კვლევებიმეცნიერებასხვადასხვა

ჭარბწონიან ადამიანებს ტვინი სხანაირად უმუშავებთ – მკვლევარები

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ჭარბწონიან ადამიანებს ტვინი სხანაირად უმუშავებთ, ვიდრე ჯანმრთელ ადამიანებს. როგორც გამოცემა Diabetes წერს, ისინი ტკბილი საკვებისგან გაცილებით ხანგრძლივ სიამოვნებას იღებენ, ვიდრე საშუალო წონის, ან გამხდარი ადამიანები. 

გამოცემა წერს, რომ ადამიანები რაც უფრო შედიან ასაკში, მით უფრო ნაკლებად უყვართ ტკბილეულობა. გარდა ამისა, ასაკთან ერთად, ტვინის რეგიონებში ხდება პატარა დოფამინური რეცეპტორების – სავალდებულო ცილების შემცირება. ამ უკანასკნელს, დიდი გავლენა აქვს ტვინის რეაგირების სისტემაზე, რომელიც პასუხისმგებელია სასიამოვნო შეგრძნებების აღქმაზე.

მკვლევარებმა დაკვირვება აწარმოეს 20 ადამიანზე, რომლებსაც ჰქონდათ ჯანსაღი წონა და შეადარეს 24 მოხალისეს, რომელთა სხეულის მასის ინდექსი 30-ს აღემატებოდა. კვლევის მონაწილეებმა მიიღეს სასმელები, შაქრის სხვადასხვა კონცენტრაციით. ამის პარარელურად მათ ჩაუტარდათ პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია, რათა დაედგინათ დოფამინური რეცეპტორების აქტივობა. შედეგებმა აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელ ადამიანებს დოფამინური რეცეპტორების რაოდენობასა და ტკბილი საკვებისთვის უპირატესობის მიკუთვნების დონეში არსებობდა კავშირი, ჭარბწონიან ადამიანებში კი, ეს კავშირი არ არსებობს.

მეცნიერებმა ეს ფაქტი იმით ახსნეს, რომ სიმსუქნით დაავადებული ადამიანი გაცილებით მეტად რეზისტენტულნი არიან ინსულტისადმი და აქვთ სხვადასხვა მეტაბოლური დარღვევები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის ასაკს, დოფამინური რეცეპტორების აქტივობასა და შაქრის უპირატესობას შორის.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მონაწილე ჭარბწონიან არცერთ პირს არ ჰქონია შაქარი, რამდენიმე მათგანს ჰქონდა  გლუკოზისა და ინსულინის შედარებით მაღალი შემცველობა სისხლში, ვიდრე დანარჩენებს. მკვლევარები ამბობენ, რომ შესაძლოა, სწორედ ორგანიზმის ამ სიგნალების გამო მუშაობდეს ჭარმწონიანების ტვინი სხვანაირად.

Source
http://icode.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button