსოფლიოს ისტორიაში, რომელმაც ზღვაოსნობით გაითქვა სახელი. იგი იყო ინიციატორი ექსპედიციის, რომელიც მსოფლიო მოგზაურობაში გადაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ მის დასრულებას ვეღარ მოესწრო, მაგელანის მოგზაურობის უშუალო შედეგი დედამიწის სფერულობის დამტკიცებასთან ერთად,ესპანეთის კოლონიების ზრდა, ახალი მიწების აღმოჩენა, ახალი ტოპოგრაფიული სახელების დამკვიდრება და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისტორიაში პირველად, პინგვინების აღნუსხვაა .
სტატიაში, უფრო ვრცლად, გაეცნობით 13 უცნობ ფაქტს კაპიტნის შესახებ, რომლის მოგზაურობამაც მსოფლიო შეცვალა.


#1 
პირველი საზღვაო ნათლობა

მაგელანის , როგორც კაპიტნის საზღვაო ნათლობა შედგა 1505 წელს, ფრანშისკუ ალმეიდას პორტუგალურ ფლოტში, რომელიც მიზნად ისახავდა ინდოეთის დაპყრობას. ამ დროს ფერნანდო 25 წლის იყო.

Portuguese_Carracks_off_a_Rocky_Coast

#2 ფერნანდო მაგელანი კოჭლი გახლდათ.

1513 წელს მაგელანს, მაროკოში,ქალაქ აზემურთან, სამხედრო მოქმედებისას, ცხენი მოუკლეს, შემდეგ ფეხში დაიჭრა და სამუდამოდ დაკოჭლდა.

75647-004-045482b71

#3 პორტუგალიიდან – ესპანეთამდე.

მიუხედავად იმისა,რომ მაგელანი პორტუგალიელი იყო, 1513 მან ზურგი აქცია პორტუგალიის სამეფო კარს და ესპანეთში გადავიდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ინდოეთიდან სანელებლებით უკან დაბრუნებულ მაგელანს , პორტუგალიის მეფე მანუელ I-მა გასამრჯელო არ გადაუხადა.

6940607-map-and-compass

#4 მაგელანის მულტინაციონალური ეკიპაჟი

მიუხედავად იმისა, რომ მაგელანის ვოიაჟი ესპანეთის მეფეებმა დააფინანსეს , ექსპედიციის წევრები სხვადასხვა ქვეყნებიდან გახლდათ. ეკიპაჟის ძირითად ნაწილს ესპანელები და პორტუგალიელები შეადგენდნენ ბერძნებთან, სიცილიელებთან, ინგლისელებთან, ფრანგებთან, გერმანელებთან და ჩრდილოეთ აფრიკელებთან ერთად.

magellan-mutiny-2-jpg

#5 Tierra del Fuego –  „ცეცხლოვანი მიწა“.

ზოგიერთი მკვლევრის მტკიცებით, მაგელანმა მოგზაურობისას თვალი მოჰკრა ადგილობრივ ინდიელთა მრავალრიცხოვან კოცონებს, სწორედ ამ ადგილს დაერქვა – „ცეცხლოვანი მიწა“.

NASA_Tierra_del_Fuego_image (1)

#6 Spheniscus magellanicus –  მაგელანური პინგვინი?

მაგელანის საპატივცემულოდ პინგვინის ერთ-ერთ სახეობას მისი სახელი დაარქვეს. სწორედ,  ფერნანდომ პირველმა შენიშნა პინგვინი 1520 წელს, როდესაც ექსპედიცია სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაპირებთან იმყოფებოდა.

dcdb5c5e23a75604ff903d211ce8082cd51d1d28_lis


#7
 “MAR PACIFICO” – წყნარი ოკეანე.

მაგელანის ხომალდები, ცეცხლოვანი მიწის გავლის შემდეგ, უზარმაზარ ოკეანეში შეცურდნენ, რომელიც მშვიდად გამოიყურებოდა და მეზღვაურებისთვის არავითარ საშიშროებას არ ქმნიდა. ამიტომაც ექსპედიციის კაპიტანმა ოკეანეს პორტუგალიურად “Mar Pacifico” ანუ “წყნარი ოკეანე” უწოდა. მიუხედავად ამისა, იგი არ იყო პირველი ევროპელი, ვინც ოკეანე იხილა და სახელი შეარქვა. 1513 წელს, ესპანელმა კონკისტადორმა, ვასკო ნუნიეს დე ბალბოამ, ევროპაში პირველმა აღმოაჩინა წყნარი ოკეანე და მას “სამხრეთის ზღვა” უწოდა.

6883055-pacific-ocean.jpg

#8 იძულებითი მოგზაურობა?

მაგელანს არ დაუგეგმავს მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, მისი მიზანი იყო აღმოეჩინა საზღვაო გზა მოლუკის კუნძულამდე. ერთხელ ექსპედიციას პორტუგალიელები დაესხნენ თავს, მაგელანი იძულებული იყო დასავლეთისაკენ გზა გაეგრძელებინა.

large

#9 პრობლემები პირად ცხოვრებაში.

მაგელანს შთამომავლობა არ ჰყოლია.მოგზაურობამდე მან იქორწინა მშვენიერ პორტუგალიელზე, ბეატრიჩე დუარტეზე. შვილი ერთი წლისა გარდაეცვალა. ერთი წლის შემდეგ, ახალი ბავშვის დაბადებას, ბეატრიჩე გადაჰყვა. ფერნანდოც მოგზაურობაში დაიღუპა.

list-10-facts-magellan-circumnavigation-magellan-e

#10 ფერნანდო მაგელანი – აღსასრული.

1521 წლის 27 აპრილს, ექსპედიციის წევრები , კუნძულ მაქტანზე სისხლისმღვრელ ბრძოლაში ჩაერთვნენ ადგილობრივ აბორიგენებთან. ატეხილ დაპირისპირებაში პირადად იბრძოდა ექსპედიციის კაპიტანიც, იგი პირადად მაქტანის ბელადმა, ლაპუ-ლაპუმ გამოასალმა სიცოცხლეს.
მიუხედავად მაგელანის სიკვდილისა ექსპედიცია გაგრძელდა, გემების კაპიტნები ერთმანეთს სწრაფად ცვლიდნენ, საბოლოოდ ბასკი მეზღვაურის, ხუან სებასტიან ელ-კანოს მეთაურობით მოხერხდა ესპანეთში დაბრუნება ერთადერთი გადარჩენილი გემით „ვიქტორია“. მაგელანის მოგზაურობა დასრულდა.

battle_of_mactan

#11 სიბრტყე თუ სფერო ?

მაგელანის ექსპედიციას უკვალოდ არ ჩაუვლია, სწორედ ამ ეპოქაში მივიდნენ დასკვნამდე, რომ დედამიწა სფერულია და არა ბრტყელი.Fantasy map of a flat earth

Fantasy map of a flat earth — Image by © Antar Dayal/Illustration Works/Corbis


#12
  18/265

მაგელანის ხუთი გემიდან (ტრინიდადი, ვიქტორია , სან ანტონიო, კონეპსიონი, სანტიაგო) მხოლოდ „ვიქტორია“ გადაურჩა განადგურებას. ხომალდის ეკიპაჟის გადარჩენილმა წევრებმა მოგზაურობა დაასრულეს და 1522 წლის 6 სექტემბერს სანკულარ-დე-ბარამედას პორტში შევიდა. ექსპედიციის 265 ადამიანიდან 18 გადარჩა.

nao-side3

#13 . ესპანური აუტპუტი.

ელ-კანოს მიერ ჩატანილმა სანელებლებმა ესპანეთში, გადაფარა მთელი ექსპედიციისთვის გამოყოფილი თანხები. მაგელანის მიერ აღმოჩენილი ტერიტორიები იქცა ესპანეთის გავლენის სფეროებად და კოლონიებად, სადაც გავრცელდა ქრისტიანობა და ესპანური ენა.საფუძველი ჩაეყარა ესპანეთის დომინირებას მსოფლიოზე. იგი გახდა სუპერსახელმწიფო ,უზარმაზარი ტერიტორიებით, სიმდიდრითა და ფლოტით.

01treasure-adapt-768-11

გიგა ჩალიგავა

Source
https://msoflioistoria.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button