გამონათქვამები
ციტატები ჯონ სტეინბეკის წიგნებიდან
John Steinbeck, here seen as a young man, sits for his portrait. Years later, his story “With Your Wings” would be read on air — then disappear for decade
- წარმოვიდგენ, თუ რამდენ ადამიანს შევხვედრივარ ცხოვრებაში და არასდროს მინახავს.
- შესაძლოა ყველას ამ მთელ წყეულ მსოფლიოში ერთმანეთის ეშინია.
- ყველა დიდებული და ღირებული რაღაც, ერთია.
- არ არსებობს ცოდვა და მადლი. არსებობს რაღაცები, რასაც ადამიანები ვაკეთებთ.
- მჯერა, რომ ძლიერი ქალი კაცზე ძლიერი შეიძლება იყოს, განსაკუთრებით თუ მას გულში სიყვარული აქვს. ვფიქრობ, შეყვარებული ქალი შეუდრეკელია.
- ბევრად უფრო ბნელა, როცა ნათელი გადადის, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, საერთოდ, რომ არ იყოს სინათლე.
- და მე ამის მწამს: რომ, ინდივიდის თავისუფალი, მკვლევარი გონება ყველაზე ფასეული რამაა სამყაროში. და ამისთვის ვიბრძოლებდი: გონების თავისუფლება, რომ მის სურვილებს ნებისმიერი მიმართულება მისცეს. მე ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძლოლო: ნებისმიერი იდეა, რელიგია, ან მთავრობა, რომელიც ზღუდავს და ანადგურებს ინდივიდს. ეს არის, რაც მე ვარ და რისთვისაც ვარ.
- არაფერი იქნებოდა ზაფხულის სიცხე, ზამთრის სიცივეებს, რომ არ დაეტკბო.
- იდეები კურდღლებივითა არიან. შენ რამდენიმე გაქვს და სწავლობ მათთან მოპყრობას. შემდეგ, სულ მალე, შენ უამრავი გაქვს.
- ერთი მყვირალა ფაქტია, რომელიც მთელ ისტორიაში მოისმის: რეპრესიები მხოლოდ გაძლიერებას და გაერთანებას იწვევს რეპრესირებულის.
- ეცადე გაუგო ადამიანს. თუ ერთმანეთს გაუგებთ, ერთმანეთის მიმართ კეთილები იქნებით. ადამიანის გაგება არასდროს მიგვიყვანს სიძულვილთან, ის თითქმის ყოველთვის სიყვარულთან მიდის.
- სიმართლეში მეტი სილამაზეა, თუნდაც საზარელი სილამაზე იყოს.
- იყო ცოცხალი, საერთო ჯამში ნიშნავს, გქონდეს ნაიარევები.
- როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება, თითოეულს მეორე რაღაცით ცვლის, შესაბამისად ვიღებთ ორ ახალ ადამიანს.
- ყველაფერი, რაც მხოლოდ ფული ღირს, იაფია.
- ზოგჯერ კაცს სურს იყოს სულელი, თუ ეს იმის გაკეთების საშუალებას მისცემს, რასაც სიჭკვიანე უკრძალავს.
- თუ გასაჭირში ხარ, ან გულნატკენი, ან რაიმე გჭირდება – ღარიბებთან წადი. ისინი ერთადერთები არიან, ვინც დაგეხმარება, ერთადერთები.
- ჩემს თავზე შურს ყველაზე საზარელი გზით ვიძიებ, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო. მე მას დავივიწყებ.