ლიტერატურამოთხრობა

ივან ბუნინი – წერილი

— ერთხელაც გწერთ კიდევ. ჩემზე ნუ იდარდებთ, ვაგონებში თბილოდა გახდილისთვისაც კი. მთელი გზა, მინსკიდან მოყოლებული, თოვლი საერთოდ არ მინახავს, ირგვლივ მიდამო კი ჟანგნაჭამია, წყალმრავალი, ჭაობიანი. რაღაც შეუცნობი მომელის წინ, ვგრძნობ. მშვიდობით, ჩემო ახლობლებო და ნაცნობ-მეგობრებო, ვგონებ, ვეღარ ვიხილავთ
ერთმანეთს. გემშვიდობებით, ძვირფასებო, საწერად სადღა მცალია და, თანაც, წვიმა მიშლის, თვალში კი — ცრემლი. მას შემდეგ, რაც მოგვიშვეს ტყვიამფრქვევები და ყუმბარმტყორცნები, მარტო მტვრის სვეტებს ვხედავ. ორნი თხრიდნენ ჩემს გვერდით სანგარს, ყუმბარა დაეცათ მათ, მოკლა ორივე; ერთი უცხო წვევამდელი იყო, მეორე — ჩვენი ვანია. ის დაიღუპა რუსული იარაღის სადიდებლად…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button