![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/10/Block.one-მა-გამოუშვა-სერვისების-პაკეტი-EOS-ის-ბაზაზე-არსებული-ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებების.jpeg?fit=800%2C640&ssl=1)
ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები
Block.one-მა გამოუშვა სერვისების პაკეტი EOS-ის ბაზაზე არსებული ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებების ბიზნესის დანერგვისთვის
პროექტ EOS-თან დაკავშირებულმა კომპანია Block.one-მა წარადგინა კორპორატიული სერვისების ნაკრები, რომლებიც ორგანიზაციებს უნდა დაეხმაროს ბლოჩეინის ბაზაზე გადაწყვეტილებების შემუშავებასა და ინტეგრირებაში.
ბიზნესისთვის განკუთვნილ ოთხ ახალ შემოთავაზებაში გამოყენებულია პროგრამული უზრუნველყოფა EOSIO კომპანია Block.one-ისგან და მოიცავს:
- ავტომატიზებულ პლატფორმას „ბლოკჩეინი, როგორც სერვისი“, რომელსაც Block.one მართავს;
- ტექნიკური დახმარება კომპანიებისთვის, რათა განსაზღვრონ მისი საჭიროების დონე;
- EOS-ინჟინრების პირდაპირი წვდომა ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებების შემუშავებისა და განხორციელებისთვის, მათ შორის სმარტ-კონტრაქტების რეალიზაცია;
- კომპლექსური კურსები EOSIO-ს საფუძვლების შესახებ, სმარტ-კონტრაქტების პროგრამირება, პროგრამების შემუშავება და ინტეგრაციის უსაფრთხოების მეთოდები.
Block.one ელის, რომ EOSIO for Business პაკეტი კომპანიებს საშუალებას მისცემს დანერგონ და მხარი დაუჭირონ ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებებს პერსონალის არასაკმარისი ტექნიკური ცოდნის შემთხვევაში.
შეგახსენებთ, ივლისში EOS-დეველოპერებმა დააანონსეს განახლებული სამოქმედო გეგმა, რომელშიც აღწერილია პროექტის გრძელვადიანი და შორსმიმავალი მიზნები.