![](/wp-content/uploads/2020/10/Renault-მ-წარადგინა-ელექტრომობილი-Dacia-Spring-Electric-ფასი-10-ათასი-ევრო.jpeg)
Renault-მ წარადგინა ელექტრომობილი Dacia Spring Electric: ფასი – 10 ათასი ევრო
კომპანია Renault-მ ჩაატარა ვირტუალური ღონისძიება, რომლის ფარგლებში წარადგინა ელექტრო ჰეჩბეკი და ახალი დაბალბიუჯეტური საქალაქო ელექტრომობილი Dacia.
ღონისძიება „Renault eWays“-ის ფარგლებში, რომელიც ამჟამინდელ და სამომავლო „ელექტრომობილობას“ ეძღვნებოდა, ფრანგულმა კომპანიამ წარადგინა ელექტრო ჰეჩბეკი Renault Mégane eVision და საქალაქო მოხმარების ელექტრომობილი Dacia Spring Electric.
![image.jpeg](/wp-content/uploads/2020/10/image.jpeg.186df16989152552dfe5be8d42ac9f6a.jpeg)
![image.jpeg](/wp-content/uploads/2020/10/image.jpeg.f1b302b2aa2df4ffb75b15147ee781b9.jpeg)
Renault Mégane eVision საფუძვლად დაედება სერიულ ელექტრომობილს, რომლის წარმოება მომდევნო წელს დაიწყება. მას აქვს 160 კვტ (217 ცხენის ძალა) სიმძლავრის ელექტროძრავი, რომელიც მუშაობს 60 კვტ/სთ მოცულობის ბატარეაზე. ახალ ელექტრომობილში მხარდაჭერილია 130 კვტ მუდმივი ძაბვის მქონე სწრაფი დამუხტვა, ასევე აქვს ინტეგრირებული დამტენი მოწყობილობა მაქსიმალური სიმძლავრით – 22 კვტ.
![image.jpeg](/wp-content/uploads/2020/10/image.jpeg.ad8b85373af949da26b9ca86574506e7.jpeg)
მოდელი Dacia Spring Electric აღჭურვილია მეტად დაბალი, 33 კვტ (44 ცხენის ძალა) სიმძლავრის ელექტროძრავით, რომელიც ელექტროენერგიას იღებს 26.8 კვტ/სთ მოცულობის ბატარეიდან. როგორც Renault ამტკიცებს, მცირე ზომისა და წონის წყალობით ელექტრომობილს შეუძლია გაიაროს 225 კილომეტრი ერთ დამუხტვაზე WLTP სტანდარტის მიხედვით.
Renault-მ ასევე განაცხადა, რომ ეს იქნება „ყველაზე იაფი საქალაქო ელექტრომობილი ევროპის ბაზარზე“. მისი ფასი 10 ათას ევროს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ Dacia Spring Electric ევროპის ტერიტორიაზე გაიყიდება 2021 წლის გაზაფხულიდან.