ასტროლოგიავერძიზოდიაქოლომიმორიელი/ღრიანკალი

ზოდიაქოს სამი ყველაზე ვნებიანი ქალი

დამ­ყო­ლე­ბი, ჭირ­ვე­უ­ლე­ბი, ლმო­ბი­ე­რე­ბი, დიდ­გუ­ლე­ბი, ტვი­ნის ბურ­ღე­ბი, ლო­ი­ა­ლუ­რე­ბი, ინ­ფან­ტი­ლუ­რე­ბი, ჭო­რი­კა­ნე­ბი… თუმ­ცა, არ­სე­ბობს ქა­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც მა­მა­კა­ცებს მაგ­ნი­ტი­ვით იზი­დავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ უმე­ტე­სო­ბას ერ­თობ რთუ­ლი და ჭირ­ვე­უ­ლი ხა­სი­ა­თიც კი აქვს ხან­და­ხან. მათ გამო ჩა­დი­ან სი­სუ­ლე­ლე­ებს და ხში­რად ოჯა­ხებ­საც ან­გრე­ვენ, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ… ამ­გვა­რი ქა­ლე­ბის რი­ცხვში კი კონ­კრე­ტუ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გვხდე­ბი­ან. უფრო ზუს­ტად რომ ვთქვათ, ას­ტრო­ლო­გე­ბი კონ­კრე­ტულ სა­მე­ულს გა­მო­ყო­ფენ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით, რო­მელ­თა ან­გა­რიშ­ზეც ყვე­ლა­ზე მეტი მო­დის სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დის მთა­ვა­რი გმი­რის სა­პა­ტიო წო­დე­ბა…

წარ­მო­გიდ­გენთ ამ სა­მე­ულს:

ვერ­ძი –

ვნე­ბი­ა­ნი, თავ­ნე­ბა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ქა­ლია. ერთი სი­ტყვით მო­უთ­ვი­ნი­ე­რე­ბე­ლი. მა­მა­კა­ცებ­საც სწო­რედ მისი ეს ძნე­ლად და­სა­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი ხა­სი­ა­თი და მკვეთ­რი ტემ­პე­რა­მენ­ტი ხიბ­ლავთ. სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხედ­ში ძი­რი­თა­დად იმ მი­ზე­ზით ხვდე­ბა, რომ მუ­დამ მი­უწ­ვდო­მე­ლი მა­მა­კა­ცე­ბით იხიბ­ლე­ბა. ამი­ტომ პრინ­ცი­პი “რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბე­ბი” სწო­რედ ვერძ ქალ­ზეა ზედ­გა­მოჭ­რი­ლი. რო­გორც წესი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გამო, იგი ძა­ლი­ან ბევ­რზეა წამ­სვლე­ლი. თუმ­ცა, ეს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა მისი გრძნო­ბა სა­პა­სუ­ხო და ძლი­ე­რია. მარ­ტო­ო­დენ ფუ­ლის, სოც-მდგო­მა­რე­ო­ბის ან კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის გამო, ქალი ვერ­ძი სხვას ქმარს არა­სო­დეს წა­არ­თმევს. სა­ა­მი­სოდ მას გა­ცი­ლე­ბით უფრო გლო­ბა­ლუ­რი მი­ზე­ზი სჭირ­დე­ბა.

ლომი –

ქალი ლომი ბუ­ნე­ბით, არ­სით, სუ­ლით დე­დო­ფა­ლია და თუნ­დაც გა­რეგ­ნო­ბა არ უწყობ­დეს სა­ა­მი­სოდ ხელს, ის მა­ინც მო­ა­ხერ­ხებს მა­მა­კა­ცე­ბის მო­ხიბ­ვლას სა­კუ­თა­რი გრა­ცი­ო­ზუ­ლო­ბის, ელე­გან­ტუ­რო­ბი­სა და დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რე­ბის ხარ­ჯზე. იგი მუ­დამ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, უზა­დოდ შე­მო­სი­ლი და შარ­მი­ა­ნია. ჰოდა, აბა, რო­მე­ლი კაცი იტყვის უარს დე­დოფ­ლის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა­ზე? ლო­მე­ბი ამ­ბი­ცი­უ­რი და ამა­ყი ინ­დი­ვი­დე­ბი არი­ან. მის­თვის მე­ტო­ქეს არა­თუ არ გა­აჩ­ნია რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ბა, ის უბ­რა­ლოდ არც იმ­ჩნევს მის არ­სე­ბო­ბას ამ ქვე­ყა­ნა­ზე. თუ მა­მა­კა­ცი უყ­ვარს (ლომს კი სიყ­ვა­რუ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რი აქვს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ ზო­დი­ა­ქოს ეს ნი­შა­ნი გუ­ლით იმარ­თე­ბა!) ბო­ლომ­დე და ღირ­სე­უ­ლად გა­და­ი­ტანს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ქარ­ტე­ხი­ლებს. არ შე­უ­შინ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­კი­ცხვას და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დზე ყოფ­ნას, ყალბ ოჯა­ხურ ბედ­ნი­ე­რე­ბას არ ანაც­ვა­ლებს.

მო­რი­ე­ლი –

მას სა­ო­ცა­რი მაგ­ნე­ტიზ­მი, უზო­მოდ დიდი სექ­სუ­ა­ლუ­რი ტემ­პე­რა­მენ­ტი და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა გა­აჩ­ნია. შე­საძ­ლოა ზოგ­ჯერ იგი შე­უ­ხე­და­ვი, არ­ცთუ იდე­ა­ლუ­რი სხე­უ­ლის პრო­პორ­ცი­ე­ბის მქო­ნე, გა­უ­ცი­ნა­რი და უხა­სი­ა­თო ქა­ლიც იყოს, მაგ­რამ არის მას­ში ის რა­ღაც, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი, რაც მა­მა­კა­ცებს ატყვე­ვებს და საღი გო­ნე­ბით მოქ­მე­დე­ბის უნარს დიდი ხნით აკარ­გვი­ნებს. ქალი მო­რი­ე­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან ძლი­ე­რი და ამ­ტა­ნია. მას ნე­ბის­მი­ე­რი მა­მა­კა­ცის გა­ცუ­რე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლია. ზოგ­ჯერ ოს­ტა­ტუ­რად სჩა­დის კი­დეც ამას და არც ის მი­აჩ­ნია სა­მარ­ცხვი­ნოდ, სა­კუ­თარ სხე­ულს თუ სარ­ფი­ან დი­ვი­დენ­ტად გა­მო­ი­ყე­ნებს. თუმ­ცა, თუკი მისი გუ­ლის კარი რო­მე­ლი­მე მამრმა მარ­თლაც გა­ტე­ხა ამ ქალს უზო­მო, წრე­გა­და­სუ­ლი და მა­რა­დი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი შე­უძ­ლია. და მა­შინ იგი ფე­ხებ­ზე და­ი­კი­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მე­გობ­რე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის, თვით ოჯხის წევ­რე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბას და აზრს, სას­ტიკ ომს გა­მო­უ­ცხა­დებს ყვე­ლას, ვინც მას ან მის გუ­ლის სწორს, ან სუ­ლაც ამ ორის სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­შირს შე­ე­ხე­ბა და არა­სო­დეს წავა ღა­ლატ­ზე, მა­ში­ნაც კი თუკი მისი სატ­რფო ამ­ქვეყ­ნად აღარ იქ­ნე­ბა.

Source
https://feedc.com/user/astrogeorgia

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button