ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ცენტრალური ბანკების ჯგუფმა განაცხადა, რომ CBDC-ის სრული ანონიმურობა მიუღებელია

ანგარიშის ავტორები – BIS და შვიდი ცენტრალური ბანკი თვლის, რომ ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები (CBDC) არ უნდა იყოს სრულიად ანონიმური AML/CFT წესების გამო. საექსპერტო საზოგადოებაში არიან ისეთებიც, ვინც ამას კატეგორიულად არ ეთანხმება – წერს The Block.

„სრული ანონიმურობა ნაკლებსარწმუნოა. CBDC-ზე დაფუძნებული საგადახდო სისტემის მთავარი კითხვები იქნება შემდეგი: ვინ მიიღებს წვდომას მონაცემებზე, რამდენად და რა ვითარებაში“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

CBDC-ის კონცეფციის ავტორები მიიჩნევენ, რომ საჭირო იქნება მჭიდრო კოორდინაცია ეროვნულ სახელმწიფო ორგანოებთან (მაგალითად საგადასახადო სამსახურთან), რათა მიღწეულ იქნას ბალანსი საჯარო კონფიდენციალურობასა და უკანონო საქმიანობის შემცირებას შორის.

„უაზრობაა, ამგვარი განცხადებებისთვის საფუძველი არ არსებობს“ – განაცხადა დოკუმენტის შესახებ როჰან გრეიმ – Digital Currency Initiative-ის კონფიდენციალურობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტი თვლის, რომ ტექნიკური თვალსაზრისით არაკორექტულია CBDC-ის ანონიმურობის ისეთი დონით უზრუნველყოფის უარყოფა, რაც ნაღდი ფულისთვისაა დამახასიათებელი. მას აქვს შემოთავაზება – შეიქმნას ახალი უფლებრივი კატეგორია ციფრული ვალუტებისთვის. გრეიმ აღნიშნა, რომ აუცილებელი არ არის CBDC-ის განხილვა ციფრული გადახდების სხვა ფორმებთან ერთად.

ჯერი ბრიტო, კრიპტო ინდუსტრიის იურიდიული ორგანიზაცია Coin Center-ის დირექტორი, ასევე არ ეთანხმება BIS-ის პოზიციას CBDC-ის ანონიმურობის შესახებ.

„ავტორები თვლიან, რომ ცენტრალურ ბანკებს AML/CFT-ის მოთხოვნებთან შესაბამისობის გარკვეული ვალდებულება გაჩნიათ. ისინი მხოლოდ ანონიმური ბანკნოტებისა და მონეტების ემიტენტის როლს ასრულებენ “, – წერს ბრიტო თავის ბლოგში.

ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ ცოტახნის წინ გამოსული Sand Dollar-ის white paper-ის თანახმად ბაჰამის კუნძულების ეროვნული ციფრული ვალუტა არ გვთავაზობს ანონიმურობას.

გამოკითხულ ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ იმაშიც, ეს მახასიათებელი აისახება თუ არა ციფრულ იუანში.

გრეი ამტკიცებს, რომ როდესაც საუბარი ეხება ტერმინ „ანონიმურობას“, ჩინეთი მასში „კონტროლირებად ანონიმურობას“ მოიაზრებს. კერძოდ, კონტრაგენტები შესაძლოა დარჩნენ ერთმანეთისთვის ანონიმური, ამავე დროს კი ხელისუფლება მეთვალყურეობას უჭერს მხარს. ასეთ შემთხვევაში ხდება ნამდვილი სახელის იდენტიფიკაცია შიდა სერვერზე და კონფიდენციალური ტრანზაქციებისა – გარეზე.

ბრიტო ეთანხმება კოლეგას და ამტკიცებს, რომ „სრული ანონიმურობის“ აღქმა ყოველგვარ აზრს არის მოკლებული.

„ანონიმურობა ან არსებობს, ან არა. ცენტრალიზებული მონაცემები ბალანსისა და ტრანზაქციების შესახებ ან არსებობს, ან არა; ისინი ან ანონიმურია, ან – არა. მე არ ვიცი არანაირი შუალედური გზა. სრული ან ნაწილობრივი ანონიმურობა არ არსებობს, ”- თქვა ბრიტომ.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button