ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Binance-მა განახორციელა BNB ტოკენების უდიდესი რაოდენობის „დაწვა“ ფიატურ ეკვივალენტში

კრიპტო ბირჟა Binance-მა განახორციელა BNB-ტოკენების მეცამეტე ყოველკვარტალური „დაწვა“. მიმოქცევიდან გამოვიდა 2 253 888 BNB, მათ შორის 867 BNB-ის ჩათვლით ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს მომხმარებლების დაკარგული აქტივების აღდგენას.

დამწვარი ტოკენების ჯამურმა ღირებულებამ 68 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ აღნიშნა, რომ ეს მოვლენა უმსხვილესია დოლართან ეკვივალენტში და სიდიდით მეოთხეა BNB-ის ისტორიაში.

Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე კომენტარი გააკეთა ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებზე და აღნიშნა, რომ ბოლო კვარტლის განმავლობაში მის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სექტორი.

„ვთვლი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში DeFi განსაზღვრავს მომავალს და უკან ჩამოიტოვებს ცენტრალიზებულ ბირჟებს, თუმცა ეს მალე არ მოხდება“ – დაწერა Zhao-მ.

იგი დარწმუნებულია, რომ ისეთი ინოვაციური გადაწყვეტილებები, როგორებიცაა ლიკვიდურობის პულები და ონჩეინ-კრედიტირება, გააგრძელებს არსებობას, თუმცა მომგებიანობა დროთა განმავლობაში შემცირდება „გონივრულ“ დონემდე.

Zhao-მ გაიხსენა ძირითადი ქსელი Binance Smart Chain-ი, რომელიც სმარტ-კონტრაქტების შექმნისა და BNB-სტეიკინგით გამომუშავების შესაძლებლობას იძლევა. მისი თქმით, კომპანია აპირებს ამ პროექტში დამატებითი თანხების ინვესტირებას.

გასულ კვირაში Binance-მა შეარჩია პროექტების პირველი ნაწილი, რომლებიც გრანტებს მიიღებენ 100 მლნ აშშ დოლარის კაპიტალის მქონე ფონდიდან. გამარჯვებულებს შორის არიან ავტომატური მარკეტმეიკერები AnySwap და BakerySwap, მონაცემთა პლატფორმა გეიმინგ-გადაწყვეტილების მომწოდებლებისთვის – Arkane Network, Binance Smart Chain-ზე ლიკვიდურობის მთავარი მომწოდებელი PancakeSwap, აგრეთვე პროექტები Bitquery და Proxima.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button