ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Block.one-მა გამოუშვა სერვისების პაკეტი EOS-ის ბაზაზე არსებული ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებების ბიზნესის დანერგვისთვის

პროექტ EOS-თან დაკავშირებულმა კომპანია Block.one-მა წარადგინა კორპორატიული სერვისების ნაკრები, რომლებიც ორგანიზაციებს უნდა დაეხმაროს ბლოჩეინის ბაზაზე გადაწყვეტილებების შემუშავებასა და ინტეგრირებაში. 

ბიზნესისთვის განკუთვნილ ოთხ ახალ შემოთავაზებაში გამოყენებულია პროგრამული უზრუნველყოფა EOSIO კომპანია Block.one-ისგან და მოიცავს: 

  • ავტომატიზებულ პლატფორმას „ბლოკჩეინი, როგორც სერვისი“, რომელსაც Block.one მართავს; 
  • ტექნიკური დახმარება კომპანიებისთვის, რათა განსაზღვრონ მისი საჭიროების დონე; 
  • EOS-ინჟინრების პირდაპირი წვდომა ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებების შემუშავებისა და განხორციელებისთვის, მათ შორის სმარტ-კონტრაქტების რეალიზაცია;  
  • კომპლექსური კურსები EOSIO-ს საფუძვლების შესახებ, სმარტ-კონტრაქტების პროგრამირება, პროგრამების შემუშავება და ინტეგრაციის უსაფრთხოების მეთოდები. 

Block.one ელის, რომ EOSIO for Business პაკეტი კომპანიებს საშუალებას მისცემს დანერგონ და მხარი დაუჭირონ ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებებს პერსონალის არასაკმარისი ტექნიკური ცოდნის შემთხვევაში. 

შეგახსენებთ, ივლისში EOS-დეველოპერებმა დააანონსეს განახლებული სამოქმედო გეგმა, რომელშიც აღწერილია პროექტის გრძელვადიანი და შორსმიმავალი მიზნები. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button