პოეზია

ჯაბა გორგილაძე – წარსულს

ფულის მონობას, ფულის შოვნაში

გაბოროტებულ მეძავს და ავქალს.

ოდითგან მებრძოლი ხასიათი,

მეზობლად არაა მოკავშირე.

არ დაიბადა, არა, დავითი!

ღმერთო, …………….

რუსთველს ვკითხე, ვიკითხე ბევრჯერ,

პოეზიაში ვეძებე გმირი,

იქნებ გავმხნევდე და დავიჯერო,

ისევ ეზრდება სამშობლოს შვილი.

ილიას სიტყვებს, ტაბიძის ტკივილს,

ისევ ვეძებდი, ვით კრიტიკოსი,

ისე მეფიქრა, გულით მტკენოდა

და არა ფარსი თქმით ცინიკოსის.

ვაჟას – ბუნების მესაიდუმლეს, _

ბევრჯერ დავუსვი კითხვა იგივე,

ასე ლამაზი სამშობლოს შვილმა,

ერი მტრად როგორ გავაიგივე?!

და ბოლოს მივხვდი… და მაშინ მივხვდი _

რად იყო აწმყო წარსულზე სუსტი…

და მე ვიპოვე პასუხი ზუსტი,

შენ პოეზიას რწმენაში ქმნიდი,

მე რწმენა მქონდა, ურწმუნოს, სუსტი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button