Hi-Techახალი ამბები

Microsoft Edge ინტეგრირებული მთარგმნელით

Chromium-ის ბაზაზე მცირე ხნის წინ გამოშვებულ ბრაუზერ Microsoft Edge-ს ექნება საკუთარი ინტეგრირებული მთარგმნელი, რომელიც შეძლებს ავტომატურად გადათარგმნოს ვებ-გვერდები სხვადასხვა ენაზე. Reddit-ის მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ Microsoft-მა შეუმჩნევლად ჩართო ახალი ფუნქცია Edge Canary-ში. ნიშანი „Microfost Translator“ მოცემულია მისამართის ველში.

ამიერიდან, სისტემაში დაყენებულისგან განსხვავებით, Microsoft Edge ავტომატურად განახორციელებს თარგმანს. ეს ფუნქცია მუშაობს Google Chrome-ის თარგმნის ანალოგიურად, ამჟამად კი როგორც ჩანს Microsoft ექსპერიმენტს ატარებს განსაზღვრული რაოდენობის მოწყობილობებზე.

ფუნქცია, როგორც უკვე ითქვა, ავტომატურ რეჟიმში თარგმნის ვებ-გვერდებს. გარდა ამისა, არის კონკრეტული ენის არჩევის საშუალება. ისევე, როგორც Google Chrome-ში, მომხმარებლები შეძლებენ ორიგინალი საიტიდან გადაერთონ გადათარგმნილ ვერსიაზე.

ჯერჯერობით ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია მხოლოდ Edge Canary-ში, რომელიც ყოველდღიურად განიცდის განახლებას. ამიტომ სარწმუნოა, რომ ხსენებული ფუნქცია ჯერჯერობით შემუშავების ადრეულ სტადიაზეა და შესაძლოა კიდევ დიდხანს დარჩეს დამუშავების პროცესში. არანაირ ეჭვს არ იწვევს ის, რომ Microsoft მას მოგვიანებით აუცილებლად დაამატებს ბრაუზერის სტაბილურ ვერსიაში.

აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ თარგმანისთვის გაფართოება ასევე ხელმისაწვდომია Chrome Web Store-ში, თუკი მომხმარებელს დასჭირდება გვერდის სხვა ენაზე გადაყვანა. ამჟამად ხელმისაწვდომია ვერსია 75.0.125.0.

შეგახსენებთ, რომ განახლებული ბრაუზერი Microsoft Edge იმუშავებს Windows 7 და Windows 8.1 ოპერაციულ სისტემებზე. საჭიროა მისი ინსტალატორის ცალკე ჩამოტვირთვა, რათა შემდეგ გაეშვას სისტემებში.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button